ბევრი რამ უნახავს და განუცდია ვაროს-პაპას თავისი ცხოვრების მანძილზე! დღეს იგი 100 წლისაა, მხიარული და მხნეა. მის იუბილეზე შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან  ჩავიდნენ. მათი ხილვით გახარებულ ვაროს-პაპას  თვალებში მაინც სევდა ამოიკითხებოდა, თითქოს იმ შორეულ წარსულში ბრუნდება, როდესაც  სიცოცხლისთვის კი არა – სიკვდილისგან გადასარჩენად იბრძოდნენ.  არც არის გასაკვირი, რადგან არტაშატის  რაიონის,  სოფელ გეტაზატის, რომელიც პირდაპირ სომხურ-თურქულ საზღვარზე მდებარეობს, მკვიდრმა საკუთარ თავზე გამოცადა ყველაფერი.

ვაროს ავეთიანი  ჩვეულებრივი გლეხის ოჯახში დაიბადა , რომელმაც კარგად იცის საკუთარი მიწის ფასი. სოფელში სკოლა არ იყო, ამიტომ მოსწავეებს მეოზბელ სოფელში არსებულ სკოლამდე მისასვლელად რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. მამა ახალგაზრდა გარდაიცვალ და ოჯახზე ზრუნვის მთელი ტვირთი დედას დააწვა. 6 შვილის გაზრდა და ფეხზე დაყენება ნამდვილად არ იყო იოლი.

მაგრამ მან შეძლო!

ვაროს ავეტისიანისთვის დიდი სამამულო ომი, 18 წლის ასაკში, 1941 წლის ოქტომბერში დაიწყო. იგი  სხვა ბიჭებთან ერთად თბილისში, შეკრების პუნქტში მიიყვანეს. იმ დროს, ვინც რუსული მეტ-ნაკლებად კარგად იცოდა, თბილისის საარტილერიო სკოლაში გადაიყვანეს  და ვაროსიც ასე აღმოჩნდა “ომის ღმერთებს” შორის. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მაშინ არტილერისტებს.

კოლეჯის დაჩქარებით დამთავრების შემდეგ ვაროსი კავკასიაში, შემდეგ კი 125 დღე და ღამე სტალინგრადისთვის იბრძოდა. ეს ქალაქი მისთვის ისეთივე ძვირფასი გახდა, როგორც არარატის ველი.

მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სტალინგრადის შენარჩუნება, რადგან მის შორეულ სამშობლოში, მდინარე არაქსის გასწვრივ, ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქული ჯარები  განლაგდნენ და მოწინააღმდეგეების მარცხს ელოდნენ, რათა კავკასიიდან – სომხეთის საზღვრის გავლით სსრკ-ში შეჭრილიყვნენ. 30 ათასზე მეტი სომეხი სასოწარკვეთლი იბრძოდა სტალინგრადისთვის, მესამედისთვის სტალინგრადის მიწა საფლავად იქვა.

შემდეგ, ბელორუსის მესამე ფრონტის ჯარების შემადგენლობაში, ვაროს ავეტისიანმა პოლონეთსა და აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრებს მიაღწია, სადაც მან გამარჯვების დღე აღნიშნა.

ვაროს ავეტისიანი დაჯილდოვებულია მედლით “გამბედაობისთვის”, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის   I და II ხარისხის  ორდენით და სხვა მრავალით.

ომის შემდეგ ვაროსი კიდევ ერთი წელი მსახურობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგ  სომხეთში დაბრუნდა. ჯერ კოლმეურნეობაში მუშაობდა ბუღალტერად, შემდეგ  ხ. აბოვიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა.  დაქორწინდა და  ექვსი შვილის მამა გახდა. ახლა იგი  ორმოცზე მეტი შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბაბუაა. მთელი ცხოვრება სოფლის სკოლაში ისტორიისა და საბაზისო სამხედრო მომზადების მასწავლებლად და სოფლის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მიწა არ მიატოვებინა. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზად შრომას ასახელებს და აქამდე, სანამ ძალა შესწევს, მუგლჩაუხრელად მუშაობს.

სოფელ გეტაზტში ვაროს ავეტიანმა დიდი სამამულო ომის მონაწილეების საპატივც ემულოდ ძეგლი აღმართა, რომელზეც ბრძოლის ველზე დაცემული, მისი თანასოფლელების სახელები ამოკვეთა. დროთა განმავლობაში ამ მემორიალის გვერდით გაჩნდა სხვა მემორიალი – ყარაბაღის ომების გმირებისთვის.

დიდი სამამულო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე სომხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა, “როსსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენლებმა და სიმონ ესაიანი თავმჯდომარეობით, მარშალ ბაგრამიანის სახელობის სომხეთის რესპუბლიკის ვეტერანთა ასოციაციის მთელმა პერსონალმა მიულოცა. ვაროს ავეტისიანს სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სერგეი კოპირკინისა და ერევნის რუსული სახლის დირექტორის, ვადიმ ფეფილოვის მადლობის წერილები გადასცეს, , ხოლო არტაშატის სასაზღვრო რაზმის წარმომადგენლებმა ვეტერანს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამახსოვრო სამკერდე ნიშანი გადასცეს.

ვაროს ავეტისიანი სიხარულით მიესალმა სტუმრებს, წარმოსთქვა სადღეგრძელოები რუსეთსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მეგობრობისთვის, ოჯახთან ერთად სომხური ეროვნული ცეკვები  შეასრულა. ცრემლიანი ღიმილით ისმენდა სიმღერას “გამარჯვების დღე”.

ელენა შუვაევი