ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანში, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა. 15-35 %-ით გაძვირდა ჩაი, შაქარი, მაკარონი, კარაქი. პროდუქცია გააძვირა ზოგიერთმა მწარმოებელმა კომპანიამ, მათ შორის წამყვანმა «Azərsun» ჰოლდინგმა. მაგალითად, 100 გრამი შავი ჩაის ფასი 25%-ით, კომპანიის მიერ წარმოებული სხვა პროდუქცია კი, 20-35 %-ით გაძვირდა.

ფასების მატების გამო, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებულმა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის მესვეურებმა მოკვლევა დაიწყეს.

როგორც «Oxu.Az»- ი იტყობინება, ფასების ხელოვნურად მატების გამო, შესაძლოა გარკვეული სუბიექტების მიმართ შესაბამის ზომებს მიმართონ.‏