ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე  და თავისებური აზერბაიჯანელი მხატვრის ნიაზ ნაჯაფოვის პერსონალური გამოფენა პირველ ოქტომბერს, ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეომში შედგება. გამოფენას ერთობ „ოპტიმისტურად“ უწოდეს “არა”. თუმცა, თავად  ამ მხატვრის შემოქმედებაც  მთელი კაცობრიობის მოდგმის წინაშე ნათქვამი ერთი დიდი “არა”.

ნიაზ ნაჯაფოვის სურათებში სწორედ კაცობრიობის  ეს  მოდგმა ისეთ ცუდ შუქშია გადმოცემული, მთელი თავისი ხარვეზებითა და ჰიპერთროპიით, რომ  უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. ფერწერული ჟანრის განსაკუთრებულობით შესრულებული  ერთგვარი კარიკატურები, იმაზე მეტად შთამბეჭდავი და რეალისტურია, ვიდრე ისინი ჩვეულებრივი ნახატები რომ იყოს.

ამასთანავე, ნიაზის სურათები არც საზოგადოებაზე აბსტრაქტული შეხედულების გამოხატულებაა, არც მაღალი მორალური დადგენილებების კრიტიკა. ეს უბრალოდ პირადი გამოცდილება, მოვლენები და შეგრძნებებია, პირად ცხოვრებაში  განცდილი, ან მხატვრის თვალით ძალიან ახლოს დანახული. ამ სურათებიდან აურაცხელი სიბინძურე, ხრწნა და ექსტრემენტები იღვრება, დროდადრო კი – სისხლი და ცრემლები. თუ ბანალურ და პათოსურ მეტაფორებს მივმართავთ, ნიაზ ნაჯაფოვი ქირურგივით ხსნის საზოგადოების იარებს, ჭროლიბებსა და დაავადებულ ორგანოებს. ზოგჯერ კი თითქოს პათოლოგანატომვით გვამს კვეთს…

ცხადია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საუბარიც კი ზედმეტია ამ სურათების ესთეტიკურობაზე. პირიქით, მათ შემხედვარე ადამიანს გააძოძგინებს და ეს შეგრძნება მხოლოდ ამ სურათებს კი არ დაუკავშირდება, არამედ იმას, თუ რა რეალობაში ცხოვრობს, ან შესაძლოა იმასაც, რომ ამ რეალობის ნაწილი თავად არის  (ოჰ, საშინელება).

საინტერესოა, ვინ ისურვებს ასეთი სურათების საკუთარ ოთახში დაკიდებას… მაგრამ მსურველი ბევრია, მათ შორის ცნობილი კომპოზიტორი ალბერტ სანდრეტტი. ნაჯაფოვის შემოქმედება  მოთხოვნადია როგორც აზერბაიჯანში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მას ორიგინალური, ემოციური, ნიჭიერი შესრულებისათვის და იმისათვის  აფასებენ, რომ მისი სურათები არავის ტოვებს გულგრილს, თუნდაც მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდეს.

ნიაზ ნაჯაფოვი 1968 წელს ბაქოში დაიბადა. დაამთავრა ბაქოს ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი და დიდი ხნის განმავლობაში  მიჰყვებოდა პროფესიონალურ სპორტს.  სახვითი ხელოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება იტაცებდა, 2003 წელს  დაკავდა. ამ დროიდან იგი აქტიურად მუშაობს ფერწერაზე. საკმაოდ სწრაფად მიაღწია წარმატებას სამშობლოში და  სახელი გაითქვა საზღვარგარეთ, კერძოდ, წმინდათა-წმინდა საფრანგეთში, სადაც სპეციალური მიწვევით რამოდენიმე პერსონალური გამოფენა მოაწყო. თავად მხატვარი თავის ჟანრს განსაზღვრავს, როგორც „სასტიკ რეალიზმს“ და კრიტიკოსებიც აქტიურად იყენებენ ამ ტერმინს.

მხატვარი არ უფრთხის იმის აღიარებას, რომ მის სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის  მკაფიო, მუქი პარალელები არსებობს და რომ  თავის ამაზრზენ პერსონაჟებში საკუთარი თავის რაღაც ნაწილს ასახავს. იგი საერთოდ არ უშინდება არანაირ სიმართლეს და ეს, რათქმაუნდა, მომხიბვლელს ხდის თავად მასაც და მის შემოქმედებასაც. ამ ადამიანს უსაზღვროდ დიდი ენერგეტიკა და ცხოვრებისეული გამოცდილება  აქვს და სურს თავისი გამოცდილება გულწრფელად გააზიაროს.

თუმცა, ის, თუ როგორი იქნება მისი გზავნილი და  ვინ როგორ აღიქვამს მას, ეს უკვე მისი სურათების თითოეული დამთვალიერებლის  გადასაწყვეტია.  თუკი მისი შემოქმედების დათვალიერებისას მოვბრუნდებით, ზურს შევაქცევთ და თავს  გულყრისაგან შევიკავებთ, ესე იგი, სურათმა მიზანს მიაღწია. ამგვარად,  თუკი არაპირდაპირი სახით შევამჩნევთ რაღაც ძალიან არასასიამოვნოს ჩვენს გარშემო და  საკუთარ თავში,  ამ ყველაფერს ვეტყვით: “არა”.