სომხეთის ეკოლოგებმა ძველი წელი მინორული განწყობით გააცილეს. რესპუბლიკის „მწვანეთა კავშირის“ თავმჯდომარემ აკოპ მანასარიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებია, რაც ასევე უკავშირდება სევანის ტბის მაღალმთიან რაიონსა და ტყის დაცვის სისტემას, რომელსაც სამთომომპოვებლური სამუშაოების მასშტაბების ზრდის გამო საფრთხე ემუქრება.

აკოპ მანასარიანი
აკოპ მანასარიანი

ექსპერტის თქმით, სომეხი ეკოლოგები ცდილობენ ქვეყნის ტყის შესახებ კოდექსში დაამატონ მუხლი, რომლის თანახმადაც ტყის მასებზე უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სახის მაღაროს მუშაობა. თუმცა, ინიციატივა ვერ განხორციელდა და ახლა სომხეთის ტყე “სამთო მრეწველობამ მოიცვა. ამის სავალალო მაგალითია ტეხუტის საბადო”.

აღსანიშნავია, რომ ტეხუტის სპილენძისა და მოლიბდენის საბადო მეორეა სომხეთში სპილენძისა და მოლიბდენის მარაგის მხრივ. იგი ქვეყნის ჩრდილოეთით, ლორის ოლქში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. აღნიშნულ საბადოში მოლიბდენის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 100 ათასი ტონაა, ხოლო სპილენძის – 1,5 მილიონ ტონას აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საბადო არც ისე დიდი ხანია მუშაობს, უკვე გაკაფულია 60 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე. ეს ძალზედ შესამჩნევია რესპუბლიკისათვის, რომლის ფართობის მხოლოდ 11%-ს ტყე იკავებს. ამასთანავე, ტყის მასის ორი მესამედი სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთში, კერძოდ, ლორის ოლქშია განლაგებული. ახლა ლორის ტყეს განადგურების საფრთხე ემუქრება.

ტეხუტის სპილენძისა და მოლიბდენის საბადო სპილენძისა და მოლიბდენის მარაგით მეორეა სომხეთში. იგი ქვეყნის ჩრდილოეთით, ლორის ოლქში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბადოში მოლიბდენის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 100 ათასი ტონაა, ხოლო სპილენძის – 1,5 მილიონ ტონას აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საბადო არც ისე დიდი ხანია მუშაობს, უკვე გაკაფულია 60 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე. ეს ძალზედ თვალშისაცემია რესპუბლიკისთვის, რომლის ფართობის მხოლოდ 11% უკავია ტყეს. ამასთანავე, ტყის მასის ორი მესამედი სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძოდ, ლორის ოლქშია განლაგებული. ლორის ტყეს განადგურების საფრთხე ემუქრება.

მსოფლიოს ეკოლოგიური ეფექტიანობის რეიტინგში 132 სახელმწიფოს შორის, სომხეთი 93-ე ადგილზეა. სომხეთი მშრალ კლიმატურ რეგიონში მდებარეობს და მკაფიოდ არის გამოხატული გაუდაბურების პროცესი, რაც ტერიტორიის 80%-ზე დადასტურდა, ამიტომ ღელავენ სპეციალისტები ტყის ბედზე. გაუდაბურების პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა გლობალურმა დათბობამ (უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა 6%-ით შემცირდა) და ანთროპოგენური ფაქტორის გავლენამ. შემთხვევითი არ არის ცხელი ქარების მომატება, სახნავი ფართობის შემცირება, ზოგიერთ რაიონში, ერევნის დედაქალაქის ჩათვლით, სპეციალისტების აზრით, ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა დაიწყო. ბუნებრივი პროცესების ნეგატიური გავლენის შემსუბუქება და საგანგაშო ვითარების გამოსწორება მხოლოდ წყლის მომხარების სისტემის გაუმჯობესებითა და ტყის მასების ფართობის თანდათან გაზრდითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, ბუნებაზე ზემოქმედება მატულობს. ეს გარკვეულწილად დაკავშრებულია ნარჩენების პრობლემასთან. ძალიან ბევრს საუბრობე მის ლიკვიდაციაზე, თუმცა როგორც “მწვანეთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, იგი “ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც ნარჩნეების ლიკვიდაციით არიან დაკავებულები და მიხვდა, რომ მათ არც თუ კარგად ესმით ამ პრობლემის არსი”.

იმას ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად გულრგილია ამ პრობლემისადმი და ვერ ამჩნევს მათ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ დღეს ბუნების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემის ინტერესები სომხეთში აშკარად ეწინაააღმდეგება ერთმანეთს. როგორც ამ კონტექსტში სომხეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის მინისტრმა არამაის გრიგორიანმა განაცხადა, ეკოლოგების შეშოთება გასაგებია, მაგრამ შეუძლებელია სომხეთმა დღეს მაღაროები არ ამუშაოს, რადგანაც ქვეყნის შემდგომი განვითარება მასზეა დამოკიდებული. თუმცა ლითონის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და მასთან დაკავშრებული კრიზისი ამ თეზის ანეიტრალებს. თუ ბუნების დაცვის სფეროში საქმე არც თუ სახარბიელოდ არის, სამთო მრეწველობაში ძალზედ რთული მდოგმარეობაა. სომხეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტი სპილენძი და მოლიბდენია. ამასთანავე, საერთაშორისო ბაზარზე სპილენძის ფასი 7 ათასი აშშ. დოლარიდან 4,6 ათასამდე დაეცა, ხოლო მოლიბენი – 33 500 აშშ. დოლარიდან 9 500 აშშ. დოლარამდე გაიაფდა. ამ დროისთვის ქვეყნის სამთო მრეწველობა მოგებას ვეღან ნახულობს. მსგავს ვითარებაში, ბუნების დაცვის პრობლემა, რომლის მოგვარებაც სერიოზულ ხარჯებს უკავშირდება, მეორე პლანზე გადადის. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ის რეგიონები, სადაც მთავარი სამთომომპოვებლური საწარმო მუშაობს და მუშავდება ფერადი და ძვირფასი ლითონების ახალი საბადოები – სიუკისა და ლორის ოლქში – ერთდროულად მთავარი ტურისტული ცენტრებიც არის. ისინი ტურისტების ყურადღებას იპყრობენ არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არამედ მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით, უნიკალური მინერალური წყაროებით, განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით. ეს ყველაფერი სერიოზული რისკის ზონაში მოექცა. ოქროს მომპოვებლური ამულსარის ახალი საბადო, რომელიც სიუნიკის ოლქში მდებარეობს, ჯერ მოქმედთა სიაში არ არის შეტანილი, თუმცა ეს მალე მოხდება, რადგანაც ოქროს დამტკიცებული და სავარაუდო მარაგი 75 ტონაზე მეტს შეადგენს, ხოლო ვერცხლის – 350 ტონას. მაგრამ ეკოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ იქ სამუშაოების დაწყება გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს და ძალზედ ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის თავარ საკურორტო ქალაქ ჯერმუკზე.

ინგა ზარაფიანი
ინგა ზარაფიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლურ”-ის ხელმძღვანელის ინგა ზარაფიანის თქმით, “საბადოს ღია მეთოდით დამუშავება ვერ იქნება უსაფრთხო ეკოლოგიური თვალსაზრისით, რადგანაც აუცილებლად გამოიწვევს საშიში ნივთიერებების – თუთიის, ვანადიუმის, ტყვიისა და რადიოაქტიური მასალების გამოყოფას”. გარდა ამისა, ამულსარი მდინარეების არპისა და ვოროტანის სათავეებთან მდებარეობს. “ეს მდინარეები ჯერ-ჯერობით სუფთაა. თუმცა საბადოების დამუშავება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ ეკოსისტემას”, – დარწმუნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლურის” ხელმძღვანელი.

სხვათაშორის, კავკასიაში ყველაზე დიდი ტბა სევანი უკვე დიდი ხანია რისკის წინაშე დგას. ეს მტკნარი წყლის უნიშვნელოვანესი რეზერვუარია, რომელსაც ასე თუ ისე სომხეთისა და მასთან მოსაზღვრე რაიონების მთელი წყლის სისტემა უკავშირდება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სევანის წყლები აქტიურად გამოიყენებოდა ჰიდროენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში, რამაც გამოიწვია უნიკალური წყალსაცავის 18 მეტრით შემცირება. მდინარე არპადან 48 კილომეტრიანი მიწისქვეშა აკვედუკის აგებით მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ტბის ეკოლოგიური ბალანსი მაინც დარღვეულია. ტბაში უკვე აღარ ბინადროს ცნობილი თევზი იშხანი, გადაშენდა, ან გადაშენების გზაზეა წყალსაცავის რამდენიმე სხვა იშვიათი ბინადარიც. როგორც “მწვანეთა კავშირის” მეთაურმა აკოფ მანასარიანმა განაცხადა, ფაუნას თვალსაზრისით, “ტბა უდაბურდება”.

“იქ თევზებს ხელოვნურად ამრავლებენ, მაგრამ სადაც მეთევზეობაა, თავს იჩენს ეკოლოგიური პრობლემები”, – ამბობს ექპსერტი და დასძენს, რომ წლების განმავლობაში არც მეკობრეობის პრობლემას უჩანს დასასრული.

ისმის კითხვა: უნდა განაგრძოს თუ არა სომხეთმა სამთო მრეწველობის განვითარება და შემდგომი გაფართოვება (როგორც ვხედავთ, ამას აღარ მოაქვს უწინდებური დივიდენდები და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასარგებლო წიაღისეულზე ადრინდელი მოთხოვნა აღარ იქნება), რითაც ასევე სერიოზული რისკის წინაშე დგება ერის არსებობა, თუ განვითარების სხვა გზა მონახოს?

სომხეთი ლამაზი ქვეყანაა, მას ბევრი ძვირფასი რესურსი აქვს, მდიდარია კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, მიმზიდველი ლანდშაფტით, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, ბალნეოლოგიური კურორტებითა და ა.შ. შემთხვევით არ მოიხსენიებდნენ სომხეთს საბჭოთა ბეჭდვით ორგანოებში „საბჭოთა შვეიცარიად“. სომხეთს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და აღსანიშნავია, რომ დღეს ტურისტული სფერო ვითარდება ისეთი მასშტაბით, რომ მას რესპუბლიკის ეკონომიკისთვის შესამჩნევი სარგებელი ვერ მოაქვს. ამას ხელს უშლის მთელი რიგი ფაქტორი, რომელთაგან მთავარი ინვესტიციების უკმარისობაა. სხვადასხვა უცხოური ფირმის და კორპორაციის სახით წარმოდგენილი ინვესტორები ფულს ძირითადად სამთო ინდუსტრიის სფეროში აბანდებენ და სწრაფი სარგებლის მიღება სურთ, რასაც ტურიზმი ვერ უზრუნველყოფს. ამულსარის საბადოზე ბრიტანული Lydian International-ი მუშაობს.

საბადოდან სასარგებლო წიაღირეულის მტაცებლური მეთოდებით მოპოვების შემდეგ , ადრე თუ გვიან, უსიცოცხლო უდაბნო დარჩება. ამის თვალსაჩინო მაგალითი მრავლადაა და მათი დიდი ნაწილი სწორედ ე.წ. განვითარებად ქვეყნებშია. მსგავსი პროცესი თუ გაგრძელდა ფერალი ლითონის მარაგი სომხეთში საერთოდ გაქრება და აღმოჩნდება, რომ ქვეყანამ თავის დროზე ხელიდან გაუშვა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სერიოზული შანსი, რადგან გარემოს გამოუწსორებელი ზიანი მიადგა. კლიმატური ცვლილებები და განსაკუთრებით ადამიანის საქმიანობა რესპუბლიკის დიდ ნაწილს უსიცოცხლო უდაბნოდ გადააქცევს. ცხადია, უცხოელი ინვესტორები, როგორც სხვა მსგავს შემთხვევაში, აბსოლუტურად გულგრილები არიან მსგავსი პერსპექტივებისადმი, ამიტომ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არჩევანის გაკეთებას ამჟამინდელ ინტერესებსა და მდგრადი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას შორის. შესაძლოა, სომხეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს. თუმცა, ყველდღიური პრობლემებით დაკავებული სომხური საზოგადოება აღნიშნულ პრობლემასთან (ისევე, როგორც ქვეყანაში არსებულ სხვა მრავალ პრობლემასთან) დაკავშირებით ინდეფერენტულია და სავარაუდოდ, მსგავსი ალტერნატივა ეკოლოგების მცირე ნაწილის გარდა, გულთან არავის მიაქვს.

არმენ ხანბაბიანი, ერევანი, სპეციალურად Dalma News-ისთვის