ეკონომიკური რეფორმები ნავთობის გაიაფებისა და პრობლემური კრედიტების ფონზე

ნავთობის მკვეთრად გაიაფებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკის გადატვირთვა დაიწყო. აზერბაიჯანის დღის წესრიგში დგას, ინვესტორებისა და ტურისტების მისაზიდად, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობების შექმნა. ასევე, უნდა განვითარდეს მრეწველობა, რის შედეგადაც შექმნება სამუშაო ადგილები და ქვეყანაში გაიზრდება სამომხმარებლო შესაძლებლობები.

Fitch -ის პროგნოზები

Fitchსაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის კურსი, მოკლევადიან პერსპექტივაში – 6-12 თვის განმავლობაში, სტაბილურ დონეს შეინარჩუნებს, თუმცა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად დიდხანს იქნება ნავთობი იაფი, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება და, როგორი იქნება მიმდინარე ოპერაციები.

“ამჟამად კურსი დაეცა და იმპორტი თუ შემცირდება, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტი არ  შეიქმნება, შესაძლოა კურსზე ზემოქმედების თავიდან არიდება მოხერხდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს Fitch Ratings-ის ფინანსური ორგანიზაციების დირექტორმა დიმიტრი ვასილევმა.

სარეიტინგო სააგენტოს წარმომადგენლის აზრით, ნავთობზე ფასი დიდი ხნის განმავლობაში თუ დარჩება დაბალ მაჩვენებელზე და ექსპორტიც შემცირდება, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშებზე ზემოქმედება განხორციელდება.

“ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, თუ სახელმწიფო თავისი რეზერვიდან, მანათის კურსის მხარდასაჭერად, რამდენს დახარჯავს”, – ამბობს ვასილევი.

სააგენტოს ანალიტიკოსებს, რესპუბლიკის ეკონომიკის დესტაბილიზაციის ფაქტორად მოჰყავთ პრობლემურ კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც Fitch -ის ექსპერტები აცხადებენ, პრობლემური კრედიტების ხვედრითი წონა ( 90 დღეზე მეტი)  2015 წლის შედეგების მიხედვით 9,5%-მდე გაიზარდა. 2014 წლის ბოლოსათვის კი, ამ მაჩვენებელმა 8,3% შეადგინა.

რეიტინგული სააგენტოს წარმომადგენლის აზრით, თუ ნავთობის ფასი დიდი ხნის განმავლობაში დაბალ მაჩვენებელზე იქნება და ექსპორტიც შემცირდება, შესაბამისად მიმდინარე ოპერაციების ანგარიშებზე ზეწოლა წარმოიქმნება.

მანათის კურსი

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს მანათის კურსი რეკორდულ 1 აშშ.დოლარი -1,62 მაჩვენებლამდე დაეცა, მარტის ბოლოსთვის უკვე 1,50 მაჩვენებელზე გამყარდა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალივემა, მანათის კურზე საუბრისას განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს საბანკო სისტემის გამოჯანმრთელებისა და განმტკიცების პროცესი და ამ მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

 

Aliev“ფინანსური კონტროლის სფეროში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო სისტემის განმტკიცებას. ჩვენ საბანკო დეპოზიტების სრულად დაზღვევის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამას სოციალური ხასიათიც აქვს და მოსახლების საბანკო სისტემისადმი ნდობას განამტკიცებს. სამწუხაროდ, დღეს დეპოზიტების უმრავლესობა აშშ.დოლარებში ინახება. ბუნებრივია, ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისათვის პოზიტიური ნამდვილად ვერ იქნება”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მანათის კურსი დასტაბილურდა და მომავალში დოლარიზაციის ტენდენცია  შეჩერდება. “ერონული ვალუტისადმი ნდობის ზრდასთან ერთად, მოსახლეობა შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. იძულება დაუშვებელია. საქმე ისე უნდა გაკეთდეს, რომ მოქალაქეებმა დეპოზიტების ეროვნულ ვალუტაში შენახვა გადაწყვიტონ”, – დასძინა მან.

მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყნის ეკონომიკა ფინანსური „შოკის“ შემდეგ მეტ -ნაკლებად გამოცოცხლდა,  სამუშაო ადგილები კვლავაც მცირდება. ეს კი სერიოზული დარტყმაა მოსახლეობის გადახდისუნარიანობისთვის, რაც ბუნებრივია, ეკონომიკის სხვა სფეროებსა და საბანკო სისტემაზეც აისახება.

პრობლემური კრედიტები

სწორედ ამ მიზეზით დღეს საბანკო კაპიტალის მესამედი პრობლემური კრედიტია, რომლის საერთო მოცულობა 2016 წლის პირველი მარტის მონაცემებით 1 329,5 მილიონი მანათია.

“პირველი თებერვლის მონაცემებთან შედარებით, პრობლემური კრედიტების მოცულობა 14,9 მილიონი მანათით, ანუ 1,13%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ანგარიშში –  191,3 მილიონი მანათით, ანუ 16,8%-ით.  ვადაგადაცილებული კრედიტების ხვედრითი წონა, საკრედიტო პორტფელიოში 6,5%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებლი პირველი თებერვლისთვის 6,2% იყო, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,5%”, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

 

ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანის საბანკო სექტორი დღეს, დიდ ზემოქმედებას განიცდის და იმისთვის, რომ ბანკებმა „გამოცოცხლება“ დაიწყონ, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების ზომები კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას ექსპერტმა ფაუდ ალიზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შესწევს უნარი, წლის დასაწყისში დაწყებულ ნეგატიურ ტენდენციებში გარდატეხა შეიტანოს, რაც  ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების შემცირებამ გამოიწვია.

 

“შემდგომი ეტაპი არანავთობის სფეროა. ძირითად მიმართულებებად სამშენებლო სექტორი და სოფლის მეურნეობა გახდება. სამშენებლო სექტორის განვითარების მნიშვნელობა განპირობებულია ეფექტით, სადაც თითოეული ჩადებული მანათი დამატებით ოთხ მანათს მიიღებს. სოფლის მეურნეობაში საუბარია ბამბის წარმოების განვითარებაზე. უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შესაძლებელია, ბამბის მნიშვნელოვანი მოსავალი მივიღოთ, “თეთრი ოქრო” კი ჩვენს ეკონომიკას სერიოზულ სავალუტო რეზერვებს მოუტანს”, – განაცხადა ეკონომისტმა.

აზერბაიჯანში ტურიზმის სფეროს განვითარებას რაც შეეხება, ექსპერტის აზრით, ტურისტებს ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან აშინებთ.

სამშენებლო სფეროს აღორძინება

 

უკანასკნელი ორი წელიწადის განმავლობაში, სამშენებლო სექტორის საერთო სურათი, გასაგები მიზეზებით,  ძალზედ შეიცვალა და ძალიან ბევრ აზერბაიჯანელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც სწორედ ეს სექტორი იყო შემოსავლის ძირითადი წყარო. როგორც ცნობილია, სამშენებლო სექტორი მასთან დაკავშირებული სექტორების მთელ ჯაჭვს მოიცავს და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს. არსებულ ვითარებაში კი ამაზე უარის თქმა არამიზანშეწონილია. ქვეყნის პრეზიდენტს ამ სფეროსთვის რომ არ მიექცია ყურადღება, ქვეყნის ეკონომიკა კრიზისის ყველა შედეგს, უახლოეს მომავალში სამშენებლო სფეროში გაიზიარებდა.

ამგვარად, პრეზიდენტის განკარგულებით, პირველ კვარტალში 37 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის 31 ათასი – მუდმივი. მეორეს მხრივ, 13 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, თუმცა დადებითი ბალანსი სახეზეა.

“ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი სამუშაო ადგილი უფრო მეტად სახელმწიფო სექტორში  გაჩნდა. ეს საკითხი ჩემი განკარგულებით მოგვარდა, რადგანაც სამშენებლო და სხვა სექტორში ზოგიერთი სამუშაო შეჩერდა.  უმუშევრობასთან ბრძოლა, სახელმწიფო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით გადავწყვიტე. იქმნება საზოგადოებრივ სამუშაოებთან დაკავშირებული ადგილები. პირველ კვარტალში შექმნილი, ამდენი სამუშაო ადგილი, ცხადია ადამიანების სოციალურ დაცვაზეა გათვლილი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წლის ბოლომდე, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება რეგიონალური განვითარების სფეროშიც, რისთვისაც დაახლოებით 2 მილიარდი მანათი იქნება საჭირო. ამ თანხის ნაწილი სახელმწიფოს საშეღავათო კრედიტების, ხოლო მეორე ნაწილი – კერძო სექტორის ხარჯზე ანაზღაურდება. ამგვარად, არანავთობის სფეროში ჩადებული ინვესტიციები, ეკონომიკის გამოცოცხლებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქვეყანაში  ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

 

გარდა ამისა, აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანიები დღეს, დიდ დაკვეთებს ასრულებენე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში.  ამ ყველაფერს სამშენებლო მასალის სფეროც რომ დაემატოს, ქვეყანა უცხოურ ვალუტაში სერიოზულ მოგებას ნახავს.

დასავლეთი ფსონს გაზის დერეფანზე დებს 

აზერბაიჯანმა იმას მიაღწია, რომ აშშ-მ გაზის სამხრეთ დერეფნის ობლიგაციები, 1 მილიარდ აშშ.დოლარად შეისყიდა. ამასთანავე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტმა აშშ-ში და გაზის სამხრეთ დერეფნის თაობაზე ამერიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებამ ცხადყო, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამ პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული.

 

gaz

როგორც Dalma News-ის კორესპონდენტს, აშშ-ს ამჟამინდელ რეალიებში გაზის სამხრეთ დერეფნის საჭიროებაზე საუბრისას, ფაუდ ალიზადემ განუცხადა, აშშ მთელი დასავლური სამყაროს ინტერესების დამცველის როლში გამოდის.

“აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანი დღეს ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდების ერთადერთი ახალი ალტერნატიული წყაროა. ანუ, შეთავაზებული რუსული პროექტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის სახით, ახალ სარესურსო ბაზასა და ახალ მიმწოდებელზეა საუბარი, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგო მატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციას. ანუ საუბარია აშშ-ს მიერ თავისი მოკავშირის – ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციის საკითხში”, – დასძინა მან.

ექსპერტის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისგან განსხვავებით, გაზის სამხრეთ დერეფნიდან აშშ-ს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელზე საუბარი საჭირო არ არის. თუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ამერიკული კომპანიებიც მონაწილეობდნენ, გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტში ისინი ჩართულები არ არიან.

რაც შეეხება მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამის გარანტად სამხრეთ დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნები გამოდიან. “ანუ აშშ-ს მხრიდან პროექტის დასაცავად რაიმე ძალის ჩართვა გამორიცხულია”, – განაცხადა ალიზადემ.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა