წელს დიდი სამამულო ომის დასრულების და ნაციზმზე გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნება. Dalma News-ის რედაქციამ მოამზადა სტატიების სერია, რომელიც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა.

75 წლის წინ, საბჭოთა არმია ფაშისტი გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ მთელი აღმოსავლეთის ფრონტის ტერიტორიაზე შეუჩერებელ შეტევაზე გადავიდა. გამარჯვებით დამთავრებული 1945 წელი აღმოსავლეთ პრუსიის მიმართულებით მთელი რიგი შეტევებით დაიწყო, რაც გერმანული ქვედანაყოფებისთვის “ცენტრის” ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. შედეგად საბჭოთა არმიამ აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი დაიკავა, ჩრდილოეთ პოლონეთი გაათავისუფლა და მოწინააღმდეგე არმიის დაჯგუფებები დასავლეთიდან და სამხრეთიდან დაბლოკა, რამაც მათი შემდგომი განადგურება გამოიწვია.

ვისლო-ოდერის ოპერაციის შედეგად, საბჭოთა არმია მდინარე ოდერზე გადავიდა და დასავლეთ სანაპიროს პლაცდარმი დაიკავა. ბელორუსის ფრონტის პირველმა არმიამ ოდერი გადალახა და ბერლინიდან, სულ რაღაც 60 კილომეტრში გაჩერდა. გერმანულმა ხელმძღვანელობამ აღმოსავლეთ პომერანიაში “ვისლას” სამხედრო ნაწილის ჯგუფები განათავსა, რომელსაც თავად რეიხსფიურერი ჰიმლერი ხელმძღვანელობდა. მათი მიზანი იყო პირველი ბელორუსული ფრონტის მარჯვენა ფრთისთვის დარტყმა და საბჭოთა არმიის ბერლინზე შეტევისათვის მზადების ჩაშლა.

მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ პომერანიაში გერმანული ძალების მობილიზების შესახებ შეიტყვეს, საბჭოთა კავშირის უზენაესმა სარდლობამ 8 თებერვალს, მეორე ბელორუსული ფრონტის ამოცანა დასახა, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პომერანელთა დაჯგუფების განადგურებას, დანცინგ – გდინიას რაიონებზე კონტროლის დამყარებას და ბალტიის სანაპიროების, ვისლადან ოდერამდე მტრისგან გაწმენდას.

ВОВ. Германия. Переправа артиллерийского расчета через реку Одер. /Репродукция Фотохроники ТАСС/

პარალელურად, კენიგსბერგის მიმართულებით კიდევ ერთი შეტევითი ოპერაცია დაიწყო, რამაც განაპირობა მე -3 ბელორუსული ფრონტის ჯარების 130 კილომეტრზე შეღწევა. ამით შესაძლებელი გახდა ნაცისტების ძირითადი ძალების დამარცხება და მეორე ბელორუსული ფრონტის აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის დასრულებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

კენინგსბერგზე შეტევას, სადაც გერმანელებს სამი თავდაცვითი რგოლი ჰქონდათ შექმნილი, ხელმძღვანელობდა მესამე ბელორუსული ფრონტის მეთაური მარშალი ვასილევსკი, ხოლო ფრონტის შემადგენლობაში იყო ივან ბაგრამიანის პირველი ბალტიისპირული ფრონტი, რომელსაც Земландская группа войск ეწოდა.

სწორედ ამ ჯგუფს დაევალა იმ გამაგრებული ქალაქის აღება, რომელსაც ჰიტლერი „გერმანული სულის აბსოლუტურად ურყევ ბასტიონს“ უწოდებდა. სწორედ ამ ბასტიონის მისადგომებთან უშუალო შტურმი 1945 წლის 6 აპრილს დაიწყო. საბჭოთა მთავარსარდლობამ ყველაფერი იმდენად დეტალურად გათვალა და მოამზადა, რომ არტილერიის და ბომბდამშენების შეტევას, რომლებსაც ზურგს კარგად მომზადებული ძლიერი მოიერიშე ჯგუფები უმაგრებდნენ, მხოლოდ სამი დღე გაუძლეს. 9 აპრილს კენიგსბერგის გარნიზონის კომენდანტი, გენერალი ლიაში მიხვდა, რომ შემდგომი წინააღმდეგობის გაწევა უშედეგო იქნებოდა და ხელი უპირობო კაპიტულაციის აქტს მოაწერა.

© Фотохроника ТАСС/Федор Кислов

კენიგსბერგის ციხე-ქალაქის დაკავებისთვის და მოწინააღმდეგის ყველაზე დიდი დაჯგუფების განადგურებისთვის ივან ქრისტოფერის ძე ბაგრამიანი კიდევ ერთი ორდენით – სუვოროვის პირველი ხარისხით დაჯილდოვდა. რამდენიმე დღეში ბაგრამიანმა მესამე ბელორუსული ფრონტის მთავარსარდლის პოსტზე შორეული აღმოსავლეთის სამხედრო მოქმედებებში დაღუპული მარშალი ვასილიევი შეცვალა. ბაგრამიანის ხელმძღვანელობით საბჭოთა არმიამ მოწინააღმდეგის ზემლანის დაჯგუფება გაანადგურა. 1945 წლის 24 ივნისს ბაგრამიანი მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე პირველი ბალტიისპირული ფრონტის პოლკს მიუძღოდა წინ.

ცხადია, აღმოსავლეთ პომერანიასა და კენიგსბერგის შეტევაში მონაწილე ყველა სომხის და სომხური წარმოშობის მეომრის მოხსენიება რთულია, თუმცა თითოეულ მათგანს პატივს მივაგებთ და თითოეული მათგანის ისტორია ძვირფასია ჩვენთვის, მით უფრო, გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

აღნიშნულ გამარჯვებაში სერიოზული წვლილი შეიტანა გენერალ-ლეიტენანტმა სარქის ალაჯიანმა (სერგეი გალაჯევმა). 1943 წლის შემოდგომაზე იგი პირველი ბელორუსული ფრონტის პოლიტიკური მართვის ხელმძღვანელად დაინიშნა და საბჭოთა არმიის დელეგაციას ამერიკული არმიის ოფიცრებთან შეხვედრაზე ახლდა. 1945 წლის მარტში, ალაჯიანი მარშალმა ჟუკოვმა ლენინის ორდენზე წარადგინა.

Маршал Советского Союза Иван Баграмян

ამავე პერიოდში მეორე ბელორუსული ფრონტის 49-ე არმიის შტაბს სტეფან კინოსიანი ხელმძღვანელობდა. მის ჯარს მტრის თავდაცვა უნდა გაერღვია. სარდლობამ მოწინააღმდეგე არმიის დაჯგუფებებში სიღრმეებიდან უწყვეტი შეტევის საბრძოლო ტაქტიკა შეიმუშავა. რამაც გაამართლა და შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. ასევე წარმატებული აღმოჩდა ღამის თავდასხმითი ოპერაციები, რომლებიც თითოეული ქვეითი დივიზიონის მოწინავე ხაზის დაჯგუფებებს დაევალათ.

კლასიკური მეთოდით დაიგეგმა გდანსკის ოპერაცია: წინა დღით, ვისლაზე 49-ე არმიამ ლეგენდარული 250 კილომეტრიანი მსვლელობა განახორციელა. სამხედრო ნაწილები, რომლებსაც ავიაცია აზღვევდა, ფრონტის ცენტრისკენ მიიწევდნენ, რის შედეგადაც გერმანული არმიის ჩრდილოეთ ჯგუფი ზღვასთან მიიმწყვდიეს და გაანადგურეს. გდანსკის აღების შემდეგ 49-ე არმიამ მდინარე ედორთან, შტეტინის სამხრეთ რაიონში, ავტოტრანსპორტით მსგავსი მანევრი განახორციელა. ომის განმავლობაში კინოსიანს, როგორც შტაბის ხელმძღვანელს, პირველად მიეცა მთელი არმიის ასეთი მასშტაბური მსვლელობის დაგეგმვის და განხორციელების შესაძლებლობა, რასაც თავი შესანიშნავად გაართვა. გენერალ-ლეიტენანტის წოდება მას სწორედ ამ დავალების შესრულებისთვის მიენიჭა.

კენიგსბერგზე შეტევის მონაწილე სარდლებს შორის თავი გამოიჩინა ასევე მესამე ბელორუსული ფრონტის შემადგენლობის ქვეითთა კორპუსის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა აიკ მარტიროსიანმა. ომი მან პოლონეთში, გდანში დაამთავრა. გენერალმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაშიც ჩაიწერა.

ალექსანდროპოლში (ამჟამინდელ გიუმრში) დაბადებული და გაზრდილი ბორის ვლადიმიროვი  სამოქალაქო ომის წლებში ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ბრწყინვალე სამხედრო განათლება მან თბილისში, ქვეითთა სკოლაში და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში მიიღო. ვლადიმიროვმა, როგორც შესანიშნავმა მეთაურმა, გენერალ-მაიორის წოდებაც დაიმსახურა. ომის ბოლო თვეებში, აღმოსავლეთ-პომერანის და კენიგსბერგის ოპერაციებში მისმა დივიზიამ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი და შეტევის დროს ბერლინის ჩრდილოეთით, ოდერზე ნაცისტების მიერ გამაგრებული ადგილი გაანადგურა.

სომეხმა ხალხმა ფაშიზმის დამარცხებაში ფასდაუდებელი როლი ითამაშა. ომის დაწყებას მათ ძალების და რესურსების სრული მობილიზებით უპასუხეს. სომხეთის სსრ-დან თავდაცვის ფონდში 45 მილიონ მანეთზე მეტი, წითელი არმიის ფონდში დაახლოებით 86 მილიონი მანეთი, ხოლო ორი საჰაერო ესკადრილიის და სამი სატანკო კოლონის მშენებლობისთვის 76 მილიონზე მეტი მანეთი გადაირიცხა.

და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ომში სომხეთის სსრ-ს მოსახლეობის მეხუთედი მონაწილეობდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, არამედ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებს შორისაც.

მარადიული ხსოვნა ყველას.

რუბენ გიულმისარიან