მოჭიდავეთა ახალგაზრდულ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონებიგელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) გახდნენ. ბოლქვაძემ საჩემპიონო ბრძოლაში თურქი აკბუდაკ ბურჰანი 4:3 დაამარცხა. კახელაშვილმა კი ირანელ ჰოსეიმი ამირჰუსეინს აჯობა – 1:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია (50 კგ) ფინალამდე წაუგებლად მივიდა. იქ კი ირანელ რეზა ხედრისთან დამარცხდა (1:2) და ვერცხლს დასჯერდა.