რუსულ პორტალ Travel.ru-ზე გამოქვეყნდა ახლოს მდებარე იმ ქვეყნების სია, რომლებიც წელს ყველაზე პოპულარულია რუს ტურისტებს შორის.

რეიტინგი ეფუძვნება 2015 წელს, მოგზაური რუსი ტურისტების მიერ, ტურისტული ფირმების დაუხმარლად დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების დაჯავშნის მონაცემებს.

ამგვარად, დსთ-ს ყველაზე პოპულარული ქალაქების პირველ ათეულში შედის მინსკი, კიევი, ალმა-ატა, ბაქო, ერევანი, ასტანა, ვიტებსკი, ბიშკეკი, ტაშკენტი და კიშინოვი.

ტურისტების არჩევანის მიხედვით, დსთ-ს ქვეყნების ტოპ ხუთეულში შევიდნენ: ბელორუსი (37%-ით), უკრაინა (22%), ყაზახეთი (16%), აზერბაიჯანი (19%) და სომხეთი (7%).

Travel.ru-ს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ონლაინ რეჟიმში დაჯავშნა თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულ რეგიონში ტურისტები საშუალოდ 4 დღით ისვენებენ და დღე-ღამეში სასტუმროში 80 აშშ. დოლარს იხდიან.

მინსკში ტურისტები დღე-ღამეში სასტუმროში საშუალოდ 73 აშშ.დოლარს იხდიან, კიევში – 87 აშშ.დოლარს, ალმა-ატაში – 84 აშშ.დოლარს, ბაქოში – 78 აშშ.დოლარს, ხოლო ერევანში – 63 აშშ.დოლარს.

დსთ-ს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ასტანაა (115 აშშ.დოლარი დღე-ღამეში), ხოლო ყველაზე ბიუჯეტური – ბიშკეკი (30 აშშ.დოლარი დღე-ღამეში).

ზაფხულის სეზონის შედეგების მიხედვით, რუს ტურისტებს შორის დსთ-ს კურორტებს შორის საუკეთესო ხუთეულად დასახელდა: ისსიკ-კულის ტბა (ყირგიზეთი), ნაროჩის ტბა (ბელორუსი), ბოროვოე (ყაზახეთი), სოფელი ნაბრანი (აზერბაიჯანი) და სევანის ტბა (სომხეთი).