აზერბაიჯანი კავკასიის ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ შეაფასეს, მაშინ, როდესაც სომხეთი რეიტინგის სხვა ქვეყნებს შორის, გაცილებით დიდ პოლიტიკურ რისკებს ეჯახება. როგორც “კომერსანტი” იტყობინება, ასეთი დასკვნა მოცემულია საკომუნიკაციო ჰოლდინგ Minchenko Consulting-ის მიერ მომზადებულ მოხსენებაში “კავკასიის რეგიონში პოლიტიკური რისკების შეფასება (სამხრეთ კავკასია)”.

“კავკასიაში (მათ შორის ჩრილოეთსა და სამხრეთში) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ექვსი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. მათი უმეტესობა სრულად დარეგულირებულად არ შეიძლება ჩაითვალოს,” – ნათქვამია მოხსენებაში, – “ყოფილი საბჭოთა რეგიონებიდან, მხოლოდ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს არ აქვთ მეზობელ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები. დღეისთვის ის არ არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის.”

მოხსენებაში დეტალურად არის განხილული კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანაში არსებული ვითარება. შედარებით სტაბილურ ქვეყნად აზერბაიჯანია აღიარებული – “კავკასიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი.” “გაზის საბადოების ათვისება მეტ-ნაკლებად ახდენს ნავთობის მარაგის თანდათან ამოწურვის კომპენსირებას. ბაქოსთვის სერიოზული კოზირი იყო და რჩება მისი მრავალსაუკუნოვანი საგარეო პოლიტიკა და აშშ-ს, ევროკავშირს, რუსეთს, თურქეთს, ირანს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ბალასირების უნარი”, – ნათქვამია მოხსენებაში.

საქართველოში ცოტა რთულადაა ვითარება. “საქართველო რჩება, პოლიტიკური რისკების ქვეყნად”, – ირწმუნებიან მოხსენების ავტორები, – ” მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის კონკურენცია გრძელდება ერთის მხრივ ეროზიის ფონზე და მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების დევნის ფონზე – მეორე”.

და ბოლოს, მკვლევარებს ყველაზე სარისკო ვითარება სომხეთში მიაჩნიათ, რომელმაც 2015 წლის ივნისში მასობრივი საპროტესტო აქციები გადაიტანა. მანიფესტაციებისა და უწესრიგობების მაპროვოცირებელი იყო, ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების კომისიის გადაწყვეტილება.

მომზადებული დოკუმენტი არ არის Minchenko Consulting-ის პირველი კვლევა. მანამდე სააგენტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში უცხოელი ინვესტორებისთვის რისკების მიმოხილვა გამოაქვეყნა.