როდესაც ყველაფერი ხელთ გეწიფება

14080825_1283573045021501_1569128264_nდღის სამ საათზე, ერევნის გაუსაძლის სიცხეში, ცარიელი კაფეს სიგრილეში საკმარისი იყო კარენ გევორქიანი შემოსულიყო, რომ სიმშვიდე სადღაც გაქრა. ეს ადამიანი უკვე 75 წლის არის, მაგრამ საკმარისია მასთან სამ წუთიანი გასაუბრება და ხვდები, რომ ის ბევრად უფრო ახალგაზრდაა. მსგავსი ენერგეტიკა, ცხოვრების და ხელოვნებისადმი დაუოკებელი წყურვილი, ჩვენს დროში, ორმოცი წლის ასაკში ქრება.

ნიჭის განადგურება შეუძლებელია

კარენ გევორქიანმა საუბარი იმით დაიწყო, რომ მუსიკალური სკოლა აქვს დამთავრებული. თუმცა, ამას მის შემდგომ შემოქმედებით ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, მისი წყალობით ხელოვნების ბუნებას ეზიარა. საოცარია, გევორქიანი რასაც კი მოჰკიდებდა ხელს, სიმაღლეებს ყოველთვის იპყრობდა და ეს მხოლოდ კინემატოგრაფიას არ შეეხება. მაგალითად, კინორეჟისორმა სერიოზული წვლილი შეიტანა პირველი სომხური ჯიპის შექმნასა და სამამულო ავიაციის განვითარებაში – აეროდინამიკის სფეროს ეს ტექნიკური წინადადებები სპეციალისტების სერიოზულ ყურადღებას იპყრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გევორქიანი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, თითქმის ყოველთვის აწყდებოდა ბიუროკრატიულ (და პოტენციურ სპონსორულ) დაბრკოლებას – “რა სარგებელს მივიღებ?”. ცხადია, ასეთი შეკითხვის შემდეგ ჭაობიდან პირობითი ბეჰემოთის ამოყვანის ყველანაირი სურვილი ქრება, რეალურზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ მსგავსი რამ თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. საეჭვოა, ასეთი მხოლოდ სომხური აზროვნება იყოს, ეს უფრო საბჭოური გადმონაშთია, რისი დავიწყებაც ძალიან გვსურს. თუმცა, ყველა სირთულესთან ერთად, სომხეთში ამან კიდევ უფრო დამახინჯებული ფორმა მიიღო.

მაგრამ კარენ გევორქიანი დაუოკებელი ადამიანია და კინემატოგრაფიიდან სწორედ ამის წყალობით გამოწურა ყველაფერი, გაიარა ყველა გზა: კინემატოგრაფიის რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი, ბორის ვოლჩეკის სახელოსნო, “არმენფილმი”, დ.კესაიანცის ფილმი “ბატონი და მოსამსახურე“, შემდეგ ისევ კინემატოგრაფიის რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტი, ამჯერად უმაღლესი სარეჟისორო კურსები და ისევ “არმიანფილმი”. მუშაობდა სცენარზე და იყო კინოპროდიუსერი. გამოდის, რომ გევორქიანმა კინოს სფეროში ყველაფერი სცადა, მაგრამ საბოლოოდ რეჟისორობა არჩია.

ბაღები და მონასტრები

კარენ გევორქიანი ვერ ხვდება, როგორ შეიძლება ეწოდოს საკუთარი სამშობლობსთვის უანგაროდ დახმარების გაწევისა და ხელოვნებაში, რაღაც ახლის შექმნის სურვილს სხვის სულში ჩაძრომა და სხვის მონასტერში საკუთარი წესების დამყარება. ასეთი რამ კი, ძალიან ხშირად ხდება, თუმცა გევორქიანი ამას ყურადღებას არ აქცევს და ისევ და ისევ იგონებს, რაღაც ახალს და ცხოვრებაში მისთვის ფრთების შესხმას ცდილობს.

უმაღლესი სარეჟისორო კურსების შემდეგ კარენ გევორქიანი “არმიანფილმში” დაბრუნდა და რამდენიმე წლის განმავლობაში მშვიდად იმუშავა. მოულოდნელი ჭექა-ქუხილი მის სარეჟისორო ნამუშევარს – ფილმს “ზღვართან დამშვიდობებას” მოჰყვა. ფილმი აკრძალეს, მოსკოვში ანტისაბჭოური ჩანაფიქრი აღმოაჩინეს, ერევანში კი – ანტისომხური. შედეგად “არმიანფილმის” დატოვება მოუწია. თუმცა 2-3 კვირის შემდეგ “ლენტელეფილმში” მას ხუთსერიანი ფილმის “ივან პავლოვი. ჭეშმარიტების ძიება” გადაღება მიანდეს.

“ზღვართან დამშვიდობება” – იმდროინდელი ჩვეულებრივი გოგონას ისტორია იყო. მასში არაფერი ექსტრაორდინალური და კრიმინალური არ ყოფილა, მაგრამ ფილმში პოლიტიკა დაინახეს, – ამბობს გევორქიანი და დასძენს, რომ მისთვის ეს საკითხი უკვე წარსულს ჩაბარდა. მან კი, რაც ამის შემდეგ მოხდა, მის ცხოვრებასა და სულში სერიოზულ კვალი დატოვა.

იქ, სადაც აღარ გსურს ყოფნა

1990-იანი წლების დასაწყისში, ცნობილი ფილმის «Пегий пес, бегущий краем моря»-ს შემდეგ გევორქიანმა იმდროინდელი სამხედრო წლების ქრონიკის გადაღება ჩაიფიქრა. გამოუვიდა კიდეც, რადგანაც მაშინ დოკუმენტური კადრი საკმარისად იყო. თუმცა ფილმს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის მიზეზი იყო არა დაბალი ხარისხის რეჟისორული ნამუშევარი, არამედ ის, რომ მაშინდელი აურზაურის გამო კინემატოგრაფიისთვის არავის ეცალა.

14054632_1283572905021515_1056193944_nამის მიუხედავად, გევორქიანი კვლავაც სომხეთში რჩებოდა და 2009 წლამდე არსად წასულა. იმ წელს გადაიღო ასევე დოკუმენტური ფილმი «Геноцид без комментариев». აღმოჩნდა, რომ სამხედრო ქრონიკა, მხოლოდ ეგზეკუციის პრელუდია იყო, რომელიც სხვადასხვა “ამხანაგებმა” მოაწყეს.

“ორსერიანი დოკუმენტური ფილმი «Геноцид без комментариев» გადავიღე და როგორც გაირკვა, ფილმმა არავინ დააინტერესა – არც დიასპორაში და არც აქ. ამ საკითხისადმი უხეშ დამოკიდებულებას წავაწყდი. უფრო მეტიც, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გამომიცხადეს, რომ მე მათ ბაღში შევიჭერი. ერთი “ქება” გენოციდის მუზეუმის დირექტორისგან მივიღე. ის დამპირდა, რომ ჩვენს ფილმს ძალიან მალე გაუსწორდებოდა. დამაბრალეს, რომ მე ამ ფილმით სომხებისა და მეგობრული გერმანელების, რომლის წინაპრებმაც გასულ საუკუნეში ჩვენები არანაკლებ მეგობრულად გაანადგურეს, წაჩხუბება მინდოდა. ესეც კანონზომიერია?”, – ამბობს გევორქიანი.

ახლა კი, ბედის ირონიით, მუზეუმის დირექტორატის ფონზე უცნაურად ხომ არ ჟღერს ის, რომ გერმანელებმა ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის ფაქტი აღიარეს, მოინანიეს და საკუთარი შეცდომა აღიარეს…

ეს გევორქიანისთვის საბოლოო წერტილი აღმოჩდა და სომხეთი მესამედ, როგორც ჩანს, სამუდამოდ დატოვა. სამშობლოში დროდადრო ჩადის, ნოსტალგიას იკლავს, მაგრამ სომხურ კინემატოგრაფიაზე, ეროვნულ კულტურასა და საერთოდ, სომხეთზე საუბარი უკვე ძალიან უჭირს. „…უაზრობაა შეაფასო ის კულტურული სივრცე, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა არ გსურს“,- ამბობს რეჟისორი. ამასთანავე დასძენს, რომ მას ორი სამშობლო აქვს – სომხეთი და რუსეთი. ამიტომ არ ტოვებს დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ მშობლიური ქვეყნები უკეთესი, უფრო სუფთა და პატიოსანი იხილოს.

სანქტ-პეტერბურგმა კი ოსტატი სათანადოდ დააფასა. კარენ გევორქიანი წარმოუდგენლად მოთხოვნადი რეჟისორი აღმოჩნა. ჩასვლიდან ერთ თვეში მას კინოსა და თეატრის ინსტიტუტში საკუთარი სახელოსნოს გახსნა შესთავაზეს, სადაც სტუდენტებს დღემდე ასწავლის, კინოსა და ტელევიზიის სარეჟისორო ხელოვნებას.

“როგორც ბევრი სხვა, დროთა განმავლობაში ტელევიზორს ვუყურებ და მიმაჩნია, რომ სატელევიზიო არხების კრიმინალურ – სერიალური ზოოპარკის გამამრავლებელი ხელმძღვანელობა ნამდვილი დამნაშავეები, ხალხის მტრები არიან. ეს ადამიანების დემორალიზაციის, საზოგადოების დაყოფისთვის მუშაობაა, რადგანაც ბანდიტები და თაღლითები, თუ ცხოვრების გმირები არიან, ეს უკვე დასასრულია. გამოფხიზლდით, ეს ჩვენი ცხოვრება არ არის. ეს რაღაც პათოლოგიაა – ადამიანები გართობით არიან ზომბირებულნი! ტელეარხების წინაშე მკაფიო ამოცანაა დასმული: ადამიანების გართობა და ქვეყანაში მიმდინარე ნამდვილი მოვლენებიდან მათი ყურადღების გაფანტვა.

სისულელეა! შეუძლებელია იმ ადამიანს გადაატანინო ყურადღება სხვა რამეზე, რომელსაც კუჭი უწუხს. ტელესურათებით ადამიანს სადღაც სხვაგან ვერ წაიყვან, ამით მხოლოდ მისი გაფუჭება შეიძლება. შეიძლება აქციო ცინიკოსად, მაგრამ არა მოწესრიგებულ და ნორმალურ ადამიანად”, – მიაჩნია გევორქიანს.

ამ ყველაფერს რეჟისორი ნამდვილ დივერსიას უწოდებს. შესაძლოა, ამის აღიარება არც ერთ ჩვენგანს არ გვსურს, მაგრამ ეს ასეა – იგი მართალია.

დაუსრულებელი კინო

და მაინც კინო – “განუკურნებელი “სენია”, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ ავადდები. დღეს კარენ გევორქიანი მუშაობს სამნაწილიან ფილმზე მემაღაროელების შესახებ. უახლოეს მომავალში ტრილოგიის პირველი ფილმის პრემიერა შედგება. ძალიან გვსურს, რომ პრემიერა სომხეთში შედგეს. იქნებ დარჩნენ სომხეთში ის არაგულგრილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ არც ისე რთული ღონისძიების მოწყობა.

გევორქიანის მთავარი ფილმი კი (თუმცა, შესაძლოა თავად ასე არ ფიქრობს), არის «Пегий пес, бегущий краем моря». ეს არის მხატვრული ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმი. ოხოტის ზღვასთან მცხოვრები ნივხების ცხოვრება, რომლის გალამაზებაც შეუძლებელი იყო.

თუმცა, მკაცრი მიწის მკვიდრებისთვის ამის გაკეთება საჭირო არც იყო. კარენ გევორქიანი გადაღებების შესახებ ძალიან ცოტას საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ნივხებისგან ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ გრძნობს, რომ გადაღებების მთელმა პროცესმა მის, როგორც რეჟისორის სულს სერიოზული კვალი დააჩნია. შუკშინისეული თხრობის მანერა – დეტალური და ყოვლისმომცველი, სწორედაც რომ შესაფერისი აღმოჩნდა. კრიტიკოსებმა გევორქიანის ფილმი ფილოსოფიურ-პოეტური დოკუმენტალიზმის მოთხრობად გამოაცხადეს. ასეთი აუჩქარებელი ფილმის საფუძველი მისი ნელი რიტმი, მკაფიო ტექსტურა, შორეული ეპიკური გეგმების სიმრავლე და ცხოვრებისეული ექსცესებით გალამაზებული კინემატოგრაფიის გარეშე კადრში მოხვედრილი მსახიობები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან რეალური ადამიანებისგან. ეს მართლაც რომ დიდი ხელოვნებაა, რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და, რაც მთავარია, გარშემო გამეფებულა განცალკევებულობა, რაც ადამიანისა და მის ცხოვრებაში შეღწევას ერწყმის.

კარენ გევორქიანს მიაჩნია, რომ სჯობს კინო გადაიღოს, ვიდრე მასზე ისაუბროს. თუნდაც იმიტომ, რომ მრავალრიცხოვან პრობლემებს მოერიდოს, რასაც კინომოღვაწეები ხვდებიან. ეს პრობლემები შემდეგ ქვის კედლად აღიმართებიან და მათი ცხოვრების წესად იქცევიან – მისგან გაქცევა კი შეუძლებელია.

თუმცა, როგორც კარენ გევორქიანი ამბობს, ეს პრობლემები კი არ არის, პროფესიონალიზმის და ელემენტარული კულტურის არ არსებობაა. არ არსებობს ასევე საკითხის გადაწყვეტის შემოქმედებითი და მგზნებარე სურვილი. ამის ნაცვლად მხოლოდ ბევრი ფულის მოკლე დროში გამომუშავების სწრაფვაა.

“აბა, გადაიღეთ ფილმი ქვეყანაზე, ადამიანებზე – ნახავთ, რომ ხალხი მის სანახავად გაიქცევა. მაგრამ ამის გაკეთებას ცოდნა უნდა! ამისთვის კი საჭიროა ეს ადამიანები გიყვარდეთ. ეს კი, როგორც წესი, ბევრად რთულია, ვიდრე ფილმის გადაღება”, – ამბობს კარენ გევორქიანი.

რუბენ გიულმისარიან