სომხეთის ფინანსთა მინისტრი გაგიკ ხაჩატრიანი ვენაში, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის საერთაშორისო განვითარების ფონდის ხელმძღვანელს სულეიმან ჯასირ ალ-ჰერბიშს შესვდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა “ინფრასტრუქტურისა და სოფლის დაფინანსების მხარდასაჭერი” პროგრამის საკრედიტო შეთანხმებას. კრედიტი 25 მილიონ დოლარს მოიცავს.

“პროგრამის მიზანია – სომხეთის შვიდ რეგიონში წყალმომარაგებისა და საირიგაციო სისტემის გაუმჯობესება. პრიორიტეტულია სიღარიბის ყველაზე მაღალმაჩვენებლიანი ტერიტორიები. პროგრამა საირიგაციო ტერიტორიებზე პროდუქციის წარმოებისა და სიღარიბის შესამცირებისკენ არის მიმართული”, – ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.