2017 წლის დასასრულს აზერბაიჯანში ტურისტების რეკორდული რაოდენობა – წინა წელთან შედარებით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთია 2017 წლის 9 თვის ოფიციალური სტატისტიკა. ტურისტები აზერბაიჯანს როგორც წინასადღესასწაულო, ისე წელიწადის ცხელ დღეებში სტუმრობენ. აზერბაიჯანისთვის ზამთრის ტურიზმი ახალი მიმართულებაა, რომელიც წარმატებით ვითარდება.

03“აზერბაიჯანი ტურისტების სერიოზულ ნაკადს ელის არაბული ქვეყნებიდან, ირანიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ასევე უკრაინიდან და ბელორუსიდან, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ცალსახაა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ზამთრის ტურიზმი მეტ-ნაკლებად არის განვითარებული, თითქმის ყველა სასტუმროში წინასწარ არის ყველა ნომერი დაჯავშნული”, – განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მრჩეველმა მუზაფარ აგაკერიმოვმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.

maxresdefault
აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე მუზაფარ აგაკერიმოვი

მისი თქმით, ტურისტები საახალწლო დღესასწაულებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაატარებენ. საუბარია ისეთ რაიონებზე, როგორიცაა შეკი, გაბალა, შემახა, კუსარი. ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს შახდაგის საზამთრო-საზაფხულო ტურისტული კომპლექსი და დასასვენებელი კომპლექსი “ტუფანგარი”. ეს უკანასკნელი ქალაქ გაბალადან 4 კილომეტრში მდებარეობს. შახდაგის კომპლექსი – სამთო-სათხილამურო კურორტი აზერბაიჯანის გუსარის რაიონში, შახდაგის ეროვნულ პარკში, გუსარის რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. “შახდაგი” აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტია.

Габала. Фото с сайта https://www.nat-geo.ru/
ფოტო საიტიდან https://www.nat-geo.ru/
Горнолыжный курорт "Шахдаг". Фото с сайта kuprblog.
სამთო-სათხილამურო კურორტი “შახდაგ”. ფოტო საიტიდან kuprblog.
Горнолыжный курорт Туфандаг. Фото с сайта https://www.booking.com/
სამთო-სათხილამურო კურორტი „ტუფანდაგ“. https://www.booking.com/-ის ფოტო

გარდა ამისა, აზერბაიჯანი ზამთრის კურორტების მქონე დსთ-ს ქვეყნების ათეულში მოხვდა. “შახდაგის” და “ტუფნდაგის” კურორტები რეიტინგში მეორე და მეშვიდე ადგილებს იკავებენ, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკურმა სააგენტო “ტურსტატმა” დსთ-ს 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტების რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილზეა ყაზახეთის ჩიმბულაკის ზამთრის კურორტი, შემდეგია აზერბაიჯანის შახდაგი, ბელორუსის სილიჩი, სომხეთის ცახკაძორი, უზბეკეთის ჩიმგანი, ყირგიზეთის კარაკოლი, ბელორუსის ლოგოისკი, აზერბაიჯანის ტუფანდაგი, ყაზახეთის ალტაის ალპები და ბელორუსის იაკუტის მთები.

მუზაფარ აგაკერიმოვმა განაცხადა, რომ საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად ადგილის არჩევისას ტურისტები ინფრასტრუქტურასაც ითვალისწინებენ. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ზემოთ აღნიშნულ კურორტებზე სასტუმრომდე მისასვლელი გზა ახალი და მოსახერხებელია, რაც დამსვენებლების დაუბრკოლებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეგიონის სასტუმროებში მაღალი ხარისხის მომსახურება და კომფორტია, ხოლო დიდი რაოდენობით გასართობი პროგრამები ტურისტების მიზიდვის დამატებითი სტიმულია.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში ყველანაირი ტურისტი ჩადის. საშუალოდ, თითო ტურისტი დაახლოებით 1000 აშშ. დოლარს ხარჯავს. ამ თანხაში შედის სასტუმროში 4-5 დღით ცხოვრება, მაგრამ არ შედის ავიაგადაფრენის ხარჯი.

თავის მხრივ, მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე ნარიმან აგაევმა Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ გავითვალისწინებთ 28 დეკემბრიდან 13 იანვრამდე წინასწარ დაჯავშნული ნომრების რაოდენობას, აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადააჭარბებს.

“ჩვენი ორგანიზაციის მონაცემებით, აზერბაიჯანში ტურისტი საშუალოდ 500 დოლარს ხარჯავს, ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში ტურისტული ნაკადი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკას მინიმუმ 2,5 მილიარდი აშშ.დოლარით შეავსებს”, – დასძინა მან.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ზამთრის არდადეგებს და საახალწლო დღესასწაულებს რუსი ტურისტები ბაქოში გაატარებენ. 2017-2018 წლების ზამთარში ტურისტული ტურების პოპულარობის ანალიზის მიხედვით, დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო ტურისტულ ათეულში აზერბაიჯანის ქალაქი გიანჯაც მოხვდა. გარდა ამისა, ტურისტებს აზერბაიჯანის სამთო-სათხილამურო კურორტებიც იზიდავთ. “ტურსტატის” მონაცემებით, ტურისტები დსთ-ს ქალაქებში ზამთარში ჩადიან, საშუალოდ ოთხ დღეს რჩებიან და დღე-ღამეში 75 აშშ.დოლარს ხარჯავენ.

Гянджа. Фото с сайта https://travel.rambler.ru/guide/europe/azerbaijan/ganja/media/
გიანჯა. https://travel.rambler.ru/guide/europe/azerbaijan/ganja/media/-ის ფოტო

ტურისტებს შორის 2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე, დსთ-ს სივრცის ათი ყველაზე პოპულარული ქალაქი რეიტინგი ასეთია: მინსკი (ბელორუსი), ალმათი (ყაზახეთი), ბაქო (აზერბაიჯანი), ერევანი (სომხეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ასტანა (ყაზახეთი), ბრესტი (ბელორუსი), ბიშკეკი (ყირგიზეთი), კიშინოვი (მოლდოვა), გიანჯა (აზერბაიჯანი).

ყაზანის მოქალაქეებიც საახალწლო დღესასწაულების გატარებას აზერბაიჯანის დედაქალაქში ამჯობინებენ,- იტყობინება თათარ-ინფორმი. იგივეს ადასტურებს ტურისტული სერვისი OneTwoTrip-ი, რომელიც ეყრდნობა 27 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეძენილი ბილეთების რაოდენობას. ამ დღეებში ყველაზე პოპულარული იყო ბაქოსა და პარიზის მიმართულებით მგზავრობა…

nazim_samedov
აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნაზიმ სამედოვი

როგორც აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ნაზიმ სამედოვმა, ტურისტული სექტორის განვითარების პოტენციალზე საუბრისას განაცხადა, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2017 წლის 11 თვეში აზერბაიჯანში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და ორი მილიონ 477 ათას ადამიანს გადააჭარბა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჩასულმა ტურისტებმა 1,3 მილიარდი დოლარი, ხოლო აზერბაიჯანელმა ტურისტებმა უცხო ქვეყნებში 1,2 მილიარდი დოლარი დახარჯეს. “ამ სფეროში 100 მილიონი აშშ.დოლარი ნამატი დაფიქსირდა, რაც თავისთავად მოწონებას იმსახურებს”, – დასძინა მან.

ამასთანავე, 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდა (31,9%-იანი ზრდა). მეორე და მესამე ადგილებზე არიან საქართველო (19,2%-იანი ზრდა) და ირანი (14%-იანი ზრდა). მათ მოსდევთ თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემირო.

ძველად, ტურიზმის და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს აზერბაიჯანის ანგარიშში, აღნიშნული იყო, რომ 2017 წელს ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-იან, ანუ 2,446 მილიარდი მანათით ზრდას უზრუნველყოფს. 2017-2027 წლებში სექტორის წილი 6,5%-ით 4,581 მილიარდ მანათამდე (2,881 მილიარდი აშშ.დოლარი) გაიზრდება.

403209989WTTC-ის მონაცემებით, 2027 წლისთვის, აზერბაიჯანის მთლიან შიდა პროდუქტზე ტურიზმის და ტურისტული სექტორის გავლენა (მათ შორის ფართო საინვესტიციო ეფექტისა და სხვა პარამეტრების ჩათვლით) 15 მილიარდ 924,5 მილიონ მანათამდე გაიზრდება (10 მილიარდ 15,4 მილიონი აშშ.დოლარი).

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტურიზმის და ტურისტული სექტორის განვითარება დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების დონეზეც. ორგანიზაციის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2017 წელს სექტორი 642 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. იმავე დროს, 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი 883 ათას სამუშაო ადგილს მიაღწევს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების დონის 13,9% -ს შეადგენს.

მოამზადა ტატიანა ალეკპეროვამ