რელიგიური სექტები, რომელთა დახმარებითაც სომხური სამოციქულო ეკლესიის და საერთოდ, ქრისტიანობის დამხობის მცდელობები შეინიშნება, ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკაში სულ უფრო აქტიურად მოღვაწეობენ. ცხადია, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, რომ ყველა სექტა დამხობით ხასიათს ატარებს, თუმცა, მათი უმრავლესობა გარე ძალების მიერ სომხურ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის იარაღია.

დესტრუქციულ კულტურათა მსხვერპლის რეაბილიტაციის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, დღეს სომხეთში 65 რელიგიური ორგანიზაციაა, მათგან დაახლოებით 54 სექტაა, რომლებშიც სომხეთის 350 ათასი მოქალაქეა გაერთიანებული. შედარებისთვის, ყაზახეთში სექტების რაოდენობა 1870-ს აღწევს, ხოლო უკრაინაში – 100 ათასიდან 11 ათასამდე მერყეობს. რაც შეეხება არაკომერციულ ორგანიზაციებს, ისინი 3 მილიონიან სომხეთში 4000-მდეა.

იგივე ცენტრის მონაცემებით, სომხეთში აქტიურად მოღვაწეობს 200 დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაცია.

რელიგიური ორგანიზაციების კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია ერევანში. თუმცა, რესპუბლიკაში ცალკეული დასახლებული პუნქტებიც არსებობს, სადაც იქ მცხოვრებმა ყველა ადამიანმა რელიგიური მრწამსი შეიცვალა. ესენი ძირითადად სასაზღვრო რაიონებია. გარდა ამისა, მასშტაბური რელიგიური მოღვაწეობები მიმდინარეობს გიუმრიში, არტაშატში, ოქტემბერიანში, ჩერენცავაში, არარატში და სხვ. იგივე ცენტრის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში სომხეთში 5000-დან 7000-მდე ადამიანმა შეიცვალა რელიგია.

სომხეთში მოღვაწე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის შედარებით ყველაზე აქტიურები არიან “იეჰოვას მოწმეები”, “30-იანელები”, ხორანელები”, “მორმონები”, ასევე “ევანგელისტური ეკლესია”, “სიცოცხლის სიტყვა”, “ბოლო დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია” და ა.შ.

13._verbovka_v_sektuრა თქმა უნდა, ყაზახეთთან და უკრაინასთან შედარებით, სომხეთში მოღვაწე რელიგიური სექტების არსებობა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მასშტაბებს და ამ ორგანიზაციების სწრაფ ზრდას,ადეკვატური ზომების გატარების გარეშე შედეგები სავალალო იქნება.

დღეისათვის სექტებმა სომხური საზოგადოების თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში შეაღწიეს. მათ შორისაა საგამომცემლო, საგანმანათლებლო და სამშენებლო სფეროები, გარკვეულწილად შეინიშნება კომუნიკაციების სფეროებში. მათი გარკვეული ნაწილი ქველმოქმედებასაც ეწევა.

საინტერესოა, რომ ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია, რომლებსაც იგივე სექტებთან დაფინანსების საერთო წყარო აქვთ, აქტიურად უწყობენ ხელს სომხეთში რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის იდეას და ამით მხარს უჭერენ იგივე რელიგიური ორგანიზაციების მოღვაწეობას. ასეთებია: ფონდი “ევრაზია – თანამშრომლობა”, “ღია საზოგადოების” ინსტიტუტის დახმარების ფონდი, “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა”, “ჰუმანიტარული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახალი თაობა”, “საზოგადოება ძალადობის გარეშე”, Public information and Need of Knowledge» (PINK). მათ შორის ბევრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან კოორდინირებს და სწორედ იქიდან ღებულობს ძირითად დაფინანსებას. სხვადასხვა დამატებით რესურსს კი, ქველმოქმედების და მისი წერვების მიერ გაღებული შესაწირავების გზით იღებს.

სექტა – ეს არის კონკრეტული პროგრამა სახელმწიფოს შესუსტების და ერის დაყოფის მიზნით, ხოლო პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციები – სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევის და “ფერადი” გადატრიალების ორგანიზების ინსტრუმენტი.

ცნობილია, რომ უკრაინის “ფერადი” რევოლუციის დროს მისი აქტიური მონაწილეები ქარიზმატული „ღვთის საელჩოს“ 50 ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო. დასავლეთი აქტიურად იყენებს, როგორც სექტებს, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც „ფერად“ რევოლუციებში მნიშვნელოვან ძალად მოიაზრებიან. იუგოსლავიის, საქართველოს, უკრაინის და ყირგიზეთის „ფერად“ რევოლუციებში არაკომერციული ორგანიზაციების ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. ისინი ერთი და იგივე ცენტრის მიერ არის შექმნილი: იუგოსლავიაში – “ოტპორი”, საქართველოში – “კმარა”, უკრაინაში – “პორა”, ყირგიზეთში – “კელ-კელ”.

სომხეთში საზოგადოებრივი აქციები არაკომერციული ორგანიზაციის გარეშე არ იმართება. მაგალითად, შარშან ზაფხულში, პოლიციის შენობის დაკავებისას, შეიარაღებული ჯგუფი “სასნა ცრერ”, რომლის წევრებმაც პოლიციელი მოკლეს, ერევანში, ერებუნის რაიონის ყველაზე დიდ პოლიციურ პოლკში შეიჭრა. ამის შემდეგ დაწყებულმა ქუჩის უწესრიგობებმა გამოავლინა ის ფაქტი, რომ დასავლეთმა გაააქტიურა ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა, რომლებსაც წლების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის კვებავდნენ.

თითქმის ყველა ეს არაკომერციული ორგანიზაცია და სექტა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს.

Ребенок в секте "Свидетели Иеговы"
Ребенок в секте “Свидетели Иеговы”

ლათინური სიტყვა – secta სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი ფრანგული განმარტებით, სექტა არის ჯგუფი, რომლის მიზანი, ან მოღვაწეობის შედეგი არის თავისი წევრების ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური დამოკიდებულების შექმნა, ან ექსპლუატირება. ცნობიერების მანიპულირება – ეს არის “სერიოზული და განმეორებითი ზემოქმედება, ან სპეციალური მეთოდების გამოყენება, აზროვნების შესაცვლელად, რათა ადამიანისგან თანხმობა მიიღოს, ან მის გარეშე იმოქმედოს, ან თავი შეიკავოს მოქმედებისგან, რის შედეგადაც მას სერიოზული ზიანი ადგება. “სწორედ ამიტომ, სექტაში მოხვედრილი ადამიანები ზომბირდებიან, მათით მანიპულირება ადვილია და საჭიროების შემთხვევაში, მათგან ტერორისტული ჯგუფიც იქმნება.

დესტრუქციულ კულტურათა მსხვერპლის რეაბილიტაციის ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად სომხეთში სექტანტური არხებით 800 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე შედის. ცხადია, ფულის ასეთი ნაკადი შეუმჩნეველი ვერ დარჩება და როგორც ჩანს სექტებს ქვეყანაში თავიანთი მფარველები ჰყავთ.

რაც შეეხებათ მორმონებს, მათი რიცხვი სომხეთში ორი ათასს აღწევს, თუმცა, გაერთიანების რიგებში რიცხობრივი ზრდა განსაკუთრებულ მიზანს არ ემსახურება. მათი ამოცანა უკიდურესად მარტივია: ადგილობრივი ნორმების შესწავლა და სომხეთის რეგიონებში ინფორმაციის შეგროვება. მათ აქტიურად იყენებენ „ჩუმი დემოკრატიული“ რევოლუციების მოსახდენად. მათ იყენებდნენ იუგოსლავიაში, საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთში, აფრიკაში.

“სინდისისა და რელიგიის თავისუფლების” შესახებ სომხეთის რესპუბლიკის კანონის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ რელიგიური ორგანიზაციების ქუჩაში საქმიანობას არ კრძალავს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს და მასში შესწორება შევიდეს, რათა ქუჩაში მსგავსი ხასიათის ღონისძიების ჩატარება აიკრძალოს.

Мормоны
Мормоны

რაც შეეხებათ მორმონებს, მათი რიცხვი სომხეთში ორი ათასს აღწევს, თუმცა, გაერთიანების რიგებში რიცხობრივი ზრდა განსაკუთრებულ მიზანს არ ემსახურება. მათი ამოცანა უკიდურესად მარტივია: ადგილობრივი ნორმების შესწავლა და სომხეთის რეგიონებში ინფორმაციის შეგროვება. მათ აქტიურად იყენებენ “ჩუმი დემოკრატიული” რევოლუციების მოსახდენად. მათ იყენებდნენ იუგოსლავიაში, საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთში, აფრიკაში.

“სინდისისა და რელიგიის თავისუფლების” შესახებ სომხეთის რესპუბლიკის კანონის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ რელიგიური ორგანიზაციების ქუჩაში საქმიანობას არ კრძალავს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს და მასში შესწორება შევიდეს, რათა ქუჩაში მსგავსი ხასიათის ღონისძიების ჩატარება აიკრძალოს.

არაკომერციული ორგანიზაციები და სექტები სომხეთში დღეს ერთ-ერთ რეალურ შიდა საფრთხეს წარმოადგენენ.

არმან გუკასიან – ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.