საქართველოში მსოფლიო დემოკრატიამ და ახალმა ევროპულმა ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის დაწესებული ჯარიმა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის დაწესებული ჯარიმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლს, სადაც საუბარია პიროვნების თავისუფალი თვითგანვითარების უფლებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება “გენიალურად” განმარტა, კერძოდ, მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ მარიხუანის მოხმარების დაშვება სულაც არ ნიშნავს მისი ბრუნვის გაზრდას და ეს არის მხოლოდ პიროვნების პირადი თვითგანვითარების უფლება და ის არ უნდა გავრცელდეს. ლოგიკური თვალსაზრისით, ამის გაგება შეუძლებელია. საინტერესოა, როგორ უნდა განცალკევდეს ერთმანეთისგან “მოთხოვნა” და “გავრცელება”?

გაუგებარია კიდევ ერთი პუნქტი: საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანის მოხმარება “პირადი თვითგანვითარების უფლების” გამოვლენაა. აქედან გამომდინარე, თუ აკრძალულია მარიხუანის გავრცელება, მაშინ, როგორ უნდა ისარგებლოს ადამიანმა ზემოთ აღნიშნული უფლებით?!

ამ შეკითხვებზე პასუხი არ არსებობს და ვერც იარსებებს. ერთადერთი კითხვა, რომელიც შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დასვას, არის ის, თუ რამდენი მარიხუანა უნდა მოეწია ადამიანს, რომ იურიდიულ პრაქტიკაში მსგავსი შედევრი მიეღო? საინტერესოა, იციან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, რომ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს ზიანს აყენებს. ეს უდავო სამედიცინო ფაქტია, რომელსაც ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოც კი ვერ გააპროტესტებს.

აღსანიშნავია, რომ დასჯადი იყო არა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება, არამედ მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარიხუანა არის მედიკამენტი, რომელიც სრულად ლეგალიზებულია. ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია გამოაქვეყნოს დაავადებათა მკაფიო ჩამონათვალი, რომლის დროსაც ექიმი მარიხუანას სამკურნალო პრეპარატის სახით გამოწერს. საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ სრულად იყოს ინფორმირებული.

ცნობილია, რომ ნარკოტიკების შემცველი პრეპარატები მედიცინაში ძლიერ გამაყუჩებელ საშუალებად მიიღება. ამგვარი პრეპარატების გამოყენება მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის და შსს-ს მიერ. რაც შეეხება მარიხუანას, საინტერესოა, რა დონის საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებას? საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგება მაშინ დადგება, თუ იგი მარიხუანას მოხმარებით საფრთხეს შეუქმნის მესამე პირს.

“სასამართლოს მიაჩნია, რომ გამართლებულია პასუხისმგებლობის დაწესება იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ქმედებებს ადგილი აქვს სასწავლო, აღმზრდელობით, ან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად: ტრანსპორტში, არასრულწლოვანების თანდასწრებით და ა.შ.” – ნათქვამია განცხადებაში.

ასეთი იურიდიული შედევრისგან ნამდვილად შესაძლებელია გაგიჟება. თუ მარიხუანა დაშვებულია პირველი და მეორე პირისთვის, საინტერესოა რა საფრთხეს უქმნის ის მესამე პირს? რატომ არის მის მიმართ ასეთი ნარკოტიკული დისკრიმინაცია?

აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მაგრამ სასწავლო, აღმზრდელობით, ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს არ შეიძლება? თუ ვინმემ არ იცის, ეს არის სწორედ ის დაწესებულებები, სადაც თავისუფალ ინდივიდუალურ განვითარებაზე პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, თუმცა, ჩვენი ჩამორჩენილი თვალსაზრისით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკების გარეშე უნდა მოხდეს.

ამგვარად, რა იქნება შემდგომში?

საკონსტიტუციო სასამართლომ მოულოდნელად მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაც პიროვნების ინდივიდუალური განვითარების უფლებად რომ მიიჩნიოს, რა მოხდება?! თუ მარიხუანას მოხმარება მის კომერციულ ბრუნვას არ ზრდის, მაშინ ჰეროინი, კოკაინი და სინთეტიკური ნარკოტიკი უვნებელი და უსაფრთხოა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველი ადამიანი თავის ბედს თავად წყვეტს – თუ უნდა იცოცხლებს, თუ უნდა – მოკვდება. და თუ იგი ინდივიდუალური თავისუფლების მთელ ხიბლს ვერ ხვდება, მან ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა განემარტოს.

ახლა, რამდენიმე სიტყვა დღის გმირის, ოპოზიციური პარტია “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” შესახებ. საქმე იმაშია, რომ ეს ახალი პოლიტიკური ცენტრი ახალი სულაც არ არის, უბრალოდ, იგი ძველი პოლიტიკური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახეშეცვლილი ნაწილია. 2012 წლის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, უცხოელი სპონსორების დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე პარტიად დაიყო: თავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “გირჩი”.

იგივე “ნაციონალები”, რომლებიც დღეს “გირჩის” სახით არიან წარმოდგენილები, რამდენიმე წლის წინათ, ადამიანებს ნებისმიერი მიზეზით და უმიზეზოდაც კი, ციხეში სვამდნენ. დღეს ისინი ნარკოლეგალიზებისთვის იბრძვიან. ნებისმიერ სხვა ნორმალურ ქვეყანაში მათ ნარკომოვაჭრეების ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულებდნენ, თუმცა, მათი გეგმები უფრო შორს გამიზნულია. ყველა ეს ცალკეული პარტია არჩევნებში ერთ წამში დაჯგუფდება და თავიანთ შედეგებს გააერთიანებს.

“ვარდების რევოლუციის” და ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების დროს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი კრიმინალური ელემენტების მობილიზებამ შეასრულა. ძალოვნების არც ისე ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სწორედ ისინი შეცვივდნენ პარლამენტის შენობაში, შეიყვანეს თავიანთი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს მთავარ დარბაზში მაგიდებზე და სკამებზე ცეკვავდნენ.

“გირჩის” სტრატეგიული ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქუჩაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გამოიყვანოს. საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური კრიზისის ფონზე ეს არც ისე ძნელია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხისთვის სერიოზულ საფრთხეს რომ არ მოიცავდეს, საუკეთესო თემაა იუმორისტული გადაცემისთვის.

დავით კუპატაძე