აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია, ერთ-ერთი მათგანია ჯებრაილ გულიევი. იგი თავისი კოლეგებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი მუშაობს ინკრუსტაციის იშვიათ და უჩვეულო სახეობა – ინტარსიაზე. მხტავრის ყველა ნამუშევარი ხისგან არის შექმნილი.

ჯებრაილ გულიევმა აზიმ აზიმზადეს სახელობის ბაქოს სამხატვრო სასწავლებელი და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მაგრამ პროფესიულად  სკულპტურისა და ფერწერის სფეროში არ უმუშავია. იგი ინტანსიით მოსკოვში, 23 წლის ასაკში დაინტერესდა. თავის გუნდთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო სასახლეების გაფორმებაში მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის პრესტიჟულ რაიონებში. ახლა იგი აზერბაიჯანში მუშაობს, მაგრამ მის ნამუშევრებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ.

Dalma News-თან ინტერვიუში ჯაბრაილ გულიევმა თავის საქმიანობასა და მოღვაწეობაზე დეტალურად ისაუბრა.

— როგორ გაიგეთ ინტარსიის ტექნიკის შესახებ და სად შეისწავლეთ იგი?

— ინტარსია წარმოიშვა ძველ ეგვიპტეში. მაშინ ხის ნაწარმის ინკრუსტაციისთვის ულამაზესი ტექსტურის და უჩვეულო ფერის ხეს იყენებდნენ. ამის შემდეგ ხელოსნებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ხის ფერი და დაემატებინათ საღებავები და ზეთები. ინტარსიამ განვითარების პიკს  რენესანსის ეპოქაში საბერძნეთსა და რომში მიაღწია.

გამოყენებითი ხელოვნების ამ სახეობით გატაცება სრულიად შემთხვევით დავიწყე. მოსკოვში ფულის საშოვნელად ჩავედი. ცოტა ხანს იქ მომიწია ცხოვრება. ვმონაწილეობდი რუბლიოვკაზე სასახლეების მშენებლობაში. ხისგან ბევრი დეკორაცია შევქმენით. იქ ბევრი არასაჭირო ნაჭერი დაგროვდა, რომელსაც ყრიდნენ. მე მათ შეგროვება დავიწყე, რადგანაც აღმოვაჩინე, რომ თითოეულ მათგანზე განსხვავებული გამოსახულებები იყო. მაშინ დავფიქრდი და დრესაც ასე მიმაჩნია,რომ ხის ფაქტურა ღრსეულ კონკურენციას უწევს საღებავებს, თხას და სხვა მასალას, რომელიც ფერწერასა და სკულპტურაში გამოიყენება.  ხე -ჯადოსნური ბუნებრივი მასალაა, რომელიც მხატვარს იმ პალიტრას აძლევს, რაც აუცილებელია სულის მდგომარეობისა ფიქრების გამოსახატავად.

სახლში დაბრუნების შემდეგ დავიწყე ამ ტექნიკის ასათვისებლად ყველა საჭირო საშუალების მოძიება. მასწავლებელი არასოდეს მყოლია, ყველაფერი  ინტერნეტში მოვიძიე და თავად ვისწავლე.

— ინტარსიის ტექნიკის მიხედვით როგორ მიმდინარეობს სურათის შექმნის პროცესი?

— მთავარია, მოიფიქრო სიუჟესი. ხანდახან რაღაც უნდა მოიფიქრო, ხანდახან თემასბთავად ხე გვთავაზობს. ბუნებამ თავად უზრუნველყო ყველაფერი,  უბრალოდ უნდა დაინახო და საჭირო ელემენტს საჭირო ადგილი მიუჩინო. ჩემი ნამუშევრები იმით განსხვავდება, რომ ყველა ერთ ეგზემპლარადაა შედგენილი. მათი გამეორება შეუძლებელია, რადგან ხის თითოეული ნაჭერი განსხვავებულია. ჩემს სახელოსნოში მაქვს ხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა. თითქმის ყველაფერს ვიყენებ, ნახერხიც კი.

— ძნელია სამუშაო მასალების მოძიება?

— ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მაგრამ ბოლო დროს საჭირო მასალას აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონშიც ვპოულობ. თითოეულ ხეს თავისი ფერი და სიმკვრივე აქვს.  ნამუშევრის შესაქმნელად, ბევრი მასალა არ მჭირდება, მხოლოდ რამდენიმე ტოტიც საკმარისია, რომ მისგან თხელი ნათალი გავაკეთო. ზოგჯერ სხვადასხვა ძველ ავეჯსაც ვიყენებ.

— რამდენი დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?

— სამუშაოზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ტილო, მის შექმნასაც მეტი დრო სჭირდება. ხშირად რამდენიმე პროექტზე ერთდროულად  ვმუშაობ. დროის უმეტესი ნაწილი  ხის სწორი ტექსტურის, სტრუქტურის და ფერის  მოძიებაში და შემდეგ საჭირო ფორმის მორგებაში იხარჯება.

— რამდენად ხშირია შეკვეთები ინტარსიის ხელობაში?

— არც ისე ხშირია. ხელოვნების ამ ფორმის თაყვანისმცემლები აზერბაიჯანშიც არიან, მაგრამ საზღვარგარეთ უფრო მეტია. ძირითადად,  შეკვეთები სხვადასხვა უცხოური კომპანიებიდან მაქვს. ჩემი ნამუშევრები 15 ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. ძალიან მინდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემი ნახატების შესახებ, მაგრამ საკუთარი თავის რეკლამირება და  პოპულარიზაცია არ მიყვარს.  ამიტომ ბევრმა არც კი იცის, რომ აზერბაიჯანში ჩემნაირი მხატვარი არსებობს.

— გამოფენებს რატომ არ აწყობთ?

— ჩემი პირველი და ბოლო პერსონალური გამოფენა  ათი წლის წინ იყო, მას შემდეგ შერეულ გამოფენებში ვმონაწილეობ. ძალიან მინდა ჩემი ნამუშევრების გამოფენა, მაგრამ ამას სპონსორი სჭირდება.  საზოგადოებისთვის წარსადგენად უკვე საკმაო რაოდენობის ტილოები მაქვს.

— მოსწავლეები გყავთ?

— ადრე მყავდა. ახლა – არა. ახალგაზრდები ძალიან ზარმაცები არიან. მათ არ სურთ რაიმე ახლის სწავლა, განსაკუთრებით თუ ეს რთულია.

კამილა სეიდოვა