ბოლო დროის აზერბაიჯანის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპმა, ევროპის გრან-პრიმ “ფორმულა ერთმა” დაიკავა.

ბაქოს ეტაპზე მონაწილეობდა 22 პილოტი 11 გუნდიდან: “Mercedes” – ნიკო როსბერგ და ლიუის ჰემილტონ, “Ferrari” – სებასტიან ფეტელ და კიმი რაიოკონენ, “Williams” – ფელიპ მასა და ვალტერ ბოტას, “Red Bull” – დანიელ როკარდო და მაქს ფესრტაპენ, “Force India” – სერხიო პერეს და ნიკო ჰიულკენბერგ, “Renault” – ჯოლიონ პალმერ და კევინ მაგნუსენ, “Toro Rosso” – დანიილ კვიატ და კარლოს სეინს, “Sauber” – მარკუს ერიკსონ და ფელიპ ნასრ, “McLaren” – ფერნანდო ალონსი და ჯენსონ ბატონ, “MRT” – რიო ხარიანტო და პასკალ ვერლიან, “Haas” – ესტებან გუტიერეს და რომან გროჟან.

ტილკეს ახალი რგოლი

რბოლის რგოლი ბაქოში ორგანიზატორებმა ისე ჩაატარეს, რომ რბოლის დროს პილოტებსა და მილიონობით ტელემაყურებელს იჩერიშეხერის რაიონს (ქალაქის შიდა ნაწილს) გასცნობოდნენ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

პროექტის ავტორია “ფორმულა ერთის” თითქმის ყველა ახალი ტრასის არქტიტექტორი ჰერმან ტილკე. როგორც “ფორმულა ერთისადმი” მიძღვნილ სპეციალიზირებულ საიტებზე აღინიშნა ბაქოს ტრასა ყველაზე სწრაფი ქალაქის ტრასაა და სიგრძით მხოლოდ სპას ჩამორჩება, ხოლო მოსახვევების რაოდენობით – სინგაპურს და აბუ-დაბის. სწორი გზის მაქსიმალური სიჩქარეა 340 კმ/სთ, მინიმალური – დაახლოებით 80 კმ/სთ. დროებით ტრიბუნებზე 30 ათასი მაყურებელი ეტევა.

Buddh International Circuit, New Delhi, India. 30th October 2011. Circuit designer Hermann Tilke on the grid. Portrait. World Copyright:Andrew Ferraro/LAT Photographic ref: Digital Image _Q0C2942ტრასის ყველაზე განიერი მონაკვეთი 13 მეტრია, ხოლო ყველაზე ვიწრო -იჩერიშეხერის გარშემო, მეშვიდე და მერვე შესახვევი – 7,6 მეტრია. საერთო მანძილი 306,306 კმ-ია, წრეები – 51, მოსახვევი – 20 (12 მარცხენა და 8 მარჯვენა). წრის გავლის დრო 1.41.0, თუმცა ყველაფერი ასტფალტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

იმასთან დაკავშირებით, რომ რბოლა ქალაქის ცენტრში უნდა შემდგარიყო, პილოტები და ორგანიზატორები პირველ რიგში ტრასის მდგომარეობით დაინტერესდნენ. “ფორმულა ერთის” გუნდების წარმომადგენლებმა: ფრედერიკ ვასეერმა (რენო), რობერტო ბოჩაფოლიმ (პირელი), ერიკ ბულიერმა (მაკლარენი), გენ ჰაასმა (ჰაასი), ტოტო ვულფმა (მერსედესი) და კლარი ვილიამსმა (ვილიამსი) პრეს-კონფერენციაზე ბაქოს ტრასაზე გავლილი პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს.

Vulf“ჩვენი გუნდისათვის პრაქტიკა სავსებით წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ყველაფერი გამოგვივიდა. სიჩქარე 350 კმ/სთ-მდე განავითარეს, რაც ძალზედ კარგი შედეგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ძველი ქალაქის გავლით ძალიან ვიწრო მონაკვეთს. პირადად მე ტრასა ძალიან მომეწონა. მე მან შთამაგონა. ეს რაღაც ახალია და რაც მთავარია, რთული და საინტერესო. კვირა დრამატული იქნება”, – განაცხადა მერსედესის წარმომადგენელმა ტოტო ვულფმა.

Bulyeთავის მხრივ, მაკლარენის წარმომადგენელმა ერიკ ბულიერმა განაცხადა,რომ პილოტებს ტრასის ხარისხზე არ დაუჩივლიათ. “ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ვეთანხმები ტოტოს, ეს ფანტასტიკური ადგილია. საერთო შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ამ ტრასის გათვალისწინებით ავტომობილები საჭირო ტექნიკურ მდგომარეობაში მოვიყვანეთ. გუშინ რამოდენიმე შეჯახება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ახალი ტრასისათვის ნორმანულია. გლობალური თვალსაზრისით, დღე შედგა. დარწმუნებული ვარ – კვირას ძალაზედ საინტერესო და შთამბეჭდავი შოუ იქნება”.

ბაქოს ეტაპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

აშკარაა, რომ ასეთი ძვირადღირებული ღონისძიება არაერთ შეკითხვას იწვევს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი უკმაყოფილო იყო იმ ტრასით, რომელზეც მსგავსი პრესტიჟული შეჯიბრების ჩატარებისათვის მოუწიათ გავლა. სხვადასხვა შეფასებით, ღონისძიებაზე 200 -დან 300 დოლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ამდენი ფეხით მოსიარულე დედაქალაქს არასოდეს უნახავს. ბაქოს მოქალაქეების უმრავლესობა იძულებული გახდა ქალაქის ცენტრში ფეხით გადადგილებულიყო. ამის მიუხედავად, უკმაყოფილება არავის გამოუხატავს, რადგანაც მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული შეჯიბრება შესანიშნავი რეკლამაა ქალაქისთვის.

“ფორმულა ერთზე” მოსახვედრად ყველაზე დაბალფასიანი ბილეთი ბაქოელებს 20 აშშ.დოლარი დაუჯდათ. ამ თანხაში შედის დაგეგმილი ყველა გართობა – მსოფლიო და ადგილობრივი ვარსკვლავების კონცერტები და რაღა თქმა უნდა, რალის სადღეღამისო ყურება. ამ და შედარებით უფრო ძვირადღირებულ ბილეთებს შორის განსხვავება ტრიბუნების სკამიან და ცარიელ ადგილებს შორისაა. სამი დღის და სრულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი 90 აშშ.დოლარი ღირდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ბილეთების მხოლოდ 40% შეიძინეს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიება ბაქოში ტურისტების მიზიდვის საშუალება იქნება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ოქტაი ახვერდიევმა განაცხადა, რომ “ფორმულა ერთის” ჩატარებას ბევრი დადებითი ფაქტორი ახლავს თან.

“ფორმულა“ მთელს მსოფლიოში ძალზედ პოპულარულია. მან მუდმივი ფანატები ჰყავს, რომლებიც ქვეყნიდან ქვეყანაშ მოგზაურობენ და ბილეთებს ყიდულობენ. ამჯერად აზერბაიჯანში 20 ათასზე მეტი ტურისტი ჩავიდა. ოთხი დღის განმავლობაში ისინი ქირაობენ ოთახებს სასტუმროებსა და კერძო ბინებში, ყიდულობენ საკვებს და სასმელს, როგორც მაღაზიებში, ისე ბულვარსა და სამრეწველო ზონაში.

გარდა ამისა, საერთაშორისო ტელევიზიებმა რალის ფინალის ტრანსლიაციის უფლება შეიწყიდეს. საერთო ჯამში, მთელი რიგი ფაქტი არსებობს, რაც სერიოზულ მოგებას უზრუნველყოფს, რომ აღარაფერი ვთქვათ პერსპექტივებზე. ბევრი მათგანი, ვინც მბაქოში პირველად ჩავიდა, მომავალში აუცილებლად დაბრუნდება აზერბაიჯანის გასაცნობად, მით უფრო, რომ დღეს აზერბაიჯანი ტურიზმის თვალსაზრისით შედარებით უფრო პრიორიტეტულ საფეხურზე გადავიდა”, – განაცხადა სააგენტო “ახალი ამბები-აზერბაიჯანის” ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებისა და ტურისტული სააგენტოების ოპერარტორების თანახმად, “ფორმულა ერთის” შემდეგ ბაქოში ჩასვლის მსურველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეტაპის ჩატარებისათვის ჩადებული თანხმები სრულად ნაზღაურდება.

როსბერგის ბაქოური ტრიუმფი

Mercedes-ის ჯგუფის გერმანელმა მრბოლელმა ნიკო პოსბერგმა მერვე ეტაპის კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო აჩვენა. მეორე ადგილი Force India-ს ჯგუფის წევრმა მექსიკელმა სერხიო პერესმა დაიკავა, თუმცა გადაცემის კოლოფის გამოცვლისათვის 5 პოზიციით დაჯარიმდა. იგი იძლებული გახდა მეშვიდე გასულიყო ტრასაზე. ამგვარად, რალში მეორე პოზიციიდან Red Bull-ის ჯგუფის წევრი ავსტრალიელი დანიელ რიკარდო გავიდა, ხოლო მესამე – გერმანელი სებასტიან ფეტელი Ferrari-დან.

Rosberg“Торо Россо”-ს რუსმა მრბოლელმა დანიილ კვიატმა ეშვიდე შედეგი აჩვენა. მან გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველად აჯობა ტრავის ესპანელ პარტნიორს კარლოს საინს-უმცროსს (მეცამეტე). პერეს კვიატი ჯარიმის გათვალისწინებით, მეექვსე გავიდა ტრასაზე, თუმცა მეშვიდე წრეზე დისტანციიდან გადავიდა.

ბაქოს ეტაპის გამარჯვებული Mercedes-ის გუნდის წევრი ნიკო როსბერგი გახდა. მეორე – ფეტელი Ferrari-დან, ხოლო მესამე – Force India-ს წარმომადგენელი პერესი.

აზერბაიჯანმა ღირსეულად უმასპინძლა აღნიშნულ ღონისძიებას. ბაქო კი მსოფლიოს ცნობად ქალაქებს შორის ჩაეწერა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა “ფორმულა ერთთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად ეს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელების ბოლო რბოლა არ არის.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა პირველი ეტაპის ჩასატარებლად უზარმაზარი თანხა გაიღო, შემდგომი ეტაპები ბევრად უფრო იაფი დაჯდება, რადგანაც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მზად არის. ეს კი აზერბაიჯანსა და მის დედაქალაქს ახალ ტურისტულ “მექად” გადაქცევაში შეუწყობს ხელს.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა