ევრაზიის სივრცეში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები უნდა დაჩქარდეს და გაფართოვდეს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რადიკალური ისლამიზმის გააქტიურებისა და ახლო და შუა აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო ისინი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. როგორც უახლესი სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი რუსი ექსპერტი ალექსეი მარტინოვი აცხადებს, ამ ნეგატიური ფაქტორების ფონზე მერყეობის დრო არ არის და საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება.

“დარწმუნეული ვარ ეს ახლო მომავალში მოხდება, ცხადია ყველა ინტერესის გათვალისიწინებით. დასრულდა ფიქრისა და ყოყმანის პერიოდი”, – აცხადებს იგი.

ალექსეი მარტინოვი
ალექსეი მარტინოვი

მართლაც, არ არის ყოყმანის დრო. არსებული რისკები ძალიან დიდი და საშიშია იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით მათთვის გვერდის ავლა, ან მათთან გამკლავება შევძლოთ. ამავდროულად, საიდუმლო არ არის, რომ დაუძლეველი ვითარების ზემოქმედების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კონიუქტურული ხასიათისაა და განვითარების არჩეული ვექტორის შეცვლის მცდელობის საშიშროებას შეიცავს. ამიტომ ევრაზიული ინტეგრაცია ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკურის გარდა, გაჯერებული უნდა იყოს ვიწრო ნაციონალური ასპექტებისგან თავისუფალი გარკვეული იდეოლოგიით.

დღეს, როდესაც ყველგან ნაციონალიზმია გავრცელებული და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის არც ისე სახარბიელო ურთიერთობებია, ასეთი მიდგომა შესაძლოა საუკეთესო სურვილებს მოწყვეტილ ცხოვრებად ჩანდეს. მით უფრო, რომ 40 წლამდე ასაკის მოსახლეობას პრაქტიკულად არაფერი უნახავს და ვერც წარმოუდგენია სხვაგვარი, მტრული დამოკიდებულებისა და ეჭვისგან თავისუფალი ცხოვრება. ახალგაზრდა თაობაში შეხედულებების ახალი სისტემა სწორედ ამიტომ უნდა აღორძინდეს.

უადგილო არ იქნება, თუ გავიხსენებთ საბჭთა კავშირის – იმ ქვეყნის გამოცდილებას, რომლის მოსახლეობაც ერთმანეთთან ახლოს იყო, იცნობდნენ ერთმანეთის ტრადიციებს, წესებსა და ეროვნულ თავისებურებებს. ამის საფუძველზე შენდებოდა ურთიერთგაგება, რაც შეუძლებელია ადამიანების მიერ ერთმანეთის გაცნობის გარეშე არსებობდეს. სწორედ ასეთი ცოდნა აკლია თანამედროვე პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობას, რომელიც საკმაოდ იოლად ხდება სულელური ნაციონალისტური ფაბრიკაციის მსხვერპლი და ცალმხრივი პროპაგანდის ობიექტი.

გაცნობა და ურთიერთგაგება მხოლოდ პირადი ურთიერთობის დროს არის შესაძლებელი. საბჭოთა კავშირში ამას ხელს უწყობდა სტუდენტური სამშენებლო რაზმების ინსტიტუტი. ყველა რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების დროს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ქარხნებში, ფაბრიკებში, ფერმებსა და სხვადასხვა სამეურნეო ობიექტებზე სამუშაოდ მიდიოდნენ. ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ ბალტიისპირელი და რუსი, უკრაინელი და შუა აზიელი, ამიერკავკასიელი და ბელორუსელი ბიჭები და გოგონები. დღისით სამუშაო – საღამოდ – მხიარული ცეკვები, სიმღერები, თვითშემოქმედება… ჩნდებოდა ძლიერი, მრავალწლიანი მეგობრობა, ასევე რომანტიური ურთიერთობები და არავინ “აწუხებდა” მათ ყბადაღებული “ნაციონალური საკითხებით”.

არ იფიქროთ, სამშენებლო რაზმები ძალდატანებით იქმნებოდა. არავითარ შემთხვევაში! სტუდენტებს თავად სურდათ ზაფხულში სახლიდან მოშორებით ემუშავათ. ეს საინტერესო იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია , სარგებელის მომტანიც. ორ თვეში შეიძლებოდა 300-500 რუბლის გამომუშავება. იმ დროისათვის ეს კარგი ფული იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტის ხელფასი 100-120 რუბლს არ აღემატებოდა. სამშენებლო საზმში გამომუშავებული ფულით შესაძლებელი იყო არდადეგების დარჩენილი დღეების ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მხიარულად გატარება, კარგად ჩაცმა, ან სანატრელი მოპედის შეძენა…

მსგავსი სისტემის დაბრუნება შესაძლებელია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და ყაზახეთი, კრიზისის მიუხედავადაც კი, ბევრგან მოითხოვება მუშა ხელი, განსაკუთრებით სეზონურად. ამიერკავკასიის ქვეყნებში, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში უმუშევრობისა და ახალი სამუშაო ადგილების პრობლემა მწვავედ დგას. ცნობილია, რომ სწორედ ეს არის ახალგაზრდობა თაობაში რადიკალური შეხედულებებისა და განწყობის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების დიდ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე აღორძინებული სამშენებლო რაზმის ინსტიტუტი ხელს შეუწყობს პრობლემების, როგორც ეკონომიკური, ისე იდოლოგიური მიზეზების მოსაგვარებას.

ამის ორგანიზება ადვილია იმით, რომ სტუდენტური ახალგაზრდობა ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოების ორგანიზებული სეგმენტია. გარდა ამისა, ყველგან არსებობს სკაუტების, ან მათი მსგავსი ახალგაზრდული ორგანიზაციები. მათ ბაზაზე შესაძლებელია საორგანოზაციო სამუშაოების შესრულება.

ეჭვგარეშეა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სიხარულით მიიღებდა მონაწილეობას სამშენებლო რაზმებში, რადგანაც მათი უმრავლესობა საკუთარი ქალაქის საზღვრებს არ გასცდენია. ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც მათთვის პრიორიტეტული იქნება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მშობლიური მხარისგან მოშორებით ყოფნა, ეჭვგარეშეა, ძლიერ და პოზიტიურ შთაბეჭდილებას მოახდენს ახალგაზრდა გოგოებსა და ვაჟებზე, რომელთათვისაც ახალი სამყაროს ადამიანების შეხედულებებისა და მიდგომების კარი გაისხნებოდა.

თანდათან მიხვდებოდნენ, რომ სამყარო, იდეები და ადამიანები მრავალმხრივია. ეს კი ურთიერთგაგების, პატივისცემისა და მყარი თანამშრომლობის საფუძველია, რადგანაც შეუძლებელია სერიოზული თანამშრომლობა მასთან, ვისაც პრაქტიკულად არ იცნობ.

მადლენა ვალიევა, პედაგოგი (სოჭა) სპეციალურად Dalma News-ისთვის