კარანტინი კოლოსალურ ზიანს აყენებს იმ ქვეყნების ეროვნულ ეკონომიკას, სადაც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მკაცრი ზომებია მიღებული. მათ შორის არის აზერბაიჯანიც, სადაც 4 მაისიდან საკარანტინო რეჟიმი შერბილებულია, თუმცა მთავრობა რეჟიმი კვლავაც გამკაცრებას არ გამორიცხავს, თუ ამის აუცილებლობა იქნება.

როგორ აისახა იზოლაცია აზერბაიჯანის ეკონომიკაზე? რამდენ ხანში შეძლებს იგი აღდგენას? რატომ არის აუცილებელი ბიუჯეტის გადახედვა? ამ და სხვა საკითხებზე Dalma News–ის კორესპონდენტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის (UNEC) პროფესორს , ეკონომისტ ელშად მამედოვს გაესაუბრა.

ყველაზე მეტად რომელი სფერო დაზარალდა?

დღეს მთელი მსოფლიოს ხელისუფლებები საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად იბრძვიან. ცხადია, მსხვილი ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილება შეუძლებელია. კვების, ვაჭრობის, სასაქონლო იმპორტის, ტურისტული და სატრანსპორტო სექტორები – ეს ის სამომსახურეო სფეროებია, რომლებიც იზოლაციის რეჟიმის გამო სერიოზულად დაზარალდნენ. თითქმის ორი თვის განმავლობაში ეს მიმართულებები მთელს მსოფლიოში გაყინულია.

აზერბაიჯანის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიასთან და მსოფლიო კრიზისთან ერთად ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს ისიც, რომ ნავთობის კოტირება მყარად უარყოფით დინამიკას აჩვენებს. ОПЕК+-ის ფორმატში მოპოვების შემცირების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება მსოფლიო ბაზარზე ფასების სტაბილიზება.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ ანტიკრიზისული გეგმების გათვალისწინებით (მთავრობამ ბიზნესის და მოქალაქეების მხარდასაჭერად 3,5 მილიარდი მანათი, ანუ 2 მილიარდ აშშ.დოლარზე მეტი გამოყო – ავტ.) სახელმწიფო ბიუჯეტი სერიოზულ ზეწოლას განიცდის.

უნდა ველოდოთ მანათის დევალვაციას?

2020 წლის მარტიდან მანათზე სერიოზული ზეგავლენა შეინიშნება. ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით კურსის შენარჩუნებას ახერხებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგულატორი ვეღარ შეაკავებს და მანათის გაშვება მოუწევს. ვფიქრობ, თუ ნავთობის ფასი არსებულ დიაპაზონში შენარჩუნდება, რისი ალბათობაც მაღალია, წლის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტა გაიაფდება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს და კრიზისის შესაკავებლად საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს. ამგვარად, განსაზღვრულია დახმარებები უმუშევრებისთვის, ბიუჯეტურ ორგანიზაციებში მომუშავეთათვის ხელფასების შენარჩუნება, ბიზნეს-კრედიტების სუბსიდირება, ხოლო გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე საშეღავათო გადასახადები და არდადეგები.

ელშად მამედოვი

საბიუჯეტო ხარჯები გადაიხედება?

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში ამჟამინდელი კრიზისის მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა, ამიტომაც უახლოეს თვეებში ეროვნულ ეკონომიკას სერიოზული გამოცდა ელის. 2020 წლისთვის ხელისუფლებას 30 მილიარდი მანათის მოცულობის ბიუჯეტი ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა დოლარის ამჟამინდელი კურსის და “შავი ოქროს” ფასის გათვალისწინებით ძალზედ რთული იქნება ბიუჯეტის შესრულება. ვხედავთ, რომ საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები მანამდე არსებული გეგმისგან შორს არიან. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი აბსოლუტურად სხვა ეკონომიკურ პირობებში ფორმირდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა გარდაუვალია და უახლოეს მომავალში ხელისუფლება ამას გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ხარჯების ძალიან შემცირება არ გამოვა, რადგანაც ეს არა მიზანშეწონილია, მაგრამ არსებობს გასავლების შემცირების აუცილებლობა, მაგალითად სახელმწიფო მმართველობის ხარჯზე. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოციალური ხარჯების ჩამოჭრა, რადგანაც არსებულ ვითარებაში მოსახლეობის მხარდაჭერა დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო. თანაც, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დაუშვებელია, რადგანაც სოციალური ხარჯების შემცირება გადახდისუნარიანობის შევიწროვებას, ანუ ეკონომიკის დესტიმულირებას გამოიწვევს.

როდის დაუბრუნდება ეკონომიკა კრიზისის წინანდელ მაჩვენებელს?

ყველაფერი დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ მართვაზე. თუ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური მართვის მოდელის პერეფორმირება, ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი სტაბილურობასაც მიაღწევს და მდგრადი განვითარების გზაზეც გავა. აზერბაიჯანის ეკონომიკას დიდი პოტენციალი აქვს ქვეყნის შემოსავლების და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფულადი მასების ადეკვატური მართვა. მთავრობის ბოლო მოქმედებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურებმა ეკონომიკურ შეკრებებზე მიიღეს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ესმით რასაც აკეთებენ.

ყოველივე ზემოთქმულის შეჯამებით, შეიძლება დავამატოთ, რომ დღეს აზერბაიჯანში ხორციელდება კომპლექსური სისტემური რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური საქმიანობის აქტიურობის, გადახდისუნარიანობის, ქვეყანაში მოსახლეობის და ბიზნესის ცხოვრების დონის შენარჩუნებას. ამავე დროს, აუცილებელია ეკონომიკის მენეჯმენტის ფუნდამენტური რეფორმირება. სხვათა შორის, ეს მხოლოდ აზერბაიჯანს არ ეხება. მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმზე გადასვლა სჭირდება, რადგან საერთაშორისო ცენტრებისა და სტრუქტურების მიერ თავს მოხვეულმა დღევანდელმა საბაზრო ფუნდამენტალიზმმა თავისი სრული უვარგისობა აჩვენა. პირველი წელი არ არის, როდესაც ჩვენს ქვეყნებში საექსპორტო მოგების შემცირებას ვხედავთ. ამიტომაც, არ ღირს განვაგრძოთ ორიენტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და განვითარების მექანიზმებზე. უფრო ეფექტიანი იქნება პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრის განვითარებაზე გავამახვილოთ ყურადღება.

ირადა იმანოვა