ერევანში, საგამოფენო დარბაზ Yerevan-Expo-ში, შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების პირველი საერთაშორისო გამოფენა “ArmHiTec–2016” გაიმართა, რომელიც სამხედრო მრეწველობის სფეროს მიღწევებს მიეძღვნა. გამოფენა დაიწყო სამხედრო დეფილეთი, რომელსაც მუსიკალურად სამხედრო ორკესტრი აფორმებდა. ჩვენებაზე სამხედროებმა ექსტრემალურ და საბრძოლო ვითარებებში გამოსადეგარი უნარები და სწავლებები წარმოადგინეს. შემდეგ შეკრებილების წინაშე სომხეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქისიანი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა წარსდგნენ.

“გამოფენის მიზანია აჩვენოს თავდაცვის სფეროში სამამულო მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები, სტიმული მისცეს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და საერთაშორისო კავშირების გაფართოვებას. სწორედ ამიტომ, აღნიშნულმა ღონისძიებამ რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების და მთლიანად საზოგადოების ყურადღება მიიპყრო”, – განაცხადა ვიგენ სარქისიანმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ფორუმი შეიარაღების სომეხი და უცხოელი მწარმოებლების და გამომგონებლებისთვის საინტეგრაციო მოედნად უნდა იქცეს, რაც აღნიშნულ სფეროში განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის და მათთვის ახალი იმპულსის მიცემის საშუალება იქნება.

“ამ ეტაპზე სამხედრო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე შედარებით დიდი მოთხოვნაა ნოვატორულ გამოგონებებზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული საკითხების სხვაგვარად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, ცვლის სამხედრო მოქმედებების წარმოების სტრატეგიას და ზრდის სამხედრო სამსახურის უსაფრთხოების დონეს; გამოფენას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მსგავსი საკითხების განხილვის პლატფორმად იქცეს, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას”.

თავის მხრივ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა:

“ყველაფერი, რაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში კეთდება, ორიენტირებულია ორგანიზაციაში არსებული ქვეყნების უსაფრთხოების უპირობო და უდაო უზრუნველყოფაზე. რა თქმა უნდა, მთავარი ძალისხმევა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხმარდება, პირველ რიგში პოლიტიკური საშუალებებით, იმ დიდი პოლიტიკური პოტენციალის გამოყენებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს. თუმცა, მოვლენების და ტენდენციების განვითარების ლოგიკა ორგანიზაციის ძალოვანი პოტენციალის განმტკიცების აუცილებლობაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში კოლექტიური ძალები ჩამოყალიბდა, ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედებს ბაზები და ეს ყველაფერი ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ძალები ეფექტიანი იყოს და ნებისმიერი საფრთხის მოგერიება შეძლოს, თანამედროვე შეიარაღებით და ტექნიკით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ტექნიკა შეთავსებადი უნდა იყოს იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს გართულებები არ ჰქონდეთ ერთობლივი ოპერაციების ჩატარებისას. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მაღალი დონის უზრუნველყოფას დიდ ძალისხმევას ვახმართ. დღევანდელი გამოფენაც სწორედ ამ ძალისხმევის დადასტურებაა, რათა ერთობლივი პოტენციალის გამოყენებით შეიარაღების ახალი სახეობების, ერთობლივი საწარმოების და უკვე არსებული სამხედრო ტექნიკის რემონტის უზრუნველყოფის ერთობლივი სერვის-ცენტრები შევქმნათ. ეს გამოფენა პირველია სომხეთში და ვიმედოვნებ, ის ახალ ტრენდად იქცევა”.

img_7328აღნიშნული ღონისძიების მიზანია, სომხეთის რესპუბლიკაში უსაფრთხოების და სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობა და მოდერნიზება, მათი ბრძოლისუნარიანობის და ეფექტიანობის ამაღლება, ასევე თანამედროვე საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური გამოგონებითი მიღწევების შესწავლა. საექსპოზიციო ნაწილში წარმოდგენილი იყო სამხედრო მრეწველობის სფეროში მომუშავე კომპანიები, ზოგიერთი IT-ორგანიზაცია, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის, ინფორმაციული და ტექნოლოგიური სისტემების, სპეციალური ტექნიკის და ტრანსპორტის ნიმუშები.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მონაწილეების ნახევარზე მეტი შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ტექნიკური საშუალებების უცხოელი მწარმოებლები იყვნენ.

ექსპონენატებს შორისაა რუსეთის, პოლონეთის, ჩინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, გერმანიის, ყაზახეთის ცნობილი სამრეწველო საწარმოები და სამეცნიერო დაწესებულებები.

Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში კომპანია “TyphoonH”-ის წარმომადგენელმა არმენ ვართანიანმა განაცხადა, რომ კომპანია უკვე ხუთი წელია არსებობს და უპილოტო სისტემების, ძირითადად, გექსოკოპტერების, კვადროკოპტერების და თვითმფრინავების შემუშავებით არის დაკავებული. სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავება კომპანიამ, კარგად ცნობილი აპრილის მოვლენების შემდეგ დაიწყო.

“ივანოვოს პარაშუტების ქარხნის” წარმომადგენელმა ვლადიმერ პოტაპოვმა Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთში სპეციალური დანიშნულების საპარაშუტო სისტემა ჩაიტანა.

“ჩვენ სომხეთს პერიოდულად სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურისთვის საპარაშუტო-სადესანტო ტექნიკას ვაწვდით. ესენია: საპარაშუტო სისტემა «Мальва» და «Д6» სერია 4, ასევე სადესანტო საპარაშუტო სისტემები და სათადარიგო საპარაშუტო სისტემები 35. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებთან და უწყებებთან კონტაქტებს დავამყარებთ. ასეთი კონტაქტები თავდაცვის სამინისტროების სტრუქტურებს შორის უკვე დამყარებულია”.

ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ჯო ლომმაც თავისი კომპანია წარადგინა. “ჩვენ სახელმწიფო კომპანია ვართ. ჩინეთში სამხედრო პროდუქციას ვაწარმოებთ. გარდა ამისა, ინფორმატიზაციას ვეწევით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სომხეთთანაც ვითანამშრომლებთ. გამოფენა ასეთი საკითხების განსახილველად შესანიშნავი პლატფორმაა”.

კომპანია «Локатор»-ის წარმომადგენელმა კარენ არუთიუნიანმა ისაუბრა სფეროზე, რომელიც მანქანებზე აუცილებელი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

“ჩვენ მოწყობილობები ევროპიდან ჩამოგვაქვს და მანქანებზე ვამონტაჟებთ. მონტაჟდება ასევე GPS ტრეკერები. შემდეგ ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის დახმარებით შესაძლებელია მანქანის გაკონტროლება. შესაძლებელია მისი ონლაინში დანახვა, მისი მოძრაობის ტრაექტორიის, ტექნიკური მახასიათებლების, ავზში არსებული საწვავის და მგზავრების რაოდენობის შესახებ მონაცემების მიღება. ეს მოწყობილობა ყველა მანქანის ადგილმდებარეობის გაგების და საჭიროების შემთხვევაში, მათი სწორი გადაადგილების საშუალებას იძლევა”.

გამოფენა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ღონისძიებების (კუშო) – სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისიის საქმიანი საბჭოს და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში კონფერენციის ჩატარების მოედნად იქცა. გამოფენის ოფიციალური ღონისძიებები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბორდიუჟას, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიის დელეგატების მონაწილეობით ჩატარდა, რაც იმავდროულად ერევანშიც გაიმართა.

სახელმწიფოთაშორისი კოოპერაციების საკითხებზე გამოფენები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების კონფერენციით გაგრძელდა, რომელშიც IT-ტექოლოგიების სფეროში მომუშავე რუსული და სომხური წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დახურული სააქციო საზოგადოება “ЕрЗММ” და დახურული სააქციო საზოგადოება “საგამოფენო კომპანიების გაერთიანება “БИЗОН”. გამოფენაში მსოფლიოს 9 ქვეყნიდან 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

მოაზმადა არმინე აგარონიანმა

Maram-ის ფოტოები