კაცობრიობის ისტორიაში დაახლოებით 14 500 ომის შესახებ არის ჩაწერილი. სამწუხარო პარადოქსი ის არის, რომ, რაც უფრო მეტად განვითარდა ცივილიზაცია, მით მეტად სასტიკი და სისხლისმღვრელია ომები. ყველაზე საშინელი მეორე მსოფლიო ომი იყო.

დღესდღეობით ყველაზე კომპეტენტურ ისტორიკოსსაც კი უჭირს ამ საშინელ ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის დასახელება. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომი თავისი იდეოლოგიური შემადგენლით ყველა წინამორბედი ომისგან განსხვავდებოდა. ცარიზმმა, ახალი იდეოლოგიის სახით, მსოფლიო თვითმპყრობელობის აბსოლუტურად ახალი ფორმა შეიძინა. ნაცისტური ხელმძღვანელობის გლობალური გეგმის თანახმად, არა მხოლოდ მთლიანი სახელმწიფოები უნდა გამქრალიყვნენ, არამედ ზოგი ერი ტოტალურად უნდა განადგურებულიყო.

დღეს, მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. კორონავირუსი, უდავოდ, საშიში მტერია, მაგრამ ყავისფერი ჭირი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, ბევრად უფრო საშიში იყო. ამ დაუნდობელ მტერს წინ სწორედ საბჭოთა კავშირის ხალხები აღუდგნენ. საბჭოთა კავშირის თითოეული რესპუბლიკა მზად იყო გამარჯვებისათვის ყველაფერი დაეთმო. დღეს მიღებულია უკვე ისტორიის გადაწერა, დამახინჯება და მოტყუებაც კი, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ საბჭოთა კავშირის დიდი და პატარა ხალხები მტერს მონოლითური წყობით დახვდნენ, რომელზეც დამპყრობლების კარგად აწყობილი და ორგანიზებული სამხედრო მანქანა დაიმსხვრა.

საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა მაშინდელმა რესპუბლიკამ, პატარა საქართველომ ომში თავისი 700 ათასი შვილი გაუშვა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მათი სიცოცხლე იმ დიდებულ გამარჯვებას შეეწირა, რომელმაც კაცობრიობა განადგურებას გადაარჩინა და რომელსაც დღეს ლაფში სვრიან.

ჭიჭიკო ბენდელიანი

ერთ-ერთი ქართველი გმირი, რომელზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ, იყო ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი. იგი 1914 წლის 29 იანვარს, ჩოხატაურში, უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. სკოლაში 7 წელს ისწავლა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი დონის განათლებად ითვლებოდა. 1933 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო ექსპედიტორად. თუმცა, უბრალო ჩოხატაურელ ბიჭს ყოველთვის იტაცებდა ცისკენ. სამსახურის პარალელურად იგი ვ.პ. ჩკალოვის სახელობის თბილისის ეუროკლუბში სწავლობდა. 1935 წლიდან ბენდელიანი წითელ არმიაში მსახურობს, ხოლო 1937 წელს წარმატებით ამთავრებს ა.ფ. მიასნიკოვის სახელობის კაჩინსკის პირველ სამხედრო საავიაციო სკოლას. მან მსახურების ყველა ეტაპი – პილოტიდან და უმცროსი ლეიტენანტობიდან დაწყებული ფრენების მეთაურამდე გაიარა.

კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქს, სადაც ახალგაზრდა მფრინავი მსახურობდა, მტერმა ომის პირველივე წუთებში შეუტია. ჭიჭიკო ბენდელიანი უკრაინის დედაქალაქის ცას იცავდა. ომის დასაწყისში წითელი არმიის ხელახალი შეიარაღება ვერ მოასწრეს, ამიტომ ბენდელიანს მტერთან გამკლავება მოძველებული გამანადგურებელი “ი-16”-ით უწევდა. თუმცა მფრინავმა თავისი ოსტატობის წყალობით მტრის ბომბდამშენი ჩამოაგდო. 1941 წლის ივლისში ბენდელიანი “ი-16”-ის ოთხეულის შემადგენლობაში გერმანული ბომბდამშენების ჯგუფის წინააღმდეგ იბრძვის.

საბჭოთა მფრინავებმა მტერს თავიანთი სამხედრო ნაწილების დაბომბვის საშუალება არ მისცეს. ხოლო ბენდელიანმა, რომლის გამანადგურებელი მტრისას 150 კმ/სთ სიჩქარით და შეიარაღებით ჩამორჩებოდა, საბრძოლო შეიარაღების ამოწურვის შემდეგ პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, ფაშისტის გამანადგურებელს უკანა ნაწილში დაეჯახა და კუდი მოაწყვიტა. ამგვარად ჩაიგდეს ტყვედ საბჭოელებმა ცნობილი გერმანელის ობერ-ლეიტენანტი კურტ სოხატცკი. ბენდელიანმა, ისევე როგორც სხვა საბჭოთა მფრინავებმა ფაშისტებს აჩვენეს, რომ მტრის გასანადგურებლად საკუთარი სიცოცხლის გაწირვისთვისაც მზად იყვნენ. ამ გმირობისთვის იგი სამშობლომ ლენინის ორდენით დააჯილდოვა.

შემდგომში ბენდელიანი სტალინგრადის მიმართულებით იბრძოდა. ბომბდამშენებს და საჰაერო მოიერიშეებს აზღვევდა, გერმანელების ავიაციას ესხმოდა თავს და პარალელურად ახალგაზრდა მფრინავებს წრთვნიდა. სტალინგრადის საჰაერო ბრძოლებში მან ფაშისტების 5 ბომბდამშენი გაანადგურა.

1943 წლის ზაფხულში საქართველოს შვილი კურსკის დიდებულ ბრძოლაში მონაწილეობდა. იგი უკვე იყო ცენტრალურ ფრონტზე მე-16-ე საჰაერო არმიის შემადგენლობაში გამანადგურებელთა ნაწილის 54-ე გვარდიის ნავიგატორი. 1943 წლის ზაფხულისთვის მას 385 საბრძოლო ფრენა ჰქონდა შესრულებული, აწარმოა 72 საჰაერო ბრძოლა, პირადად ჩამოაგდო მტრის 7, ხოლო ჯგუფში – 12 თვითმფრინავი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით, 1943 წლის 24 აგვისტოს გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე სარდლობის საბრძოლო დავალებების სამაგალითოდ შესრულებისთვის და ამასთანავე სიმამაცისა და გმირობისთვის მაიორ ჭიჭიკო ბენდელიანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა და ლენინის ორდენით და ოქროს ვარსკვლავის მედლით დაჯილდოვდა.

ჭიჭიკო ბენდელიანი

1944 წლის 20 ივლისს საავიაციო პოლკის 54-ე გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილე, მაიორი ბენდელიანი, რომელიც “აეროკობრს” ხელმძღვანელობდა, მოიერიშე თვითმფრინავებს ახლდა თან. დანიშნულების ობიექტთან მიახლოებისას მათ თავს დაესხა გერმანელების 6 “ფოკე-ვულფი” 190. უთანასწორო ბრძოლაში ბენდელიანმა მტრის ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდო, ერთი – დააზიანა. საბჭოთა მოიერიშეები მტერთან ბრძოლაში ჩაერთვნენ. ბენდელიანმა შეატყო, რომ გერმანელებმა ხელთ უპირატესობა ჩაიგდეს და მაშინვე პიკირებაზე გადავიდა. წამში დატრიალდა, დაბალ სიმაღლეზე მოძრავ მტრის თვითმფრინავებს დაერია, რომლებიც მოიერიშეებს ავიწროებდნენ და გაფანტა. ფაშისტებს კიდევ ორი ახალი “ფოკე-ვულფი” დაემატათ, წინა სამიც მობრუნდა. მტრის თვითმფრინავის წინააღმდეგ ჭიჭიკო მარტო დარჩა. მტერმა საბჭოთა მფრინავს შეუტია და მისი თვითმფრინავი სულ მთლად დაცხრილა. მძიმედ დაჭრილმა ბენდელიანმა, მაინც მოახერხა თვისი “აეოკობრის” მშვიდობიანად დასმა. სანგრებიდან გაოგნებული საბჭოთა ქვეითები ამოცვივდნენ, გასისხლიანებული ქართველი გმირი კაბინიდან გადმოიყვანეს. ჭიჭიკო ბენდელიანმა ერთი გაიღიმა და თანამებრძოლების ხელებზე დალია სული.

ომის წლებში ჭიჭიკო ბენდელიანმა, სულ 410 საბრძოლო გაფრენა მოასწრო, მათ შორის, 85 საჰაერო შეტაკებაში პირადად ჩამოაგდო მტრის 12 თვითმფრინავი, ჯგუფთან ერთად კი – 30. საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავის გარდა, იგი დაჯილდოვდა ლენინის ორი ორდენით, წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხით და ასევე ბევრი მედლით.

სამშობლოს ყოველთვის ახსოვდა თავისი გმირი. 1965 წლის 2 ნოემბერს, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გვარდიის მაიორი ჭიჭიკო ბენდელიანი სამუდამოდ ჩაირიცხა საავიაციო პოლკის სიაში. მისი სახელი ამოტვიფრულია ვოლგოგრადის გმირთა ხეივანზე. ჩოხატაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი სწორედ მის სახელს ატარებს.

ჩიჩიკო ბენდელიანი უკრაინის სსრ-ის ვოლინის ოლქის სოფელ ბიტენში დაკრძალეს. მოგვიანებით, იგივე ოლქის სოფელ გოლობის სასაფლაოზე გადაასვენეს. 2008 წლის 6 მაისს, გიორგობას, ქართველი შევარდენი საქართველოში გადმოასვენეს. უკრაინელებს მისი საფლავისა და სახელისთვის ყურადღება და პატივი არ დაუკლიათ: ერთ-ერთი ქუჩა ბენდელიანის სახელობისაა, ხოლო უკრაინულ სკოლაში სპეციალური კუთხეა შექმნილი მრავლისმთქმელი წარწერით – “მზიური საქართველოს სახელოვანი შევარდენი”. ჭიჭიკო ბენდელიანის სახეს თბილისის ერთ-ერთი ქუჩაც ატარებს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცა. ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ისტორიული წარსულის აღქმა ყველაზე პრიმიტიული გზით წარიმართა. ფაშიზმის მეტასტაზები, რომლის წინააღმდეგაც ჭიჭიკო ბენდელიანი იბრძოდა და რომელზე გამარჯვებასაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა, ამ ქვეყნების მიწაზეც წამოიზარდა.

დღეს უკრაინას ბანდერელების ნარჩენები მართავენ, რომლებმაც ჰიტლერელებთან ერთად თავიანთი ხალხი გაანადგურეს და ცდილობენ საკუთარი თავს თავისუფლებისთვის მებრძოლნი უწოდონ. ისინი უკრაინელი ხალხის განადგურებას ეკონომიკის განადგურებით, პოლიტიკური არასტაბილურობით, ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტებით განაგრძობენ. ეს ხალხი არასოდეს აპატიებს საბჭოთა კავშირის გმირ ჭიჭიკო ბენდელიანს, რომ მან და მილიონობით სხვა საბჭოთა ადამიანმა უკრაინელი ხალხი მონობისგან და გაზის კამერებში განადგურებისგან იხსნა. დღეს მათ კვლავ შეუძლიათ გმირების გმობა, ძეგლების დანგრევა, ქალაქებისა და ქუჩების სახელების გადარქმევა, მაგრამ ადრე თუ გვიან, უკრაინელი ხალხი ამ ობს და ნასროლ ტალახს მოიშორებს. ამის შემდეგ კი, გმირების სახელები კვლავ მარადიული და წარუშლელი დიდებით განათდება.

დავით კუპატაძე (ბათუმი)