კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ცხოვრების წესი შეცვალა. გაჩერებულ ეკონომიკასთან ერთად შენელებული პოლიტიკა მივიღეთ. Covid -19-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი 70-ზე მეტი ეროვნული, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი. 2020 წლის 1 მარტიდან დღემდე მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო არჩევნების გადადების გადაწყვეტილება, ჩაეწერება თუ არა ამ სიაში საქართველო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემოდგომის მოახლოვებასთან ერთად საკითხის აქტუალურობა სულ უფრო გაიზრდება.

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნების გადადების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ადამიანების ჯანმრთელობაა. არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალ დონეზე ორგანიზება თითქმის შეუძლებელია, გარდა ამისა, მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა ამომრჩევლებმა შესაძლოა უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. შესაბამისად იზრდება დაბალი აქტივობის საშიშროება. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში ამომრჩეველი ყოველთვის მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა. არჩევნებზე როგორც წესი მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტი მიდის.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ ერთ-ერთი ხალხმრავალი იყო. მასში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მიიღო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მივიდა საარჩევნო უბნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კიდევ უფრო ნაკლები, თუმცა არჩევნების მეორე ტურში მოიმატა ამომრჩეველთა აქტივობამ.

როგორც Dalma News-ს ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ის ამომრჩეველი მივა, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლება შეიცვალოს, ან პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში. ამომრჩეველთა ეს კატეგორია არჩევნებზე პანდემიის მიუხედავად მივა. ამას ემატება იმ სიმშვიდის განცდაც, რომ საქართველომ ასე თუ ისე შეძლო პანდემიასთან გამკლავება.

არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, – დროის მოიგება. ნიკა ჩიტაძის თქმით, შესაძლოა მმართველ პარტიას სჭირდებოდეს დროის მოგება, ამ შემთხვევაში 1 – 2 თვესაც მნიშვნელობა აქვს, რათა დაიქირაონ ლობისტური კომპანიები, რომლებიც დასავლეთთან მუშაობენ, მოახდინონ ფინანსური რესურსების მობილიზება და სხვა.

ნიკა ჩიტაძე

2012 წელს საპარლამენტო არჩევნები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ ერთ-ერთი ხალხმრავალი იყო. მასში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მიიღო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მივიდა საარჩევნო უბნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კიდევ უფრო ნაკლები, თუმცა არჩევნების მეორე ტურში მოიმატა ამომრჩეველთა აქტივობამ.

როგორც Dalma News-ს ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ის ამომრჩეველი მივა, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლება შეიცვალოს, ან პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში. ამომრჩეველთა ეს კატეგორია არჩევნებზე პანდემიის მიუხედავად მივა. ამას ემატება იმ სიმშვიდის განცდაც, რომ საქართველომ ასე თუ ისე შეძლო პანდემიასთან გამკლავება.

არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, – დროის მოიგება. ნიკა ჩიტაძის თქმით, შესაძლოა მმართველ პარტიას სჭირდებოდეს დროის მოგება, ამ შემთხვევაში 1 – 2 თვესაც მნიშვნელობა აქვს, რათა დაიქირაონ ლობისტური კომპანიები, რომლებიც დასავლეთთან მუშაობენ, მოახდინონ ფინანსური რესურსების მობილიზება და სხვა.

“ივლისი და აგვისტო მკვდარი სეზონია და შესაძლოა დრო არ ეყოთ ეფექტიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. საბაბი იყოს კორონავირუსის გავრცელება, ძირითადი მიზეზი კი “ქართული ოცნების” რეიტინგის დაცემაა. აქტიური ამომრჩეველი, დაახლოებით 55-60%, პანდემიის დროსაც აქტიური იქნება. მოსახლეობის აპოლიტიკური ნაწილი კი შესაძლოა არ წავიდეს არჩევნებზე. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც არ არის რეგისტრირებული, ბევრი თბილისშია ჩამოსული. თუმცა პანდემიის დროს ასევე ბევრი წავიდა რეგიონებში, მაგრამ იმ დროისთვის რა სურათი იქნება ძნელი სათქმელია”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დეკემბრისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საკუთარი რეიტინგი არ მოსწონს და მას სურს არჩევნები გადაიდოს. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ, მთავრობამ პანდემია და საკონსტიტუციო ცვლილებები ტანდემში გამოიყენოს, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერები შეიტანონ, რაც მათ მისცემს არჩევნების თარიღით მანიპულირების შესაძლებლობას. თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ შემოდგომის არჩევნებზე “ქართული ოცნება” პოლიტიკური კრახისთვისაა განწირული.

პარტია “ევროპული საქართველო” ხელისუფლებას “მავნებლური პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ” მოუწოდებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. პოლიტიკურ მოძრაობა “ლელოშიც” მიიჩნევენ, რომ პანდემიის გამოყენება არჩევნების გადასადებად უდიდესი შეცდომა იქნება, რაც ძვირად დაუჯდება თავად “ქართულ ოცნებას”.

Вахтанг Хмаладзе

და მაინც, რა შემთხვევაში ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია არჩევნების თარიღის გადადებას და რა ვადით? ამ კითხვაზე Dalma News-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა. მისი განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებას არჩევნების თარიღის შეცვლის უფლება არ აქვს. ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. არჩევნების თარიღი სავალდებულო წესით იცვლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო, ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის მოხსნიდან 45-დან 60 დღის ვადაში.

“არჩევნების თარიღი ჩვენთან წელს არის 31 ოქტომბერი, თუ ეს თარიღი დაემთხვა საგანგებო მდგომარეობას, მაშინ არჩევნების თარიღი გადაიწევს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ასეთია ამ საკითხის სამართლებრივი მხარე”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაშ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მყარი და საზოგადოებისთვის დამაჯერებელი საფუძველი სჭირდება. ის უნდა ცხადდებოდეს კრიზისულ ვითარებაში, როცა სხვა გამოსავალი არ არის, როცა საჭიროა ადამიანის სხვადასხვა უფლებების – მიმოსვლის, შეკრებების და სხვა შეზღუდვა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს. ასეთი ვითარება კი საქართველოში მარტში იყო, როცა კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ქვეყნის პრემიერმა შეზღუდვების დაწესებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა. მაშინ, საზოგადოების უდიდეს ნაწილისთვის ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა მოსახლეობის მცირე ნაწილის მხრიდან გაისმა პროტესტი, ისიც მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობა დამატებით ერთი თვით გახანგრძლივდა.

“ახლა, ძნელი სათქმელია, რა უნდა მოხდეს, რომ საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. პირველ რიგში ხელისუფლება უნდა დაეყრდნოს ეპიდემიოლოგთა დასკვნას”, – განუცხადა Dalma News-ს ხმალაძემ.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ჩატარდა ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნები. კენჭისყრის გადადებით ხელისუფლებას ძალაუფლების გახანგრძლივების შესაძლებლობა ეძლევა, მოქალაქეები კი იძულებულნი არიან დროებით უარი თქვან საჯარო პოლიტიკის ფორმირების უფლებაზე ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები. სწორედ ასეთი ვითარებაა დღეს საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ, საქართველოს ამომრჩეველი კოალიციური მთავრობის ასარჩევად ემზადება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაციის წყალობით საპარლამენტო ხელისუფლებაში დარჩენილი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა გაისტუმროს.

გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის მოლოდინი ობიექტურად არსებობს და ქვეყანას მოუწევს ვითარების შესაბამისად იმოქმედოს. ნაკლებად სავარაუდოა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გარისკოს ამ ნაბიჯის გადადგმა და იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სუბიექტური საფუძველი არ შეიქმნა, არჩევნების თარიღი თვითნებურად გადაწიოს.

“საკმაოდ მყიფეა დღეს ხელისუფლების მდგომარეობა, მართალია ერთი მხრივ პანდემიასთან ბრძოლისას ხალხის პოზიტიური განწყობა შეიძინეს, მაგრამ შიმშილით გამოწვეული აგრესია იმდენად ფეხმოკიდებულია უკვე საზოგადოებაში, რომ ობიექტური საფუძველის გარეშე ამ ნაბიჯის გადადგმა “ოცნებისთვის” შესაძლოა, საბედისწეროდ იქცეს. არჩევნებზე შესაძლოა არ წავიდეს ის ამომრჩეველი, რომელსაც ფაქტობრივად, არც აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება ორპოლუსიანი პოლიტიკის გამო და არა პანდემიის შიშით”, – განუცხადა Dalma News-ს გია ხუხაშვილმა.

ზოგ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის შერეული სისტემა არსებობს. ზოგ ქვეყანაში უკვე გამოიყენება ფოსტის მეშვეობით კენჭისყრა, დისტანციური ელექტრონული კენჭისყრა, ან ინტერნეტის მეშვეობით ხმის მიცემა, რაც მოქალაქეებს სახლიდან ხმის მიცემის საშუალებას აძლევს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში მაღალია არაკანონიერი მოქმედების განხორციელების საფრთხე, მაგალითად, ერთი ამომრჩევლის ნაცვლად სხვამ რომ მისცეს ხმა, ან იძულებით ხმის მიცემა. ასეთ დროს მაღალია გაყალბების რისკიც.

საქართველოს მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი დავარდება, თუ ეპიდემიის გამო ადამიანები თავს შეიკავებენ საარჩევნო უბნებზე მისვლისგან. ამიტომ, როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, უმჯობესია, პანდემიის პირობებში არ ჩატარდეს არჩევნები, ასეთი რეკომენდაცია საერთაშორისო პარტნიორებმა სხვადასხვა ქვეყანას უკვე მისცეს. თუმცა, როგორი იქნება მათი რეკომენდაციები საქართველოს მიმართ, სადაც წარმატებით მიმდინარეობს კორონავირუსთან ბრძოლა დრო გვაჩვენებს. ქვეყანაში, ამ დროისთვის, კორონავირუსის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული.

წმინდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, უკეთესია, მაგრამ არსებობს სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური ინტერესები.

შორენა პაპაშვილი