Bundeskanzlerin Angela Merkel und der aserbaidschanische Staatspräsident Ilham Alijew zu Beginn ihrer Pressekonferenz im Kanzleramt.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტს, არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა. ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება, გერმანელი კანცლერის მიერ, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებზე საუბარს დაეთმო.

ელოდნენ, რომ ბაქოში მოლაპარაკებების მთავარი თემა, ეკონომიკა და ენერგეტიკა იქნებოდა. ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსაც შეხვდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხს შეეხო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს შორის მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით წარიმართა, რომელშიც ორივე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. ალიევმა ვიზიტს “ისტორიული” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

მერკელმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ამ რეგიონში აზერბაიჯანი გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია”. იგი ადამიანის უფლებათა საკითხებსაც შეეხო.

“საუბარში, ალბათ, რაღაც კრიტიკულ მომენტებსაც შევეხებით და ეს არის ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული ვითარება”, – განაცხადა მერკელმა.

როგორც Dalma News-თან საუბარში მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (REAL) აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ განაცხადა, ანგელა მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის ლეიტმოტივი ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხებია. საუბარია ევროპაში კასპიის და ცენტრალური აზიის გაზის ტრანზიტზე.

ნატიკ ჯაფარლი

ბუნებრივია, ვიზიტის დროს შეუძლებელი იყო სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის და ადამიანის უფლებათა საკითხებისთვის გვერდის ავლა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. მაგრამ საკითხს უფრო ფართოდ უნდა მივუდგეთ. აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო გერმანია ევროკავშირის ლოკომოტივია”, – განაცხადა ნატიკ ჯაფარლიმ.

ექსპერტის აზრით, სწორედ ამასთან დაკავშირებით იჩენს თავს ის პრობლემები, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებობს. “აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, თავის თავზე აიღებს კანონმდებლობის შეცვლის ვალდებულებას, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებით.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პირობების გამკაცრებას. მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სამომავლო შეთანხმების კონტექსტში ყველა ამ ასპექტს შეეხნენ. ბაქო თავის თავზე აიღებს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ვითარების გაუმჯობესების ვალდებულებას და ეს ძალიან კარგია.

“გავიხსენოთ, რომ, როდესაც 2000 წლის დასაწყისში აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი გახდა, მაშინ ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა გააუმჯობესა. თუმცა, ბოლო წლებში საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა”, – ამბობს მოძრაობა REAL-ის აღმასრულებელი მდივანი.

მისივე თქმით, ბაქოში ანგელა მერკელის ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების სამუშაოების დაჩქარება იყო.

რაც შეეხება ბუნდესტაგის დეპუტატ ალბერტ ვაილერს, რომელიც ანგელა მერკელის დელეგაციის შემადგენლობაში იყო და რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა იმის გამო აეკრძალა, რომ მან მთიანი ყარაბაღი მოინახულა, ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილება გერმანია-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.

“ყარაბაღში ჩასვლის მსურველებმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად უნდა აცნობონ. ალბერტ ვაილერის შემთხვევაში კი ასეთი რამ არ მოხდა. გერმანული მხარე გაგებით მოეკიდა ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნატიკ ჯაფარლიმ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ცენტრის დირექტორმა, ელდარ ზაინალოვმა, Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს, ადამიანის უფლებების თემა დღის წესრიგის მეორეხარისხოვანი საკითხი იყო.

“ეს საქმიანი ვიზიტი იყო, რათა აზერბაიჯანში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეკონომიკური პოზიციები განემტკიცებინა. მერკელს მეტი მაინც არაფერი აინტერესებდა, თუმცა, ორი სიტყვით იმის შესახებ ისაუბრა, რომ 200 წლის წინათ გერმანელი ემიგრანტები აზერბაიჯანში ჩასახლდნენ, მაგრამ მათი დასახლებების და გერმანელი მოსახლეობის ნახვის სურვილი არ გამოუთქვამს”, – დასძინა ელდარ ზეინალოვმა.

ელდარ ზაინალოვი

“მთავარია – ეკონომიკა. გფრ-ის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანული ეკონომიკა სრულად შეაფასა. როგორც ჩანს, ანგელა მერკელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკაში დადებითი ძვრებია, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციას ეხება. ამის შესახებ მართლაც ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს არც ისე თვალსაჩინოა”.

ზეინალოვის თქმით, მერკელისთვის აზერბაიჯანი “გაზის ბალონია და მთავარია არ აფეთქდეს”. საინტერესოა, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს, ადამიანის უფლებებზე საქართველოსა და სომხეთში უფრო ბევრი ისაუბრეს, ვიდრე აზერბაიჯანში. ელდარ ზეინალოვის აზრით, ეს განსხვავებული თემატიკის საკითხია.

“ქართველებს აინტერესებდათ გერმანიის გავლენა “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის პრობლემების გადაჭრაში. ანგელა მერკელს დურბინდიც კი მისცეს იმისთვის, რომ რუსი სამხედროები დაენახა. სომხეთში ყარაბაღზე ისაუბრეს და მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. რა გეგმა აქვთ გერმანელებს – გაუგებარია. გფრ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეც კი არ არის”, – აცხადებს ზეინალოვი.

აზერბაიჯანში ანგელა მერკელმა ადამიანის უფლებებზე ისაუბრა. “ზოგიერთი ინდივიდუალური საქმის მიხედვით საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადაც წარიმართა. მაგრამ თუ ეკონომიკას ხელს ათობით საქმე უშლის, მაშინ საკითხი ეკონომიკის და სარგებლის მიღების სასარგებლოდ გადაწყდება”.

ელდარ ზეინალოვის თქმით, არსებობს ილგარ მამედოვის საქმე. მისი ციხიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო. “არ ვფიქრობ. რომ ეს საკითხი ქალბატონ მერკელის ვიზიტს სპეციალურად დაუკავშირეს, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, დასავლეთს ეს ნაბიჯი კეთილი ნების გამოხატვად აღექვა. თუმცა, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გარკვეული ულტიმატუმი წამოაყენა”.

ილგარ მამედოვი

ელდარ ზეინალოვის თქმით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების არსებობა თვალსაჩინო გაეხადათ, სიაში ისლამისტებიც ჩართეს. გერმანიას კი ამგვარი პატიმრების მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი დამოკიდებულება აქვს.”პირველმა სწორედ გერმანიამ წამოჭრა საკითხი იმის შესახებ, რომ ისლამისტები პოლიტპატიმრებად უნდა იყვნენ მიჩნეულები. რამდენიმე წლის წინათ ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება “ჰიზბ უტ-ტახრირი გერმანიის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით. არგუმენტად მოიყვანეს ის, რომ თუ ისლამისტს ჯერ არავინ მოუკლავს, მისი შევიწროვება არ შეიძლება. გერმანიაში, ისევე, როგორც რუსეთში, “ჰიზბ უტ-ტახრირის” საქმიანობა აიკრძალა.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მხარი ბერლინს დაუჭირა. აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების სიაში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც იმ ორგანიზაციაში არიან, რომელის წევრებმაც გიანჯეში ორი პოლკოვნიკი მოკლეს და ამავე ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას დაესხნენ თავს. ისინი, ასევე სოფელ ნარდარანში მომხდარ სროლებში მონაწილეობდნენ, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ, ეს ადამიანები არიან სიაში, რომელიც ანგელა მერკელს გადასცეს.

“ამბობენ, აზერბაიჯანში 160 პოლიტპატიმარია. ის, რომ მათ შორის ასზე მეტი ისლამისტი რადიკალია, ამაზე დუმის ამჯობინებენ”, – ამბობს აღშფოთებული ელდარ ზეინალოვი.

“მათი საბოლოო მიზანი – საერო ხელისუფლების მოდელის შარიათზე შეცვლაა და ისინი ამას არც მალავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანელი “პოლიტპატიმრების” ამჟამინდელი სია საეჭვოა, ანგელა მერკელს რამეში აღელვებდეს”, – დასძინა მან.

პოლიტოლოგების კლუბ “სამხრეთ კავკასიის” ხელმძღვანელმა, ილგარ ველიზადემ, Dalma News-ს კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ანგელა მერკელის ბაქოში ვიზიტის დროს, ადამიანის უფლებების და ეკონომიკის საკითხები თანაბრად გადანაწილდა.

ილგარ ველიზადემ

“ანგელა მერკელის ვიზიტმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანის მიმართ გერმანიის აქცენტები არ შეცვლილა. დავინახეთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრიორიტეტები უწინდებურად ეკონომიკას და პოლიტიკას უკავშირდება. გერმანიის კანცლერის ვიზიტის წინ ბევრი წინადადება გაჟღერდა, მათ შორის ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ენერგორესურსების, პირველ რიგში გაზის, ალტერნატიული წყაროს მოძიებას გეგმავს.

ყურადღება მიიქცია იმანაც, რომ ანგელა მერკელის დელეგაციაში ბევრი ეკონომიკური ექსპერტი და ბიზნესმენი იყო.

დღეს უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ბაქოსთან დიალოგს აწყობს. სხვათა შორის, სავსებით შესაძლებელია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტამდე ციხიდან ილგარ მამედოვის გათავისუფლებამ, ბაქოში გამართულ მოლაპარაკებებზე გარკვეული გავლენა იქონია”, – დასძინა ზეინალოვმა.

მამედ მამეზადე