საქართველოს ხელმძღვანელობას და სამხედრო ბლოკს შორის, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ოფიციალური ურთერთობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში შევიდა. მას შემდეგ, თბილისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზას გეგმაზომიერად მიუყვება. 2002 წელს საქართველომ ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფების და ნატო-სთან პარტნიორობის ინდივიდუალური მოქმედებების გეგმის (შეთანხმებულია 2004 წელს) შემუშავების სურვილი გამოთქვა. 2014 წელს საქართველო ნატო-ს გაფართოვებული შესაძლებლობებით პარტნიორობას შეუერთდა.

2020 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ ალიანსის საერთო უსაფრთხოებას უწობს ხელს ბევრ საკითხში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს სასწავლო მისიაში მონაწილეობის წყალობითაც. გარდა ამისა, გენმდივანმა თბილისს პირდაპირ მიანიშნა, “მოემზადოს წევრობისთვის”. მოგვიანებით, 2021 წლის 22 იანვარს, სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. შეხვედრაზე გენმდივანმა სახელმწიფოს მეთაურს მადლობა გადაუხადა ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობისა და მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობისთვის და კავშირის კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.

2020 წლის ბოლოს, ნატო-ს და ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტად აღიარეს. შესაბამისი რეზოლუცია ქვეყნის პარლამენტმა ერთხმად მიიღო. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ მისწრაფებაზე, ასევე, მთელს მსოფლიოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მხარდაჭერაზე. აღნიშნულია, რომ ნატო-ში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და მსოფლიოს უსაფრთხო მომავლის საწინდარია.

ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატოს უმაღლესი წევრების და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის ცვლილება იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს უფრო მკაფიო მცდელობა აქვს მორიგი წევრი, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. ნატო-ს კავკასიაში წინსვლის იდეის ოკეანის გადაღმა კურატორებმა სოციოლოგიაც კი სასურველ შედეგებს დაუქვემდებარეს. აშშ-ს ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, საქართველოში გამოკითხულთა 74% მხარს ნატო-ში ინტეგრაციას უჭერს.

მაგრამ, რამდენად პოზიტიურია ქართული ჯარის პერსპექტივა, თუ მათი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს შეუერთდება? ბლოკის შიდა ახალი ტენდენციები, რამდენად შეესაბამება ამაყი კავკასიელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს? საქართველოსთვის, რომელიც დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისკენ ისწრაფვის, ეს გამოწვევა ერთგვარი ლაკმუსის ტესტია, ტოლერანტობისა და მოთმინების გამოცდის ჩასაბარებლად.

ქართველი სასულიერო პირების დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში

ეჰე-გეი ნატოს სტანდარტები

ჩვეულებრივი წარმოდგენები ისეთ კონსერვატიულ ინსტიტუტზე, როგორიცაა ჯარი, XXI საუკუნის დასავლეთში რევოლუციურ ცვლილებებს განიცდის. ნატო-ს ბლოკის ქვეყნების უმრავლესობამ, აშშ-ს ზეგავლენით, ჰომოსექსუალებს და ტრანსგენდერებს ჯარში სამსახურის უფლება მისცეს. შეიარაღებულ ძალებში სექსუალური უმცირესობების შესწავლის ცენტრის, რომელიც სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მდებარეობს, ანგარიშის თანახმად, ისრაელის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის ჯარები არ “დამპალა შიგნიდან” იქ ღია გეების, ლესბოსელების და ბუნების სხვა შეცდომების დაშვების გამო.

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისადმი ბუნდესვერი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტულ არმიად ითვლება. ღია მონაცემების თანახმად, გფრ-ის შეიარაღებულ ჯარებში დაახლოებით 17 ათასი, ანუ საერთო რაოდენობის 6,6% გეი და ლესბოსელი მსახურობს. არც ისე დიდი ხნის წინათ, ტრანსგენდერი ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. ანასტასი ბიფანგს ქალაქ შტორკოვში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის 381-ე ბატალიონი ანდეს, რომლის პირად შემადგენლობაში 750 ადამიანია.

ჰომოსექსუალების რაოდენობის თვალსაზრისით, აბსოლუტური ლიდერი პენტაგონია. აშშ-ს შეიარაღებული ძალების აქტიურ სამსახურსა და რეზერვში სექსუალური უმცირესობის 65 ათასამდე წარმომადგენელი ირიცხება. ეს ჯარი საკმარისია 15 ქვეითი ბრიგადის, ან თერთმეტივე ამერიკული ავიამზიდის ეკიპაჟის დასაკომპლექტებად. ჯერ კიდევ, მეოცე საუკუნის ბოლოს აშშ – ს არმიაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები აკრძალული იყო. ერთსქესიანთა ურთიერთობებში მხილებული პირები ჯარიდანაც კი გარიცხეს. თუმცა, დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. 2016-2017 წლებში, აშშ-ს ისტორიაში პირველად, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივით, არმიის მდივნის პოსტზე გეი ერიკ ფენინგი დაინიშნა, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს.

The New York Times-ის ინფორმაციით, გეი-წყვილების ქორწინება პირველად წმინდათა-წმინდა ამერიკულ ჯარში – ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში შედგა. ეს აშშ-ს ისტორიაში მოქმედი ოფიცრების პირველ გეი-ქორწინებად ითვლება. 2013 წელს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ერთსქესიან მეუღლეებს, რომლებიც აშშ-ს არმიაში მსახურობენ, იგივე სოციალური შეღავათები აქვთ, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს.

სხვათა შორის, ამერიკული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების (მათ შორის, წმინდათა-წმინდა ვესტ პოინტის აკადემიის) კურსანტებს შორის ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი ოფიცრები უფრო ტოლერანტულები არიან ჰომოსექსუალური გამოვლინებების მიმართ, ვიდრე მათი თანატოლი სამოქალაქო უნივერსიტეტების სტუდენტები. ანუ, ერთი შეხედვით კონსერვატიული და ტრადიციონალისტური ინსტიტუტი, როგორიც ჯარია ტრადიციის შეცვლას პრაქტიკულად არ ეწინააღმდეგება.

პირველად ტრანსგენდერს ჯარში მსახურების უფლება 2016 წელს მისცეს. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ბარაკ ობამა იყო. დონალდ ტრამპმა სამსახურებრივი აკრძალვა დააწესა: კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო გენდერული დისფორიის (მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია თავისი მამაკაცური, ან ქალური სტატუსის ბოლომდე მიღება) მქონე ადამიანების მიღების შეზღუდვა. მაგრამ აშშ-ს ახალარჩეულმა და აწ უკვე ფიცდადებულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 25 იანვარს ხელი მოაწერა ერთ-ერთ პირველ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერი პირებისთვის წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი სამხედრო სამსახურისთვის გენდერულ იდენტურობას დაბრკოლებად არ მიიჩნევს.

ილუსტრაცია: gazeta.ru

რთული არჩევანი საქართველოსთვის

ძველი საქართველო – არა მხოლოდ წმინდა ადგილები, უნაკლო ბუნება, მეღვინეობა, უგემრიელესი სამზარეულო და არქიტექტურაა, არამედ უნიკალური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. საქართველოში ადამიანებს ახსოვთ, აფასებენ და პატივს მიაგებენ თავიანთ კულტურას, ეროვნულ ხასიათს და უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ ოჯახს.

2013 წელს, საქართველოში ცხოვრების ტრადიციული წესის მხარდამჭერებმა ლგბტ-საზოგადოების „სიტყვისა და გამოხატულების თავისუფლების“ წინააღმდეგ ღიად და განსაკუთრებულად მკაფიოდ გაილაშქრეს. მათ თბილისის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ფაქტობრივად დაშალეს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, სამღვდელოებასთან და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტებთან ერთად, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის იმ მონაწილეებს აწყნარებდნენ, რომლებიც საკუთარ განსხვავებულობას საკმაოდ დემონსტრაციულად გამოხატავდნენ. განა გასაკვირია, რომ საქართველოში ყველა ამგვარ პროვოკაციულ “ღონისძიებას” ტრადიციულად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ცნობილი ორგანიზაცია USAID-ის მეშვეობით აფინანსებს.

დასავლური “ღირებულებები”, რომლებსაც ამაყ კავკასიელ ხალხს აგრესიულად ახვევენ თავს, საუკუნოვანი ადათ-წესების მიმართ პატივისცემას არ ითვალისწინებენ. აგრესიული დასავლელი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ მიზნებს ემსახურებიან. მათთვის მთავარია სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვონ და ამას საქართველოს, უკრაინის, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების მეშვეობით გააკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს. მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს.

აშშ-ს ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკვე გამოაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანდეს, თუ იგი ორგანიზაციაში გაწევრიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.

ნატო-ს ქვეყნების ჯარების ზემოთ აღნიშნული ტენდენციები ქართული არმიისთვის წაყენებულ მოთხოვნად ხომ არ იქცევა?

რეზო აბრიაძე, სპეციალურად EADaily-სთვის