ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ახალ ამბავს საქართველოში აქტიურად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშილმა გაავრცელა. რამოდენიმე წლის წინ საკუთარი ხელით შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობა ისევ ივანიშვილმა უნდა იკისროს.

საქართველოს თანამედროვე და არც ისე თანამედროვე ისტორიაში ივანიშვილი თითქმის ლეგენდარული პიროვნებაა. რუსეთის ფედერაციაში მილიარდერად გახდომის შემდეგ იგი თავის სამშობლოში დამკვიდრდა. რუსეთის იუსტიცია მის საქმიანობას კრიმინალურად არ მიიჩნევს და მის მიმართ არც პრეტენზიები აქვს.

2013 წლიდან, ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოში უწყვეტი და სრული ძალაუფლებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სარგებლობდა, რომლის სათავეშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამ პარტიის ხსენება ჰიტლერის “ნაციონალ-სოციალისტური” პარტიის ასოციაციას ქმნის, რადგანაც იდეური შიგთავსი და მეთოდები ორივე პარტიას ერთნაირი ჰქონდა. განსხვავება მხოლოდ მათი ბოროტების მასშტაბებში იყო. „ნაცებმა“საქართველოს ციხეები ძალიან მალე გაავსეს,მიმართავდნენ ენით აღუწერელ ჯალათობას და წამებას, ადამიანებს ცოხეებში, რესტორნებს და ქუჩებში ადამიანებს ხოცავდნენ და დაუსჯელები რჩებოდნენ.

განსაკუთრებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ბიზნესმენებიც. სახელმწიფო რეკეტის სისტემა მათგან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” საჭირო ყველა სახსრებს იღებდა. ეს ფული კი იხარჯებოდა არა მხოლოდ ახალი ციხეების და პოლიციის შენობების ასაშენებლად, ასევე შენობების ფასადების გასანაახლებლად, არამედ სპეციალური ვერტმფრენებით პრეზიდენტის და მისი გარემოცვისთვის ტაილანდიდან მასაჟისტის ჩამოსაყვანად, ბოტოქსებისთვის, რესტორნებისთვის, მდიდარი რეზიდენციებისთვის და ტკბილი ცხოვრების სხვადასხვა ელემენტებისთვის. დიდი წყალობა იყო მსხვილი ოლიგარქებისთვის მთავრობაში მსახურება აუნაზღაურებელი სუბსიდირების სახით. თანაც, ყოველთვის უნდა ხსომებოდათ, რომ დამოკლეს ხმალი თან სდევდათ. საკუთრების არჩევა ძალიან ადვილად, ჩაწყობების და იურიდიული მაქინაციების გარეშე, “ფული, ან სული”-ს პრინციპით ხდებოდა.

თუმცა, თუ რესტორნების და მცირე ბიზნესის მფლობელები იძულებულები იყვნენ უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ, მილიარდების მფლობელებმა საპასუხო დარტყმის მიყენება სცადეს. ამგვარად მოიქცა ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სახალხო აღშფოტებას შეუერთდა. მაშინ “ნაციონალებმა” საპროტესტო აქციები უმკაცრესი ძალადობით ჩაახშეს, ხოლო ამბოხებული ოლიგარქი, რომელმაც ლონდონს შეაფარა თავი, მოულოდნელად გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი მილიარდელის, რომელსაც ქართულმა ხელისუფლებამ ქონება წაართვა და თავის დაუძინებელ მტრად გამოაცხადა, საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების შესახებ დასავლეთში აბსოლუტურად არავის გაჩენია შეკითხვა. არავის წამოუჭრია პატარკაციშვილის შესაძლო მოწამვლის ვერსია და არც გამოძიება დაწყებულა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიდ ბრიტანეთში “საკუთარი ნაბიჭვრის” პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საყოველთაო სამართლიანობა და ჰუმანიზმი.

კიდევ ერთ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილთან ამ ნომერმა არ გაამართლა. მან არც ფიზიკური ლიკვიდირების, ფინანსური გაკოტრების, მორალური დისკრედიტირების და პოლიტიკური ნეიტრალიზების უფლება არ მისცა. საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელობით მან სხვადასხვა პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების კოალიცია შექმნა. აქ აუცილებელად უნდა აღინიშნოს ერთი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტი. როდესაც ოკეანისგადამღმელი კურატორები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქმნიდნენ, მის რიგებში ისეთები შეარჩიეს, რომელბიც თავად გამოზარდეს – არაპრინციპული, ცინიკური, ზნეობრივად მორალის უქონელი, მაგრამ ინტელექტუალური, განათლებული და გაბედული. თუმცა, დასავლეთელი პოლიტექნოლოგების დამსახურებაც უნდა აღინიშნოს – ისინი უნაგაროდ არაფერს აკეთებენ. ასე, რომ ივანიშვილს არც ისე დიდი არჩევანი ჰქონდა – ოპოზიციაში ნათელი ფიგურები პრაქტიკულად არ არსებობდნენ. ეს დადასტურდა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გასული ყველა პარტია პოლიტიკურ არარსებულობაში გადავიდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამომრჩევლების ხმათა 90% “ქართული ოცნების”-თვის სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო და დაადასტურა ანდაზა: ლომის ხელმძღვანელობით ცხვრები ყოველთვის დაამაცხებენ ლომებს, რომლებსაც ცხარი ხელმძღვანელობს.

არჩევნებში გამარჯვებიდან ერთ წელიწადში, დაპირებისამებრ, ნებაყოფლობით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და საჯარო პირი გახდა. დამეთანხმებით, მსგავსი მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ, ძალიან დიდი იშვიათობაა. მან მოახერხა ის, რაზეც ოცნებობდნენ, იმედოვნებდნენ, მაგრამ არც თუ ძალიან სჯეროდათ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას დემოკრატიული გზით ჩამოაშორა. ეს პარტია, რომელმაც ქვეყანაში მთელი ხელისუფლების უზურპირება მოახდინა, დასავლეთის უსაზღვრო მხარდაჭერით სარგებლობდა და რასაც მოისურვებდა იმას აკეთებდა.

რა თქმა უნდა, კანონით “ნაციონალებს” ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა ეგოთ პასუხი, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნებაც” პროდასავლური დინებისკენ მიდის. ამიტომაც მიშიკომ, თავისი პარტიის მაცხის მიუხედავად, პრეზიდენტის სავარძელში არა მხოლოდ ვადის ამოწურვამდე იჯდა, არამედ თითქმის ერთი წელიც კი დაამატა, შემდეგ კი მშვიდად წავიდა და წყლის მღვრევა სხვა ქვეყნებშიც გააგრეძელა. მისი თანამზრახველი თანაპარტიელები კი საპრყობილეების ნაცვლად დეპუტატის სავარძლებზე აღმოჩნდნენ. ასეთია, ვაშინგტონის უმაღლესი კომიტეტის მიერ საქართველოსათვის თავს მოხვეული კოჰაბიტაცია.

პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალის ძირითადი მიზანი ბიძინა ივანიშვილის პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა სახელმწიფოს ინტერესები, ასეთი დიდი ამოცანის წინაშე უბრალოდ გაიცვითა. ამ წლების განმავლოაბში “ნაციონალები” თვალს არ აშორებდნენ თავიანთ მოსისხლე მტერს, რომელმაც მათ გამდიდრების წყარო წაართვა. შავი პიარი, ჭორი, ყალბი ამბები მათი მთავარი საინფორმაციო იარაღი გახდა.

როდესაც კოალიციური ბლოკი “ქართული ოცნება” ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “ეროვნულმა ფორუმმა”, “რესპუბლიკელებმა” და “მრეწველებმა”, თავად „ოცნება“ მხოლოდ ძლიერდებოდა, ყოფილი მოკავშირეების შესახებ კი აღარავის ახსოვდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბიძინას ჩრდილი სწორედ მასზე ეცემოდა.

დღეს განხეთქილებამ “ქართული ოცნების” ბირთვამდეც მიაღწია. კონფლიქტში პარტიის “ვეტერანები” და “ახალგაზრდა მეოცნებეები” ჩაებნენ. ეს უკვე სერიოზული საშიშროებაა და პარტიას მისი დამაარსებლის ძალა სჭირდება. როგორც ანდერსენის ზღაპარში “ჰოლგერ-დანიელი”-შია, გმირს თავის მიწისქვეშა სასახლეში სძინავს, მაგრამ მაშინვე იღვიძებს, როდესაც კი სამშობლოს საშიშროება დაემუქრება იღვიშებს და საბრძოლველად მიდის. როგორც სჩანს, “ქართულ ოცნებასაც” მსგავსი დროება უდგას, რადგანაც ბრძოლაში ბოლო და მტავარ რეზერვს რთავს. ამის შესახებ პარტიის მთავარი მამოძრავებლები კვირიკაშვილი, მდინარაძე, ბესელია და წულუკიანი ამბობდნენ. ისინი მთელი ძალით ამტკიცებენ, რომ გონიერება, გამოცდილება, ენერგიულობა კიდევ ერთხელ დაეხმარება პარტიას და ქვეყანას.

რა თქმა უნდა, განხილვებში ერთბაშად ჩაერთვნენ “ნაციონალებიც”. ძველი სიმღებაა – ყველაფერში ივანიშვილია დამნაშავე. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ბედნიერია, რომ ივანიშვილი ჩრდილიდან გამოდის.

“ის უკვე დიდი ხანია ქვეყანას არაფორმალურად მართავს. ივანიშვილის როლის ფორმალიზაცია უნდა მოხდეს”.

ახლა უკვე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მისთვის პასუხის მოთხოვნა შეიძლება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა: “ხალხს ნდობა აღარ აქვს, ეკონომიკა ჩამოიშალა, ქვეყანა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, მმართველობს არაკონსტიტუციურობა”.

აქ, როგორც ამბობენ, გებელსი ისვენებს, მისი ჩრდილი კი ჯოჯოხეთიდან თავის მოსწავლეებს უკრავს ტაშს. გამოდის, როდესაც “ნაციონალები” ძარცავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ადამიანებს – ის დემოკრატიული და კონსტიტუციური იყო! იგივე ლეიტმოტივი ისმის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” “ნაცრისფერი რაინდის” გიგა ბოკერიას განცხადებაშიც: დაგვაბრუნეთ ხელისუფლებაში და ჩვენ მიგიყვანთ გამარჯვებამდეო. საბედნეიროდ, ხალხს ამნეზია არ სჭირს და “ნაცების” საქმიანობები კარგად ახსოვს.

თავისი სიტყვა საერთაშორისო ბალამუთის მოგვარულმა რაინდმა მიხეილ სააკაშვილმაც თქვა:

მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული ივანიშვილი იძულებულია ხეების კონფლორტული ჩრდილიდან გამოვიდეს და ღია პოლიტიკაში ისევ პირადი დაცვა ეძებოს.

ბრძნული ნათქვამია! სიტყვების კორიანტელი, არავითარი ლოგიკა, სამაგიეროდ ლამაზი და პოეტური. მიშიკო რა მიშიკო იქნებოდა, მორიგი დაპირება რომ არ მიეცა: “ჩვენ წელს ერთდროულად დავასრულებთ ივანიშვილის მმართველობასაც და ხალხის გაჭირვებასაც”. კარგია, რომ თავად ერის არსებობასაც არა.

შედეგებს თუ შევაჯამებთ, ივანიშვილმა ერთ საკითხზე ნამდვილად უნდა აგოს პასუხი. რატომ ვერ გაწმინდა ქვეყანა ბოროტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან”, რატომ ვერ აღადგინა სოციალური სამართალი და მის მიერ შექმნილმა “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთის საამებლად რატომ განაგრძო “ნაციონალების” გზა? რომან გოცირიძემ ივანიშვილი საკმაოდ უადგილოდ შეადარა აკაკი წერეთლის ბაში-აჩუკს. ლიტერატურული მსგავსების მორგება ჯონ ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელს” უფრო შესაძლებელია. “მორდორის ორკები” რევანშისთვის ემზადებიან და მეფის დაბრუნება წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ხელში წინასაარჩევნო დაპირებების შემსრულებელი ის ხმალი ეჭირება, რომელიც 2012 წელს ბოროტებაზე გამარჯვებაში დაეხმარა.

დავით კუპატაძე