საქართველო-რუსეთის  ამჟამინდელი ურთიერთობები და განვითარების პერსპექტივები თბილისში, ორდღიან ექსპერტულ დისკუსიაზე (28-30 აპრილი) განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორი, ე. პრიმაკოვის სახელობის ქართულ -რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან ( თბილისი)  ერთად, ა.გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერის ფონდი ( მოსკოვი)  იყო.   შეხვედრაზე პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და ისტორიის დარგების წამყვანმა ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გეოპოლიტიკიდან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებამდე

დისკუსიის პირველ დღეს ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ისტორიის დარგში,  განიხილეს მიმდინარე მსოფლიო პროცესები და მათი განვითარება სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.

„ამჟამად მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.  იზრდება ტურბულენტობა რეგიონში. ამ ფონზე, იმ კავშირების სტაბილიზაცია და გაფართოება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ეს ფონდისა და ცენტრის მოედანზე გამართული  ორმხრივი შეხვედრების დიდი დამსახურებაა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე და ლეონიდ დრაჩევსკი

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონიდ დრაჩევსკიმ განაცხადა: „უაღრესად მოხარული ვარ  მივესალმო ყველა კოლეგას, რომლებიც ყველაზე რთულ და სახიფათო დროში ყოველთვის მტკიცე რწმენასა და შეხედულებებს ინარჩუნებენ“.

„პრიმაკოვის ცენტრი ვითარდება, იზიდავს სულ უფრო მეტ დაინტერესებულ, ძლიერ ექსპერტებსა და თანამოაზრეებს. ამჟამად  დღის წესრიგში ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი დგას: საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა მან.

ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყოვლისმომცველი ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დიმიტრი სუსლოვმა, თავის მხრივ, მსოფლიო წესრიგის ცვლილება და ამ ფონზე ქართულ-რუსული ურთიერთობების  მდგომარეობა კომპლექსურად გაანალიზა.

„გლობალიზაცია იმ სახით, როგორიც იგი  ბოლო 40-50 წლის განმავლობაში არსებობს დასასრულს მიუახლოვდა . მისი ძირითადი კომპონენტები – ურთიერთდამოკიდებულება, როგორც სარგებელი,  აშშ დოლარის როლი, როგორც უნივერსალური ვალუტა, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური კავშირი, როგორც გლობალური ეკონომიკური მმართველობის უნივერსალური ინსტიტუტები – უკვეცდაუცველობად აღიქმება. მიუხედავად რთული გლობალური ვითარებისა, გვირაბის ბოლოს მაინც სინათლე სჩანს, განსაკუთრებით ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. დასავლური ქვეყნები აიძულებენ თბილისს, უკიდურესად კონფრონტაციულ გზას დაადგეს, იმოქმედოს არა საკუთარი, არამედ გლობალური დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

სუსლოვის თქმით, ახლა ჭაშმარიტების მომენტი დგას – „თანამედროვე გარემოებებმა შესაძლოს,   მოსკოვსა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების წინაპირობები შექმნას“.

ალექსანდრე რუსეცკი

გლობალური დაპირისპირების თემა პოლიტოლოგმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ განავრცო. მისი თქმით, საქართველოს ახლა დიდი შესაძლებლობა აქვს, პოზიტიური გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე როგორც რეგიონში, ისე გლობალურ დონეზე.

„როდესაც პოლიტიკური დაპირისპირების ესკალაციის დროს ბირთვულ საფრთხესა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვიფიქროთ კავკასიაში  ბირთვული უსაფრთხოების ზონის და საერთაშორისო მოლაპარაკებების სისტემური მხარდაჭერისთვის “კუნძულის”  შექმნაზე. საქართველოს შეუძლია ტექნიკური ფასილიტატორის როლი შეასრულოს“, – განაცხადა რუსეცკიმ.

თემურ მაისურაძემ, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორმს, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის „ფაბ ლაბორატორიის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა,  რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა:

„კულტურისა და რელიგიის გარდა, საქართველოს და რუსეთს უსაფრთხოების საერთო სისტემა აერთიანებს.  უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება დამოკიდებულია რუსეთის უსაფრთხოებაზე, ხოლო რუსეთის უსაფრთხოება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ექსპერტმა.

პოსტსაბჭოთა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ე.მ. პრიმაკოვის სახელობის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პოლიტიკის თეორიის სექტორის ხელმძღვანელის, ედუარდ სოლოვიოვის თქმით,  საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები „გარკვეულ აყვავებას განიცდის“.

„ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო დროს ძალიან დინამიურად ვითარდება საქართველოს ხელისუფლების ძალიან დაბალანსებული, რაციონალური პოლიტიკის წყალობით და ეს, რა თქმა უნდა, წარმატებულია. 2022 წელს მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპმა 50%-ს მიაღწია, რაც დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარია და ეს საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა სოლოვიოვმა.

დავით ახვლედიანი

საერთაშორისო ჟურნალისტმა, პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ანალიტიკური პროგრამის წამყვანმა დავით ახვლედიანმა საქართველო-რუსეთის მარშრუტზე პირდაპირი ფრენების შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებენ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის დამატებითი ფრენების შემოღებაზე. თუმცა, ალოგიკურად მიმაჩნია, რომ უახლოეს მეზობლებს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები არ არის“, – განაცხადა მან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52,3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი  6,8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 79,4%-ით. რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,7%-ით გაიზარდა და 666,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 61%-ით გაიზარდა.

საუბრები საერთაშორისო ურთიერთობებში რბილი ძალისარსებობის ფაქტორზე

შეხვედრის მეორე დღე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში „რბილი ძალის“ არსებობის ფაქტორზე მსჯელობის ფარგლებში გაიმართა. გორჩაკოვის ფონდის პრესსამსახურის ცნობით, დისკუსიების დროს ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „რუსეთიც და საქართველოც სრულიად დამოუკიდებელი კულტურული თემებია, რომლებშიც დასავლეთის მიერ ძალიან ხშირად დაწესებული იდეოლოგიები, თეორიები და იდეები მარცხდება“. ეს, მათი თქმით, ეხება ჯოზეფ ნაის პოლიტიკის განხორციელებასაც, რომელსაც ქართველებისა და რუსების უმრავლესობა სერიოზულად არ აღიქვამს.

ამგვარად, არჩილ სიხარულიძემ, პოლიტოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა  ლექტორმა, 21-ე საუკუნეში „რბილი ძალის“ განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.

„დღეს „hard power“ უკანა პლანზე გადადის, ხოლო „soft power“, იდეოლოგიური კომპონენტი, სულ უფრო ხშირად გამოიყენება. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ადამიანთა გონებისა და გულისთვის. „ამერიკული ოცნება“ აღარ ბრწყინავს, მისი დომინანტური პოზიცია შეირყა. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა – რუსეთმა და საქართველომ – გაიგონ, რისი დაწინაურება შეუძლიათ და როგორ უნდა დააინტერესონ ხალხი“, – განაცხადა მან.

არჩილ სიხარულიძე

„რბილი ძალის“ თეორიის საფუძვლების ანალიზზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა თამარ კიკნაძემაც ისაუბრა.

„დღესდღეიდობით, მეცნიერული კვლევა დასავლური კოდიფიცირებული თეორიების მიხედვით ტარდება. პოლიტიკური მეცნიერება, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობები, წარმოიშვა დასავლეთში, საბჭოთა კავშირში კი ბურჟუაზიულ მეცნიერებად ითვლებოდა. როგორც სამეცნიერო დისციპლინები, ისინი მეცნიერებაში სსრკ-ს განადგურების შემდეგ შევიდნენ. დასავლელი მეცნიერები კოდირებენ და ქაღალდზე გადმოსცემენ ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომ, სამეცნიერო თეორიები და პრაქტიკა ძალიან მჭიდრო კავშირშია და იშვიათად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ცუდად არიან გათვითცნობიერებულნი იმ მექანიზმებსა და ტექნოლოგიებში, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება“, – დასძინა მან.

დიმიტრი ტროფიმოვი  (მარცხნივ)

ღონისძიების სადისკუსიო ნაწილი თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების უფროსის დიმიტრი ტროფიმოვის სიტყვით დასრულდა. დიპლომატმა ორმხრივი კავშირების გაღრმავებასა და მის პერსპექტივებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გორჩაკოვის ფონდის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველო-რუსეთის ექსპერტთა შეხვედრა 2023 წელს პირველი პლატფორმაა  ღია დიალოგისთვის ორი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, წელს გორჩაკოვის ფონდი, პრიმაკოვის ცენტრთან ერთად, არაერთი სხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს, რაც  მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.