მონეტების ისტორია სახელმწიფოს განვითარების პროცესზე მოგვითხრობს. შედეგად, წარმოდგენა გვექმნება არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ გარკვეული სოციუმის ცხოვრების წესზე. გარდა ამისა, ნუმიზმატიკის შესწავლა აღადგენს ისტორიის იმ ნაწილს, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია: გამოსახულება და წარწერა, მონეტებზე ამოტვიფრული გამოსახულებები წარსულის საიდუმლოებას გვიმხელს. მაგალითად, სომეხი მეფის – ტიგრან დიდის (ჩვ.წ-აღ-მდე 95-55 წწ.) გამოსახულება მონეტის გარდა არსად არის შემონახული. მხოლოდ მათი წყალობით შეგვიძლია გავარკვიოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურებოდა მეფე, არამედ სამოსისა და გვირგვინის ტიპი.

ჩვენ შევეცადეთ სომხური ნუმიზმატიკის ისტორიის ფარდა, ოდნავ მაინც აგვეხსნა და ამ მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ნიმუზმატიკის ექსპერტ გევორქ მუგალიანს გავესაუბრეთ.

მონეტებამდე პერიოდი

თავდაპირველად, როდესაც ფული არ არსებობდა, ვაჭრობა ნატურალური მეურნეობით მიმდინარეობდა, სადაც ექვივალენტს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი წარმოადგენდა, მაგალითად როგორიცაა მარილი, მარცვლეული და შინაური ცხოველები. მოგვიანებით ისინი ლითონმა ჩაანაცვლა, რომელსაც სამკაულების სახით ამზადებდნენ. ზოგ ტერიტორიაზე თავისებური ფულიც კი არსებობდა. მაგალითად, ცხოველის ტყავი. წყნარი ოკეანის აკვატორიაში კაურის ნიჟარები დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე, ფულის ექვივალენტს წარმოადგენდა.

ისტორიის დასაწყისი

ჩვ.წ-აღ-მდე მერვე საუკუნის ბოლოს და მეშვიდე საუკუნის დასაწყისში, ლიდის სახელმწიფოში, რომელიც მცირე აზიაში – დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირველი მონეტა ელექტრუმისაგან (ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენაერთი) მოჭრეს. მოგვიანებით, ეს მონეტები ბერძნული სამყაროს მთელს ტერიტორაზე გავრცელდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, კუნძულ ეგინზე პირველი ვერცხის ფული გამოჩნდა, რომელიც მინარევებისგან გაწმენდილი იყო.

ყველაზე უძველესი მონეტა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, ბერძნული და აქემენიდური მონეტებია. ამ მონეტების ვერცხლის ეგზემპლარები ძვ.წ-აღ-ის დაახლოებით V საუკუნით თარიღდება.

სომხური ნუმიზმატიკის დასაწყისი

სომხური ნუმიზმატიკის ისტორია სომხეთის მეფეების სოფენების (ცოპაკების) მმართველობას უკავშირდება. ისინი ძვ.წ-აღ-ის III საუკუნის მეორე ნახევარშია მოჭრილი. მაშინ მიმოქცევაში ფოლადის მონეტები იყო.

არტაშესიდების სომხური სამეფოს, რომელიც ძვ.წ-აღ-ის II საუკუნეში დაარსდა, პირველი მმართველები მონეტებს არ ჭრიდნენ. ხოლო შემდგომი მეფეები, ტიგრან დიდიდან მოყოლებული, მხოლოდ ვერცხლისა და ფოლადის მონეტებს ჭრიდნენ. ტიგრან დიდის ვერცხლის მონეტებს “დრაჰმა” და “ტეტროდრაჰმა” ეწოდებოდა, ხოლო ფოლადისას – “ხალკი”. მათ ჭრიდნენ, როგორც სომხეთის ქალაქებში: არტაშატსა და ტიგრანაკერტში, ისე სირიაში: ანტიოქიაში, დამასკოსა და სხვა ქალაქებში, სადაც სამონეტო სახლები არსებოდნენ.

არტაშესიდების დინასტიის მეფეთა მონეტები საინტერესოა იმით, რომ მათზე გამოსახული იყო გვირგვიანიანი მეფის სახე, ხოლო მეორე მხარეს – მითოლოგიური ხასიათის გამოსახულება. არტაშეს მეორეს ფოლადის მონეტებზე ძირითადად ძაღლები, ყურძნის მტევნები და ფუტკრები. საზოგადოებრივი ტიპის მონეტების გარდა, იჭრებოდა საქალაქოც. როგორც წესი, ისინი ფოლადის იყო და მხოლოდ ქალაქის ფარგლებში მოქმედებდა.

ცნობილია ქალაქ არტაშატის ფოლადის მონეტები, რომლებიც ჩვ.წ-აღ-ის I საუკუნით თარიღდება.

პირველი მონეტები ხელით იყო შესრულებული და ამიტომ, ვერ იქნებოდა აბსოლუტურად მრგვალი, რასაც არც ისე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. განსაკუთრებული კონტროლი წესდებოდა ძვირფასი ლითონის, ძირითადად ოქროსა და ვერცხლისგან მონეტების მოჭრისას, რადგანაც აუცილებელი იყო მონეტის წონის დაცვა. არტაშესიდების დინასტიის მეფეების მონეტები დრაჰმის საფუძველზე, ბერძნული საანგარიშო-წონის სისტემის მიხედვით იჭრებიდა. დრაჰმის ნომინალური წონა 4,36 გრამი იყო. რაც შეეხებოდა ფოლადის მონეტებს, მათი მოჭრა დაახლოებითი წონითაც შესაძლებელი იყო. თხელი მონეტები ადგილ-ადგილ ზიანდებოდა და იხვრიტებოდა.

ძალზედ საინტერესოა ბაგრატიდების დინასტიის ლორიისის განშტოების მეფე კიურიკეს ფოლადის მონეტა, რომელსაც ძალიან ვიწრო ადგილობრივი მიმოქცევა ჰქონდა. თუმცა, იგი საინტერესოა იმით, რომ მასზე წარწერა სომხურ ენაზეა შესრულებული.

ახ.წ-აღ-ის XI საუკუნის ბოლოს გამოჩნდა კილიკიის სომხური სახელმწიფო. ეს პერიოდი ორ პირობით ნაწილად იყოფა: სათავადო – 1060-1198 წწ. და სამეფო -1198-1375 წწ. კილიკიის თავადების მონეტები ძალზედ იშვიათია. ჩვენამდე, მხოლოდ ფოლადის მონეტებმა მოაღწიეს. რაც შეეხება სამეფო პერიოდს, ყველაზე მრავალფეროვანი : ფოლადის, ვერცხლისა და ოქროს მონეტები გვხვდება, რომლებიც სისეს, აიასსა და ტარსონის ქალაქებშია მოჭრილი.

კილიკიის მეფის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ვალუტის გამოშვება დიდი ხნით შეწყდა, მაგრამ საინტერესო ფაქტია ის, რომ თათარ-მონღოლთა მმართველობის პერიოდში, აბუ საიდ ხანის დროს, მონღოლური მონეტები ერევნის სამონეტო სახლის სახელს ატარებს. V-VI საუკუნეებში სომხეთის დასავლეთი ნაწილი ოსმალოს იმპერიის, ხოლო აღმოსავლეთი – სპარსეთის მმართველობაში ექცევა. სომხურ ქალაქებში, ძირითადად ერევანში, მონეტების მოჭრა XIX საუკუნის დასაწყისამდე გრძელდება.

ზოგ მონეტაზე დატანილია, მასზე მომუშავე და პასუხისმგებელი ოსტატების ცალკეული ელემენტები და ნიშნები.

მეფობის პერიოდიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცევა. ამ პერიოდში, აქტიურ მიმოქცევაშია ფულის ქაღალდის კუპიურები და რაღა თქმა უნდა, მონეტებიც.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მიმოქცევაში იყო მარკებზე დაბეჭდილი ბევრი ბანკნოტი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ საკუთარი ფული გამოუშვა. რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასია რუსეთის შემადგენლობიდან მთლიანად გამოვიდა და ამიერკავკასიის კომისარიატმა თავისი ფული გამოუშვა, სადაც ბანკნოტებზე წარწერა სომხურ ენაზე პირველად გამოჩნდა. თავისი არსით, ამან საფუძველი ჩაუყარა სომხური ბანკნოტების გამოშვებას. დაიბეჭდა 1-დან 250 რუბლის ნომინალის ფული. 1919 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1919 წელს სახელმწიფოს ბანკის ერევნის განყოფილების დროებითი ქვითრების პირველი სერია გამოიცა, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებოდნენ. 1920 წელს მიმოქცევაში 50, 100 და 250 რუბლის ფულის ერთეული ჩაეშვა, რომლებიც ინგლისში მოჭრეს.

ეს ფული მიმოქცევაში ძალზედ ცოტა ხანს იყო, რადგანაც იმავე წლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა და 1921 წელს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი ფული დაიბეჭდა. 1922 წელს გადაწყდა სამი ამიერკავკასიული რესპუბლიკის გაერთიანება და შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაციული კავშირი. 1923-1924 წლებში მიმოქცევაში ჩაეშვა 1000-დან მილიარდამდე ნომინალის ფულის ნიშნები. 1924 წლის აპრილში მიმოქცევაში არსებული ყველა ფული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ფულის ერთეულმა შეცვალა, რომელიც მიმოქცევაში 1993 წლის 22 ნოემბრამდე იყო.

ამის შემდეგ მხოლოდ დრამია

1993 წლის 22 ნოემბერს მიმოქცევაში დამოუკიდებელი სომხეთის ფულის ბანკნოტის პირველი ნიმუში ჩაეშვა, თუმცა დღეისთვის ისინი მთიანად გამოსულია მიმოქცევიდან. პატარა ნომინალების ბანკნოტები 10-დან 500 დრამის ნომინალის მონეტებმა შეცვალეს. სპეციალისტების შეფასებით, მონეტები 20 და მეტ წელიწადს ცხოვრობენ, ხოლო ქაღალდის კუპიურები – ორ წლამდე.

1994 წლის 21 თებერვალს 10, 20 და 50 ლიმისა და 1,3,5,10 დრამის ნომინალის ალუმინის მონეტები გამოჩნდა. 1000 და 5000 დრამის ღირებულების ფულის ერთეული მიმოქცევაში 1994-1995 წლებში ჩაეშვა, 1998 წელს 50 და 100 დრამის ნომინალის ახალი კუპიურები შემუშავდა, ერთი წლის შემდეგ კი 500, 1000 და 20 ათასი დრამის ნომინალის ბანკნოტი განახლდა. მოგვიანებით მათ 5 000 დრამის ღირებულების ბანკნოტი დაემატა. 2003 წელს კი მიმოქცევაში 10 ათასიანი ბანკნოტი ჩაეშვა.

დრამის გამოცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სომხური ფულის ერთეულის გრაფიკული ნიშნის კონკურსი ჩაატარა, რომელშიც კარენ კომენდარიანისა და რუბენ არუტჩიანის მიერ შესრულებულმა ერთობლივმა ესკიზმა გაიმარჯვა.

დღეს სომხური დრამი ევროპის საუკეთესი ტიპოგრაფიულ დაწესებულებებში სუფთა ბამბის ქაღალდზე იბეჭდება, რის შემდეგაც იგი დაფარულია ლაქით, რომელიც კუპიურის გამძლეობას უზრუნველყოფს.

ქაღალდის სომხურ ფულზე მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების პორტრეტებია გამოსახული. შესაბამისი გადაწყვეტილება სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, კავშირებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორედ კულტურის ცნობილი მოღვაწეების სახეების ფულზე გამოსახვას დაუჭირა მხარი. 1993 წლის პირველი ბანკნოტები მხატვრებმა გრაჩია ასლანიანმა და აშოტ მანუკიანმა შეიმუშავეს.

თანამედროვე სომხური ბანკნოტების დაცვითი ზომა

სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მუზეუმში ბევრი მონეტა და ქაღალდის კუპიურაა წარმოდგენილი.

ყალბი კუპიურის ნამდვილისგან გარჩევა შესაძლებელია, რამდენიმე პარტიული ნიშნით: ქაღალდის დრამზე ყველა პორტრეტი და ზოგიერთი წარწერა შესრულებულია სქელი საღებავით, რომელიც რელიეფურობას ქმნის. ასევე არის ლოკალური მრავალტონიანი ჭვირნიშანი, რომელიც ბანკნოტის მთავარი გვერდის პორტრეტს ასახავს. დამცავი გაუმჭირვალი ძაფი ქაღალდზე, რომელიც ადგილ-ადგილ ზედაპირზე ჩნდება და რომელიც სრულად მხოლოდ სინალთეზე გახედვისას სჩანს. კუპიურას ასევე სხვადასხვაგვარი მოხატულობა აქვს, რომლებიც შუქზე გახედვისას ერთ მთლიან გამოსახულებას იკვრება. ოვალურ მოხატულობაში კუპიურის ნომინალია ჩამალული, რომლის დანახვა შესაძლებელია, მხოლოდ მახვილი კუთხიდან. ჰოლოგრაფიული ელემენტი რაკურსის ცვლილების დროს სხვადასხვა გამოსახულებებს აჩვენებს და ა.შ.

დამოუკიდებელი სომხეთის საკოლექციო მონეტების ისტორიიდან

პირველი საკოლექციო მონეტა სარდარაპატის ბრძოლას მიეძღნა. ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც 1918 წლის 21-28 მაისს მოხდა, ერთ მხარეს – სომხეთის რეგულარული სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული ფორმირებები, მეორე მხარეს – აღმოსავლეთ სომხეთში შეჭრილი თურქული არმია, რკინიგზის სადგურ სარდარაპატის რაიონში იბრძოდნენ. მონეტა 1994 წლის 28 მაისს მოიჭრა და იგი 25 დრამის ღირებულების იყო.

სომხური ანდანისადმი მიძღვნილი საკოლექციო 78 მონეტას შორის 39 ვერცხლით არის შესრულებული, ხოლო დანარჩენი 39 – ოქროთი. გამოიცა ასევე მონეტების სერია, რომლებიც სომხურ ხაჩკარებს, ეკლესიებს, ეჩმიაძინის საგანძურსა და ა.შ. მიეძღვნა. ნუმიზმატებისთვის ძალიან ძვირფასია შემდეგი მონეტები:

– 2008 წელს გამოშვებული ერთ კილოგრამიანი ოქროს მონეტა, რომელზეც წმინდა ეჩმიაძინის XX საუკუნის საპატრიარქო ტახტის მფლობელი, 7 სომეხი კათოლიკოსია გამოსახული.

– 2008 წელს გამოშვებული 1000 დრამის ღირებულების ვერცხლის მონეტა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ასტროფიზიკოს ვიქტორ ამბარცუმიანის დაბადების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა და რომელიც 500 ეგზემპლარის ტირაჟით გამოიცა.

– 10 ათასი დრამის ნომინალის ოქროს მონეტა, რომელიც სომხური წარმომავლობის ცნობილი მწერლის უილიამ საროიანის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს მონეტა 1000 ეგზემპლარის ტირაჟით გამოიცა.

საიუბილეოა ასევე 50 ათასი დრამის ნომინალის ბანკნოტი, რომელიც სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. ყველაზე ძირადღირებული – 100 ათასი დრამის ღირებულების ბანკნოტი მიმოქცევაში 2009 წელს ჩაეშვა.

დღეს ფართო მიმოქცევაშია 11 ორმოცდაათდრამიანი მონეტა, რომლებიც რესპუბლიკის ყველა მაზრას (რეგიონს) მიეძღვნა, ხოლო 6 ორასდრამიანი მონეტა – სომხეთის ველურ ხეებს. მიმოქცევაშ ჩაშვებული ყველაზე ბოლო -საიუბილეო მონეტა ქვეყნის 25 წლიან დამოუკიდებლობას მიეძღვნა.

ბევრი სომხური საკოლექციო მონეტა და ბანკნოტი პრესტიჟულ საერთშორისო ნუმიზმატიკურ კონკურსებში მონაწილებდა და ყველაზე მაღალი ჯილდოები – პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავა.

ყველა დროის ადამიანმა კარგად იცის, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა გადაიხადო. დრო იცვლება, მაგრამ ცხოვრებისეული პრინციპები უცვლელია. ოქრო, ვერცხლი… მთავარი ის არის, რომ მეფებიც და უბრალო მშრომელი ადამიანებიც, უკვდავი ფასეულობის შექმნისკენ ისწრაფოდნენ და დღეს ჩვენ, ჩვენის მხრიდან, მათი ხსოვნისა და პატივისცემის საფასურს ვიხდით და ამით ვამაყობთ.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Maram-ის ფოტოები