პრაღაში “კარასინი-აბაშიძის” მორიგი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოში კოალიციური ბლოკის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვების შემდეგ, ახალარჩეული მთავრობის წინაშე დადგა ამოცანა, რუსეთის ფედერაციასთან ელემენტარული კონტაქტი აღდგეს. საქართველოს წინა ხელისუფლების მცდელობით რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. შერეული კომისიის რუსული მხარის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინმა, ხოლო ქართული მხარის – პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში, ზურაბ აბაშიძე.

შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს 2017 წლის ორმხრივი ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი ორივე მხარემ დადებითად შეაფასა. ასეთ შეფასებას კონკრეტული საფუძველიც აქვს – გასული წლის შედეგების მიხედვით, ორივე ქვეყანას შორის სასაქონლო ბრუნვა გასამმაგდა და მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია.

საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია ის მომენტი, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ის ნაწილი გადის, რომელმაც საერთაშორისო ბაზრის მწვავე კონკურენციას ვერ გაუძლო.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა: ეკონომიკიდან ნატო-ს წვრთნებამდე

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და რუსეთს შორის სატრანსპორტო კავშირის მდგრად განვითარებაზე კმაყოფილებით ისაუბრეს. მგზავრების რაოდენობრივად ზრდამ რეგულარული ავიარეისების დამატების საჭიროება წარმოშვა.

სატვირთო და სამგზავრო ნაკადების ზრდამ “ზემო ყარსი-ყაზბეგის” სატრანსპორტო-გამშვები პუნქტი გადატვირთა. შედეგად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს რუსეთის პორტ “კავკასიას” და ქართულ ფოთის პორტს შორის სარკინიგზო-საბორნე მაგისტრალი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ეს დადებითი ეკონომიკური ტენდენცია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე შეინიშნება.

არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პრობლემები არ არის. უბრალოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღის წესრიგში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემებს არ წამოჭრიდნენ, რადგანაც ეს საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება.

ქართულ-რუსულ ურთიერთობებში კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, რომელიც რუსულ მხარეს სერიოზულად აღელვებს. ეს უკავშირდება საქართველოს აშშ-სთან და “ნატო”-სთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას, რაც გამოიხატება რეგულარულ ერთობლივ მანევრებში, როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, ასევე, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება, ქართული არმიის ნატო-ს იარაღით შეიარაღება. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ჯაველინის” შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულება.

“აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო მოედანზე კონფრონტაციულ ანტირუსულ მოქმედებებთან ერთად, საფრთხეს უქმნის ორმხრივი ნორმალიზაციის მიღწევას”, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხრეთ კავკასიის ფეთქებადსაშიშ რეგიონში, სადაც გაყინური კონფლიქტის კერების ნებისმიერ დროს აფეთქებით მოიშლება ისედაც მყიფე სტაბილურობა, სამხედრო კუნთების მსგავსი თამაში შესაძლოა, სისხლისმღვრელი სამხედრო დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

2011 წლის შეთანხმების განხორციელების პრობლემები

წინა შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში შედგა, სადაც, გადაულახავ პრობლემად იქცა ტერმინებზე დავა. საუბარი შეეხებოდა “საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების” შეთანხმების განხორციელებას.

მოსკოვი “ამიერკავკასიაში არსებული ახალი რეალიებიდან” გამომდინარე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გულისხმობს. საქართველო კი ამ ახალ რეალიებს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნულ რეგიონებს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ის რაც რუსეთს სახელმწიფოთაშორის საზღვრად მიაჩნია, საქართველოსთვის მის რეგიონებს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარია.

რუსულ ფორმულირებას – “საქართველოს საბაჟო საზღვარი” – ქართული მხარე 2011 წლის შეთანხმების მიუღებელ ინტერპრეტაციად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნია, რომ საბაჟო საზღვრის აღიარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად გამოყოფის აღიარებას ნიშნავს და განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. საბაჟო საზღვრების შექმნას 2011 წლის შეთანხმება არ ითვალისწინებდა.

ქართული დელეგაციის საპასუხოდ გრიგორი კარასინმა მიანიშნა, რომ სასაქონლო მონიტორინგის შეთანხმებაში ქართული საბაჟო სამსახურის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატებია აღნიშნული. ესენია: რუსეთის ფედერაციის საზღვარზე – ყაზბეგის რაიონი, აფხაზეთის საზღვარზე – მდინარე ენგურის სამხრეთ ნაწილი და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე – ქალაქ გორის შემოგარენი. ამასთანავე, როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური თვალსაზრისის შეფასებისას მხარეებს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებები პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

„უბრალოდ, საჭიროა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ზუსტად შესრულდეს“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ-რუსული  ურთიერთობები – ისტორიული ექსკურსი

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არა ერთ ასწლეულს ითვლის. ეს ურთიერთობა სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად ფასდებოდა. რუსეთი ხან უფროსი ძმა – მხსნელი იყო, ხან – მზაკვარი მჩაგვრელი, როგორც მას განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში მოიხსენიებენ. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, ოკეანის გადაღმა მყოფი დირიჟორის ხელმძღვანელობით, დასავლური დემოკრატიის გუნდთან ერთად იმღეროს.

ამასთანავე, რუსეთის და საქართველოს ბედი დიდი ხანია ისტორიამ ერთმანეთს დააკავშირა. საქართველოს ოდითგანვე უწევდა გარეშე დამპყრობლებისგან და მოთარეშე ტომებისგან თავის დაცვა. თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლაში ქართველი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა ის, რომ დამპყრობლები განსხვავებული რელიგიის და მენტალობის იყვნენ. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობა გამუდმებით იმყოფებოდა ნაციონალური და რელიგიური წნეხის ქვეშ.

ასეთ ვითარებაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამხმარე ძალად ახალგაზრდა ქრისტიანული, ჩრდილოეთელი სახელმწიფო – რუსეთი ისახებოდა, რომლის პოლიტიკური წონა და შესაძლებლობები სწრაფად იზრდებოდა. 1555 წელს, სპარსეთს და ოსმალეთს შორის, ქალაქ ამასიაში ზავი დაიდო, რასაც წინ უძღოდა ირან-ოსმალეთის 1532–1555 წლების ომი. ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა, ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები. სომხეთი და საქართველო ორმა იმპერიამ შუაზე გაიყვეს.

მე-19-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ქართული ტერიტორიების ეტაპობრივად შეერთება დაიწყო. მრავალრიცხოვანი რუსულ-თურქული და რუსულ-ირანული ბრძოლების შემდეგ, რუსეთმა თანმიმდევრულად, აღმოსავლეთ საქართველოდან ქართული მიწების თავის ჭერქვეშ გაერთიანება დაიწყო. ამ პროცესის ბოლო ეტაპი, 1877-1878 წლების ომის შემდეგ იყო აჭარა.

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. გაქრა რელიგიური წნეხი. აღსანიშნავია, რომ რუსები და ქართველები უბრალოდ ერთმორწმუნე ხალხი კი არა, არამედ ერთ-ერთი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები – მართლმადიდებლები არიან. ქართველი თავადაზნაურობა რუსულთან გათანაბრდა.

საბჭოთა პერიოდში საქართველო ერთ-ერთი პრივილეგირებული რესპუბლიკა იყო, სადაც შეიქმნა მაღალგანვითარებადი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, განვითარდა საკურორტო ზონა და ბევრი სხვა რამ. უდავოა ისიც, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე მთელს კავშირში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გულუბრყვილო ოცნება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო შვეიცარიად გადაიქცეოდა, მალევე დაიმსხვრა და წარმატებული და აყვავებული რესპუბლიკა ძალიან უკან აღმოჩნდა. მოსახლეობა დანაზოგის, სამუშაოს, გაზის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მმართველ ელიტას ანტირუსული რუკის გათამაშების და ყველა უბედურებაში ჩრდილოეთელი მეზობლის დადანაშაულების გარდა აღარაფერი დარჩა.

უზომო რუსოფობიამ, რომელმაც ხალხი სააკაშვილის დამნაშავეობრივ ბრჭყალებს ჩამოაშორა, 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა.

ქართული მოსახლეობის საპატივცემულოდ უნდა ითქვას ისიც, რომ პერმანენტული ანტირუსული პროპაგანდის და ზომბირებული რუსოფობების მომრავლების მიუხედავად, მაინც დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც ტვინი ვერ გამოურეცხეს. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით დასავლეთის მიერ გაზრდილ სანუკვარ პოლიტიკურ ელიტაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკას ხალხი კი არ განსაზღვრავს, არამედ პოლიტიკური ელიტა.

რუსოფობია კრემლის სკოლაგამოვლილ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მის მიერ პოლიტიკაში მოყვანილ, სკანდალურად ცნობილ მიხეილ სააკაშვილსაც ახასიათებდა, რომელმაც თავისი მასწავლებელი “ვარდების რევოლუციის” გზით დაამხო.

გამარჯვებულ პარტიას კი ერთ-ერთი თავისი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება – რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება – უნდა შეესრულებინა. ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა, რადგანაც “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი დასავლური ინტეგრაცია იყო, თუმცა თავისი ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის გაწბილება არ შეეძლო.

შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მიზნით შეიქმნა “კარასინი-აბაშიძის” შერეული კომისია. ყველამ კარგად იცის, რომ კომისიას არარეალურად რთული ამოცანა აქვს დასახული. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გააუქმებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, “კარასინი-აბაშიძის” კომისიამ ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენა დაიწყო. რაც მეტია ეკონომიკური კავშირი, მით მეტია დიალოგის შესაძლებლობაც და იმის ალბათობაც, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისკენ თბილისს კვლავ უბიძგებენ. სწორედ ამიტომაც, რუსეთთან დამყარებული ნებისმიერი კონტაქტი საქართველოს პროდასავლური ოპოზიციის უკონტროლო ისტერიულ შემოტევას იწვევს.

შეძლებს დასავლეთი, საქართველოს ცეცხლში ნავთის ჩასხმა კიდევ ერთხელ აიძულოს? ქართველმა და რუსმა ერებმა გრძელი ისტორიული გზა განვლეს და არაერთხელ გაიზიარეს ერთმანეთის ჭირი და ლხინი. სიმბოლურია, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა ქანთარიასთან ერთად ეგოროვმა აღმართა. იმედია ვერავინ შეძლებს ჩვენი ხალხების ისე დაპირისპირებას, რომ ერთმანეთი სამიზნედ გაიხადონ.

დავით კუპატაძე, სპეციალურად  EADaily-სთვის