სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი 1-6 სექტემბერს უკვე მეხუთედ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა ნაწილს ფესტივალზე სწორედ ავტორები წარადგენენ.
ნიქოზის ფესტივალმა მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის ანიმაციური ფესტივალებიც დაიმეგობრა. კერძოდ, დრეზდენის, ანესის, სუზდალის, ლაიფციგის, ასევე სხვადასხვა ანიმაციური სტუდიები და ევროპის კინოაკადემია.
როგორც Dalma News-ს ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, კერძოდ, აშშ-ს, პოლონეთისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი ანიმატორები, ფესტივალების დირექტორები, რომლებიც თავიანთი გამარჯვებული პროექტებით ამდიდრებენ ფესტივალს.
“ამ ყველაფერმა საგრძნობლად გაზარდა ფესტივალის ხარისხი და ის უკვე საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს,” – აცხადებენ კინოცენტრში.