საქართველოს ამერიკელი მომღერალი მარიამ ბიბილური ეწვია. იგი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობს ნიუ-იორკში და ეთნო-ჯაზის ერთ-ერთ წარმატეულ ავტორ-შემსრულებლად არის აღიარებული. მარიამმა და მისმა გიტარისტმა ჯასტინ მატეუსმა ბათუმსა და თბილისში ტურნე დაიწყეს, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის (BIAFF) ფარგლებში გამართული კონცერტით იწყება და თბილისში გამართული კონცერტით დასრულდება.

მომღერალი მასტერკლასების გამართვასაც გეგმავს. როგორც ინტერნეტსაიტი news.boom.ge იტყობინება, ახალგაზრდა მომღერლის მიზანია ქართველ მსმენელს უკეთ გააცნოს საკუთარი შემოქმედება და ალბომი GATES. როგორც მარიამი ამბობს, ეს ალბომი ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთგვარი მაკავშირებეოლია.

მარიამ ბიბილურის მუსიკალური ისტორია მისი ბაბუის, სუხიშვილების ანსამბლის პირველი მუსიკალური ხელმძღვანელის შოთა ბაბილურის მუსიკალურ კარიერას უკავშირდება. ბაბუის წყალობით, მარიამი პატარა ასაკიდან მიეჩვია ქართულ საკრავებს და ხალხურმა სიმღრამაც სწორედ ამ ასაკიდან მოახდინა გავლენა მის შემოქმედებაზე. ავტორ-შემსრულებელი მარიამ ბიბილური 2012 წლის ნიუ-იორკის კონკურსის ფინალისტი და პრიზიორია. ამერიკული პრესა მას აღიარებს უნიკალურ ავტორ-შემსრულებლად, რომელიც მუსიკის საზღვრებს მუდმივად აფართოებს.