ოპოზიციური მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAl) ლიდერი №2 კოლონიის, სადაც იგი პატიმრობაში იმყოფებოდა, თანამშრომლებმა სცემეს.
როგორც contact.az-ს ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა შეატყობინა, 16 ოქტომბერს დაახლოებით 15:30-ზე მამედოვი ციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამოიძახეს. იქ კოლონიის ხელმძღვანელმა ეივაზ ასკეროვმა თავის მოადგილესთან და კიდევ ორ თანამშრომელთან ერთდ პატიმარი იატაკზე წააქციეს და წიხლებით სცემეს.
ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა საჩივარი გაუგზავნა იუსტიციის მინისტრ ფიქრეთ მამედოვს, გენ.პროკურორს ზაქირ გარალოვსა და ომბუცმენ ელმირა სულეიმანოვს. ადვოკატის თქმით, მის კლიენტს თავსა და კისერზე ცემის კვალი ეტყობა. საჩივარში ჯავადოვი ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და მამედოვისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.
მოძრაობა ReAl-ის აღმასრულებელ მდივანს ნათიგ ჯაფარლის მიაჩნია, რომ მამედოვს აიძულებენ ხელი მოაწეროს სახელმწიფოს მეთაურის სახელზე დაწერილ შეწყალების თხოვნას და ამ მიზნით მასზე დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედებდნენ.
იმავდროულად, მისი ადვოკატების აპელაცია ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და საქმე კვლავ ქალაქ შეკის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნეს. ნათიგ ჯაფარლი შიშობს, რომ ქალაქ შეკში გადაყვანის შემდეგ მამედოვთან ადვოკატებს არ შეუშვებენ.
ილგარ მამედოვს განაჩენი 2013 წლის 17 მარტს გამოუტანეს და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
მას მასობრივი უწესრიგობების მოწყობაში ადანაშაულებენ. ამის საპასუხოდ, იმავე წელს მამედოვმა საჩივარი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში შეიტანა. ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანის მთავრობას მამედოვის განთავისუფლება და მისთვის 22 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დაავალა, რადგანაც მისი დაკავება უკანონოდ სცნო. Amnesty International-მა მამედოვი სინდისის პატიმრად აღიარა.