Illustration: Sputnik Армения

12 ივნისი კულინარიის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარების” პრეზიდენტმა, სედრაკ მამულიანმა და ტურისტული პროექტის – “ჩრდილოეთის კარიბჭის” კოორდინატორმა, ვაზგენ ხაჩიკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთში, 12 ივნისის, სომხური კულინარიის დღედ ოფიციალურად გამოცხადების და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მწვადის ფესტივალის შესახებ ისაუბრეს.

ორგანიზაციამ – “სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება”, 12 ივნისის სომხური სამზარეულოს დღედ გამოცხადების ინიციატივა ​ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წამოაყენა. როგორც სედრაკ მამულიანი აცხადებს, 2011 წელს, ორგანიზაციის სახელით, ეროვნულ კრებას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც 12 ივნისი სომხური სამზარეულოს პროფესიონალურ დღედ უნდა აღიარებულიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არის აუცილებელი 12 ივნისის სომხური კულინარიის დღედ გამოცხადება, მამულიანი განმარტავს:

“სომხური სამზარეულოს დღის აღნიშვნით, ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შევძენთ. საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილებით გვსურს, სომხური სამზარეულო გავფილტროთ და გავწმინდოთ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სომხური ეროვნული კერძებით ვიკვებებოდეთ”.

სომხური სადღესასწაულო სუფრის შეუცვლელი კერძის – მწვადის მოყვარულებს, წელს 18 და 19 აგვისტოს მწვადის ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.

სომხეთში მწვადის ფესტივალი მეათედ იმართება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი ორ დღეს გასტანს. 18 აგვისტოს მწვადის მომზადებაში ერთმანეთს პროფესიონალი მზარეულები შეეჯიბრებიან, ხოლო 19 აგვისტოს” – მწვადის მოყვარულები.

ტურისტული პროექტის “ჩრდილოეთის კარიბჭის კოორდინატორმა ვაზგენ ხაჩიკიანმა განაცხადა, რომ მწვადის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სომხეთი ტურისტულ ზონად დაახასიათო, რომელიც მდიდარია არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, არამედ ეროვნული კერძებითაც.

“აგვისტოს ბოლოს წინა შაბათს (18 აგვისტოს) მწვადის საერთაშორისო დღედ ვაცხადებთ და ყველას ვთავაზობთ, რომ ეწვიონ სომხეთს და სომხური მწვადი დააგემოვნონ”.

მწვადის საერთაშორისო დღედ გამოცხადების მიზანია სომხეთში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება. მოამზადა არპინე ბაგდასარიანმა.

მოამზადა არპინე ბაგდასარიანმა