აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში პირველად გაიმართება ფესტივალი “Holi Color“. როგორც «ANS PRESS-ი» იტყობინება, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 350 ახალგაზრდა, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ისე უცხოელები.
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Holi ColorFest -ი ინდური ტრადიციაა. ამ შემთხვევაში სიტყვა “კაშკაშა”“ პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება, რადგან დღესასწაულის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებმა ერთმანეთი სხვადასხვა ფერის და ადვილად მოსაშორებელი საღებავებით დათხუპნონ.
ფესტივალი დიდი წარმატებით სარგებლობს არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, სადაც რეგულარულად იმართება. მაგრამ წლეულს მისი გამართვა ბაქოში გადაწყდა, – დღესასწაულზე მიწვეულნი არიან ცნობილი დი-ჯეები, ასევე გადაწყვიტეს მოაწყონ სხვადასხვა ატრაქციონები, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები.