ბაქოში გაეროს ცივილიზაციების ალიანსის VII გლობალური ფორუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი, მალტის პრეზიდენტი მარია ლუიზა კოლეირო პრეკა, გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ცივილიზაციის ალიანსის საკითხებში ნასირ აბდულაზიზ ალ-ნასერი, ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩი, ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და სხვა მაღალჩინოსანი პირი. დაგეგმილი იყო ღონისძიებაში გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მონაწილეობაც, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გადაიდო.

Pan-Gi-Munმიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური მდივანი, გარკვეულ მიზეზთა გამო, ბაქოში ვერ ჩავიდა, ფორუმზე “ბაქოს დეკლარაცია” მიიღეს, რომელიც ცივილიზაციებს შორის დიალოგის გამართვის ახალ გამოწვევად იქცა. სამი დღით ადრე, მაღალჩინოსნების მონაწილეობით მთელი რიგი სხდომები და დაახლოების 30 სესია ჩატარდა.

VII გლობალური ფორუმის მთავარი თემა იყო “ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება”. ღონისძიების მსვლელობისას გამოთქმული ძირითადი თეზისის თანახმად, მსოფლიო თანამეგობრობა ვეღარ უგულვებელჰყოფს მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის პასუხისმგებლობას. ამ მიზეზით, ბაქოში გამართული ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებს შორის ურთიერთქმედებისათვის საერთო საკაცობრიო საფუძვლების მისაგნებად. თანამედროვე მსოფლიოში ხომ ისეთი მოვლენები გამძაფრდა, როგორიცაა რელიგიური რადიკალიზმი, ნაციზმი და ექტრემიზმი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საუკუნის განმავლობაში იყო ადგილი, სადაც რელიგიები და ცივილიზაციები ერთმანეთს ერწყმოდნენ. “აქ რელიგიები და კულტურები მშვიდობიანად არსებობდნენ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მიღებული მულტიკულტურალიზმის გაგება, თუმცა აქ თავად იდეა არსებობდა. ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და მიღწევებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Alievმან ასევე დასძინა, რომ უძველეს ეკლესიებს შორის, ალბანურიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობდა: “დღეს ქვეყანაში ეკლესიების, სინაგოგების რეკონსტრუქცია და რემონტი მიმდინარებს, ეს ჩვენი პოლიტიკა და ცხოვრების სტილია”.

ალბათ, არავინ უარყოფს, რომ თანამედროვე მსოფლიო ფასეულობების კოლაფსსა და რადიკალიზმის აღზევებას განიცდის. ამის ნათელი დადასტურებაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. იქ რელიგიურ ნიადაგზე ადამიანებს ხოცავენ და ეს მთელი კაცობრიობის გლობალური პრობლემაა.

მეორეს მხრივ, უკეთესი ვითარება არც დასავლეთშია. მიგრანტების პრობლემამ ევროპა ეროვნული ნიადაგის რადიკალიზაციამდე მიიყვანა, ასევე გავრცელდა ისლამოფობიური განწყობა. სწორედ ამ მიზეზით დღეს აზერბაიჯანი ერების, რასებისა და რელიგიების თანასწორობას უჭერს მხარს. მსოფლიოს კი ძალიან სჭირდება ისეთი ღონისძიებების გამართვა, სადაც შემწყნარებლობისაკენ მოწოდება პირველ ადგილზე დგას, რადგანაც მსოფლოს ხალხების წინაშე დღეს, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ომის გაჩაღების საშიშროება არსებობს.

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ ცივილიზაციებს შორის ურთიერთქმედების ახალი მექანიზმები, რადგანაც თანამედროვე სამყაროში ფასეულობების ძველი სისტემა აღარ მუშაობს. აზერბაიჯანი, როგორც ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს მსოფლიოს ხალხების თანასწორობას, შესანიშნავ მოედნად იქცა დიალოგისა და ახალი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.

ბაქოს ფორუმის შედეგებზე საუბრისას ექსპერტმა არიე გუტმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს საერთაშორისო ინტელექტუალური მოედანი, სადაც მსოფლიო გამოწვევებზე სასაუბროდ მსოფლიოს 140 ქვეყნიდან პოლიტიკური, სამეცნიერო, ინტელექტუალური მოღვაწეები და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

arye_gut_211015“დღეს აღარ განიხილება ისეთი პრობლემატიკა, როგორიცაა მულტიკულტურალიზმის შედარებითი კვლევები, ექსტრემიზმის თავიდან აცილება, გლობალური სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი, უსაფრთხოება და განვითარება, ქალაქების როლი გლობალური მიგრაციის დროს, მშვიდობის დასამყარებლად პირობების შექმნა და ტერორის თავიდან აცილება, ჟურნალისტიკის როლი ძალადობრივი ექტრემისტული პროპაგანდის აღკვეთის საქმეში, მედიის აქტუალური საკითხები საინფორმაციო სივრცის გლობალიზაციის პირობებში”, – განაცხადა.

ებრაელი ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო ბოლო 5 წელიწადში მართლაც საერთაშორისო მოედნად და “ინტელექტუალურ დავოსად” იქცა საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშომლობისათვის.

“პოლიტიკა და ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის იდეის პოპულარიზაცია, რასაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ახორციელებს, იმ სტრატეგიის ანარეკლია, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანული სახელმწიფოს მულტიკულტურალიზმის პოლიტიკისა და ტოლერანტობის შენარჩუნებისკენ, მსოფლიოში შემდგომი მისი განვითარება-პროპაგანდირებისკენ თანამედროვე და ძლიერი აზერბაიჯანის მოდელის შესანიშნავ მაგალითზე”, – დასძინა მან.

ანალიტიკოსის თქმით, გაეროს გლობალური ფორუმი აზერბაიჯანისათვის კიდევ ერთი რეალური შესაძლებლობაა, აჩვენოს მსოფლიოს მულტიკულტურული და ცივილიზაციათა შორის დიალოგის მაგალითი. “დღეს ეს უდავო ფაქტია. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ როლს ასრულებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. ის ფაქტი, რომ გაეროს ცივილიზაციების ალიანსის ფორუმი სწორედ აზერბაიჯანში მიმდინარეობს, შეიძლება შევაფასოთ, როგორც “ცეცხლის ქვეყნის” გეოპოლიტიკური წარმატება საერთაშორისო არენაზე”, – დასძინა ექსპერტმა.

P.S. დასასრულს უნდა ითქვას, რომ იქნებ მსოფლიოს ქვეყნები დაფიქრდნენ მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე. მსოფლიო ქვეყნების უსამართლო დაყოფა სუბიექტ-სახელმწიფოებად და მსოფლიო პოლიტიკის ობიექტებად, კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ, დიდმა სახელმწიფოებმა შედარებით პატარა სახელმწიფოები თანასწორად უნდა მიიღონ და ისინი საკუთარი მიზნების მისაღწევად არ უნდა გამოიყენონ.

სუბიექტი ქვეყნების გეოპოლიტიკურმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რო მ პატარა სახელმწიფოები, ქვეყანა-ობიექტები, დაუცველები არიან. სირია და ლიბია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რას იწვევს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თამაშები. გლობალური სახელმწიფოების წინააღმდეგ შემაკავებელი ფაქტორი კი არ არსებობს. ასე რომ, კონტროლისა და ბალანსის სისტემა არ მუშაობს, რადგან იგი თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც აფრიკის, ან თუნდაც მუსულმანების ინტერესებს დაიცავს. ეს კი თავისთავად უსამართლობის პრეცედენტს ქმნის. რა უნდა გააკეთონ ასეთ პირობებში, მსოფლიოს სუსტმა ერებმა? ჩაიკეტონ, როგორ ჩრდილოეთ კორეა და განავითარონ ბირთვული შესაძლებლობები, რათა გეოპოლიტიკური შეტაკებების ქვეყნად არ იქცნენ?

ნიჯატ გაჯიევი