რუსულმა “გაზპრომმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდების პერსპექტივები განიხილეს,- ნათქვამია რუსული კომპანიის პრეს-რელიზში.

როგორც «Oxu.Az»-ი, იტარ-ტასზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხებოდა “გაზპრომის” მიერ აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზის ექსპორტი ენერგომატარებლის ამ სფეროში აზერბაიჯანის მზარდ მოთხოვნილებას უზრუნველყოფს.

“გაზპრომის” ხელმძღვანელის ალექსეი მილერისა და SOCAR-ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში შედგა.