აზერბაიჯანის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა, რომელზედაც მემარჯვენე პარტია “ენი აზერბაიჯანმა” გაიმარჯვა, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ლანდშაფტზე შექმნილი შიდაპოლიტიკური რეალობა ასახა.

აზერბაიჯანს სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნათელი მომავალი სჭირდება. ამას კი რთულად მიაღწევს მარტო მყოფი ქვეყანა ისეთ არამშვიდ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, თანაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. აზერბაიჯანის საზოგადოება საკმაოდ ტრადიციული და კონსერვატორულია, მისთვის უცხოა დასავლური ფსევდოფასეულობები და თავის მომავალს ჩრდილოეთელ მეზობელ -რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში ხედავს.

აზერბაიჯანის საზოგადოება თავის მომავალს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში ხედავს
აზერბაიჯანის საზოგადოება თავის მომავალს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში ხედავს

რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი ერთ სოციო-კულტურულ, ჰუმანიტარულ სივრცეში არსებობენ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ბევრ ქვეყანაში რუსოფობიური განწყობილებების გავრცელების ფონზე, აზერბაიჯანში პრორუსული განწყობილება მკაფიოდ კონტროლდება. ამაში რაიმე სოციოლოგიური გამოკითხვის გარეშეც ადვილად დავრწუნდებით, როდესაც ბაქოს ქუჩებში სეირნობისას შევხვდებით რუსულად მოსაუბრეებს, რუსული უმაღლესი სასწავლებლების მოქმედ ფილიალებს, რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სკოლებს, რუსულ ეკლესიებს,  მოქალაქეებს, რომლებიც თბილად საუბრობენ რუსეთზე, რუს ხალხზე, კულტურაზე, საერთო ისტორიულ წარსულზე. ბაქოსა და მოსკოვს შორის ხიდი რუსეთის ფედერაციაში არსებული მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული დიასპორაც არის, რომლის წარმომადგენლებიც ფართოდ არიან ჩართულები ბიზნესში, პოლიტიკაში, კულტურასა და სპორტში.

კიდევ ერთი არაპირდაპირი ფაქტორი, რომელიც აზერბაიჯანს მოსკოვის მხარეს კიდევ უფრო მეტად გადახრის, ეს არის დასავლეთის პოლიტიკა, რომელსაც უკვე წლებია თანხმობაში მოყავს ევროჩინოვნიკების, ბრიუსელის ემისარებისა და “ნაკლები დოზის დემოკრატიისათვის” აზერბაიჯანის მთავარი გამაკრიტიკებლის – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები. ხოლო ყველაზე ხშირად აზერბაიჯანსა და მის მმართველ ელიტას წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის, მედიაზე თავდასხმისა და სხვა საკითხების გამო აკრიტიკებენ. ვაშინგტონმა ბაქოს გაკრიტიკების შანსი აზერბაიჯანში ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგაც არ გაუშვა ხელიდან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ელიზაბედ ტრიუდოს თქმით, აშშ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა ვერ შეძლო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროსა (ODIHR) და ეუთოს (OSCE) “დამკვირვებლების საჭირო რაოდენობის” მიღება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბედ ტრიუდომ გააკრიტიკა აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბედ ტრიუდომ გააკრიტიკა აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები

ოფიციალურმა ბაქომ ოკეანისგადაღმა მყოფი “მრჩეველის” თავდასხმებს საკმაოდ გაბრაზებული ტონის მქონე განცხადებებით უპასუხა. თუ ოფიციალური ბაქოს დიპლომატიურ ენას ჩვეულებრივ სასაუბრო ლექსიკონით შევცვლით, აზერბაიჯანი თავის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ურჩევს “ნუ ყოფენ ცხვირს აზებაიჯანის საშინაო საქმეებში” და ნუ ცდილობენ განხეთქილების ჩამოგდებას აზერბაიჯან-რუსეთის თანამშრომლობაში, რომელიც შესაძლოა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდოს ბევრ სფეროში, მათ შორის თვისობრივად ახალ ფორმატში – ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.

ვაშინგტონისა და ბრიუსელისათვის საგანგაშო სიგნალმა უკვე გაიჟღერა ბაქოდან – აზერბაიჯანი არ გამორიცხავს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას. ამგვარად, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ სევინჯ გასანოვამ რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შესაძლებლობას უშვებს.

“ჩვენ ვუშვებთ იმ კავშირებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენთვის მომგებიანია და მოიტანს ორმხრივ სარგებელს როგორც ამ კავშირების, ისე აზერბაიჯანისათვის”,- განაცხადა მინისტრმა არაორაზროვნად. აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციისათვის საკმაოდ სერიოზული სავაჭრო-ეკონომიკური ბაზა არსებობს, ასევე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ბაქოსა და მოსკოვის, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობისათვის.

აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სევინჯ გასანოვა
აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სევინჯ გასანოვა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის შედეგების მიხედვით, ამ ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვამ 1,34 მილიარდ დოლარს მიაღწია (ეს აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის საერთო მოცულობის 8,74%-ია). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანიდან რუსეთის იმპორტის სტრუქტურა ჩამოყალიბდა ძირითადად საკვებში და სოფლის მეურნეობის ნედლეულში, მინერალურ პროდუქტებსა და ლითონისა და ლითონის ნაკეთობაში. მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების პარალელურად, ყურადღებას იქცევს ასევე ის მიმდინარე მოვლენები, რომლებიც იძლევიან ეფექტსა და შედეგს გარკვეული დროის განმავლობაში.

რამოდენიმე დღის წინ, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებისათვის რკინიგზის მშენებლობის შესახებ. რკინიგზა “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ჩრდილოეთ ევროპას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან აკავშირებს. ის ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზების დამაკავშირებელი კვანძი იქნება. ახალი სატრანსპორტო არტერია რუსეთ-აზერბაიჯან-ირანის ღერძს ააღორძინებს.

საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს “ჩრდილოეთ-სამხრეთი”, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიების გავლით, დიდი ეკონომიკური მოგება ექნება. ეს პროექტი სპარსეთის ყურედან ევროპამდე ეფექტიანი გაზტრანსპორტირების პირობებს შექმნის, ტვირთის ადგილზე მიტანის ვადების თვალსაზრისით. ეს კი უდავოდ მომგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანი ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კერად, “ჩრდილოეთ-სამხრეთისა” და “დასავლეთ-აღმოსავლეთის” გადაკვეთის კორიდორის ცენტრად გახდომისაკენ ისწრაფვის.

აზერბაიჯანს შეუძლია გახდეს ხიდი, რომელიც დააჩქარებს რუსეთის, ირანისა და სპარსეთის ყურის სხვა ბაზრებზე გასვლას.

რკინიგზის გარდა, რომელიც უახლოეს წელს რუსთის ფედერაციას, აზერბაიჯანსა და ირანს დააახლოვებს, მხარეები ასევე განიხილავენ თავიანთი ენერგოსისტემების – ენერგეტიკული კორიდორის გაერთიანებას. რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთ-ირანის მუდმივი კომისიის მეთორმეტე სხდომაზე, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, განაცხადა, რომ რუსეთი ადასტურებს დაინტერესებას ირანთან და აზერბაიჯანთან ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების თაობაზე. გარდა ამისა, რუსეთისა და ირანის ენერგოსისტემების მუშაობის გაერთიანებისა  და ენერგეტიკაში ამ ქვეყნების სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს “როსსეტის” გენერალურმა მდივანმა ოლეგ ბუდარგინმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ხუშანგ ფალახტიანმა რუსეთისა და ირანის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

სატრანსპორტო კორიდორი ჩრდილოეთ-სამხრეთი (წითელი ფერის), კასპიის ზღვას კვეთს
სატრანსპორტო კორიდორი ჩრდილოეთ-სამხრეთი (წითელი ფერის), კასპიის ზღვას კვეთს

მოცემულ სისტემებში ინტეგრაციისადმი დაინტერესებას ბაქოც გამოთქვამს. ამგვარად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნატიგ აბბასოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ადასტურებს დაინტერესებას  აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის ენერგოსისტემების გაერთიანების საკითხის შესახებ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრის განახლებისათვის მზადყოფნის საკითხისადმი. მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანი ტექნიკურად მზად არის რეალიზაციისათვის ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც.

აზერბაიჯანში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს, რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოს და გადასცეს ელექტროენერგია. ამისათვის ყველა საჭირო სიმძლავრე არსებობს დერბენტ-იაშმას და იმიშლი-პარსაბადის ელექტროგადამცემ ხაზებზე. რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება ბაქოს უკვე აქვს, რადგანაც არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საერთო სისტემა.

აზერბაიჯანს რუსეთიდან ირანში და პირიქით ენერგიის გადაცემის ყველა ტექნიკური საშუალება გააჩნია.

აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ, რომელიც შესაძლოა ბაქოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში განხორციელდეს. ქვეყნებს საერთო სახმელეთო და საზღვაო საზღვრები, ნავთობი, გაზსადენი, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კოოპერაცია, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საავიაციო კავშირები აქვთ.

ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობების ლოგისტიკა დამყარდა და ახალი იმპულსები მოიპოვა – აზრბაიჯანული პროდუქცია წარდგენილია რუსულ ბაზარზე, აზერბაიჯანული ინვესტიციები რუსულ ეკონომიკაში ერთ მილიარდ დოლარს აღემატება, საკმაოდ ფართოდ ვითარდება აზერბაიჯანის რუსეთის რეგიონებთან – დაღესტანთან, სანკტ-პეტერბურგთან, ასტრახანთან, მოსკოვთან და სხვა – თანამშრომლობა. აზერაიჯანი საკუთარი პროდუქციის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესებულია რუსეთის ტერიტორიაზე ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში.

აზერბაიჯანული ლოგისტიკური ცენტრი განამტკიცებს რუსეთის სასურსათო უსაფრთხოებას
აზერბაიჯანული ლოგისტიკური ცენტრი განამტკიცებს რუსეთის სასურსათო უსაფრთხოებას

გარდა ამისა, აზერბაიჯანი შესაძლოა ჩაერთოს რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის გაზისა და ნავთობის მიწოდების დაგეგმვის swap-ოპერაციებში. რუსეთის ფედერაციას შეუძლია გაზის მიწოდება ჩრდილოეთ ირანში და გაზის ანალოგიური მოცულობის მიღება სამხრეთ ირანიდან swap-ხელშეკრულების მეშვეობით (თხევადი, ან ბუნებრივი აირის სახით) . არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული კაპიტალის მქონე დაახლოებით 600 კომპანია არსებობს.

რუსული მიმართულების გარდა, ბაქოსათვის ევრაზიული ინტეგრაციისა და დამატებითი ბიძგის კონტექსტში, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების დამატებით ფაქტორად შესაძლოა აღმოჩნდეს აქტიური ვაჭრობა, ასევე ენერგო-სატრანსპორტო ურთიერთობა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ მეზობლებთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის აქტიურ წევრ – ყაზახეთთან.

რაც შეეხება აზერბაიჯანისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრს – ყაზახეთს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, ასტანასათვის აზერბაიჯანი ევროპაში გასასვლელი ფანჯარაა ყაზახეთის ნავთობისა და გაზისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობსადენები, ასევე ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორი.

ბაქოსა და აკტაის პორტს შორის ენერგო-სატრანსპორტო კორიდორი შესაძლოა ჩინური ახალი “აბრეშუმის გზის” ნაწილი გახდეს.

კორიდორი “აღმოსავლეთ-დასავლეთი”, ყაზახეთის მონაწილეობით, ასევე “ჩრდილოეთ-სამხრეთი” რუსეთის მონაწილეობით, ბაქოსათვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა.