ყოველწლიურად, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკაში სწრაფლსროლაში შეჯიბრება – Fast Draw იმართება. ერთმანეთს სროლის მოყვარული 10 ათასზე მეტი, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანი ეჯიბრება. ჩემი რესპოდენტი – განფაიტერი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფლმსროლელი, პროფესიონალი მონადირე და მაშველი – მაიკ ავეტიკიანი, მეტსახელად Yukon. მას სულ რაღაც 4 წამი სჭირდება, რათა კოვბოის რევოლვერიდან ზუსტად მიზანში ისროლოს.
– მაიკ, დასაწყისისათვის, თუ შეიძლება, მოყევი რა სპორტია Fast Draw?
– სპეციფიკური სროლა. ჩვენ მივეჩვიეთ იმის ყურებას, როგორ იღებს მსროლელი იარაღს, უმიზნებს მიზანს და ესვრის, აქ კი, მთავარია არა მხოლოდ უსწრაფესი რეაქცია, არამედ სროლის ტექნიკა. ანუ, სიგნალის შემდეგ ბუდედან იარაღი უნდა ამოიღო და მაშინვე ისროლო. დისტანცია მეტრანახევრიდან შვიდმეტრამდე განისაზღვრება, ხოლო სამიზნეს მოცულობა 10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. დროის რეკორდია – წამის მეოთხედი. ეს არის დრო სიგნალის ხმიდან სამიზნეს მოხვედრილ ტყვიას შორის.
– რა ასაკიდან შეიძლება პროფესიონალური სროლის სწავლა?
– პროფესიონალური სროლის შესასწავლად მსოფლიოში 12 წლის ასაკია მიჩნეული, მაგრამ ველურ დასავლეთში ამის სწავლას უკვე 7 წლიდან იწყებენ. მინახავს 8 წლის ბიჭუნა, რომელიც თავის ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და სხვათა შორის, იგი ნამდვილი იარაღით სარგებლობს.
– რა თვისებებს უნდა ფლობდეს მსროლელი?
– ვფიქრობ, პირველ რიგში, მშვიდი და ცივსისხლიანი უნდა იყოს. ძალზედ მნიშვნელოვანია სროლის დროს კონცენტრირება, რადგანაც მიზანში სროლაც კი დიდი პასუხისმგებლობაა: შენ ხელში იარაღი გიჭირავს. გარდა ამისა, ენთუზიაზმი და თავმდაბლობა, რაზეც ვოცნებობ.
– ანუ შენ არ ხარ თავმდაბალი?
– ასე ამბობენ, თუმცა მე სხავგვარად ვფირობ. (იცინის).
– რომელი სამი თვისებით დაახასიათებ შენს თავს?
– პატიოსანი, მოწესრიგებული და დღესდღეისობით შემიძლია ვთქვა, რომ მესამე არის საშობლოსადმი სიყვარული.
– შენ მსფლიოში საუკეთესო მსროლელების ხუთეულში ხარ შესული. კონკრეტულად რომელი ადგილი გიკავია?
– ბოლო სამ წელიწადში ჩრდილოეთ ამერიკაში სხვადასხვა შეჯიბრებაში მიმიღია მონაწილეობა. თითოეულ მათგანზე სხვადასხვა სტილის სროლა მოითხოვებოდა და განსხავებული დავალებები იყო წარმოდგენილი. ახლა ოფიციალურად მეოთხე ადგილი მოვიპოვე ერთი ხელით კლასიკური სროლის, ხოლო მეხუთე ადგილი – ორი ხელით სროლის კატეგორიაში. შეჯიბრებაზე მაღალი ოსტატობა ვაჩვენე და ოფიციალურად მაღიარა არა მოლოდ ასოცოაციამ, არამედ ველური დასავლეთის მსროლელი ოსტატების ჯგუფმა. ასე, რომ თავისუფლად შემიძლია თავს ვუწოდო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სწრაფლმსროლელი. მთელი ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებაზე მეხუთე ადგილი მოვიპოვე, ხოლო უკვე მეორე წელია მსოფლიოს საუკეთესო 15 სწრაფლმსროლელს შორის ვსახელდები. მოპოვებული მაქვს TOP GUN OF THE WORLD ჯილდოები.
– შენ 45 კალიბრიანი რუგერიდან ისვრი. როდის შეაჩერე შენი არჩევანი სწორედ ამ იარაღზე და თუ გისინჯია სხვა ტიპის იარაღიდან სროლა?
– სპორტის ასეთი სახეობისთვის შედარებით შესაფერ იარაღად კომპანია რუგერ კოლტის 45 კალიბრიანი კლასიკური რევოლვერი ითვლება. ასევე უმრავლეს შეჯიბრებებზე ვიყენებ 5,5 ინჩიან გრძელ ლულას, რაც ფიზიკურად სროლით შეჯიბრებას შედარებით უფრო ართულებს. ზოგიერთს იარაღის ლულა ინჩნახევრით უფრო ნაკლები აქვს. როდესაც შეჯიბრება მოდიფიცირებული იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა, ვიყენებ “ტვისტის” სროლის ტექნიკას. ეს გასროლის დროს იარაღის ჭერის ერთ-ერთი სწრაფი და რთული მდგომარეობაა.
– რა დროს ატარებ ამჟამად ტირში, ან სროლის დარბაზში?
– დღეს, საზოგადოებაში იარაღისადმი შეცვლილი დამოკიდებულების გამო, გარკვეული წესი არსებობს: ტირში კვირაში 2 საათის გატარების უფლება მაქვს. ამ დროს კი საკუთარი ოსტატობის დახელოვნებისათვის ვიყენებ.
– მწვრთნელი თუ გყავს?
– მწვრთნელები სხვადასხვაგვარი მყოლია. მაგალითად: ჰოვარდ დარბი, რომელიც დღესდღეისობით ყველაზე სწრაფია მსოფლიოში, ლინდა – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მსროლელი-ქალია კანადაში. მაგრამ მენტორი ერთადერთი მყავს, ეს არის მამაჩემი. ის მეხმარება გამარჯვებებისაკენ მისწრაფებაში და მათ მიღწევაში. სხვათაშორის, სწორედ მამა იყო პირველი, ვინც ნადირობას მაზიარა და ჩემში ამგვარი მისწრაფება გააღვივა.
– საერთოდ როგორ მოხვდი სპორტის ამ სახეობაში?
– სამი წლის წინათ, იარაღის ერთ-ერთ გამოფენაზე შევხვდი კოვბოის ტანსაცმელში გამოწყობილ და ნამდვილ იარაღასხმულ ადამიანებს. მათ შორის იყო ლინდაც. სწორედ მან მითხრა შოუში მონაწილეობის შესახებ. მე დავინტერესდი, ვინ იყვნენ ისინი და რა სახის იარაღი ჰქონდათ. სწორედ მათ მიამბეს სროლისა და შეჯიბრის თეატრალური შოუს შესახებ, ასევე სროლების ისტორიაც გამაცნეს. ამ ყველაფრით ძალიან დავინტერესდი. შესაძლოა, ძალიან ბავშვურად ჟღერდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ამომიტივტივდა სურათები, როდესაც ჭაბუკობაში “ვესტერნს” ვუყურებდი და წიგნებს ვკითხულობდი… მოულოდნელად კი ეს ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდა!
ერთ კვირაში უკვე ტირზე დავდიოდი. შემდეგ შეჯიბრებაზე წასვლა გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ ბუნებამ სროლის ნიჭი მომცა და ამ ნიჭის განვითარება და პროფესიულ დონეზე დახვეწა დავიწყე. მალე მათ ამერიკის შტატ ვაიომინგში შეჯიბრებაზე დამპატიჟეს. შეჯიბრება ღია სტილში იყო და იქ 22-ე ადგილი ავიღე. მაშინ გადავწყვიტე ამ სპორტს გავყოლოდი. მალე საკუთარი კანდიდატურა წარვადგინე კანადაში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე და მიმიწვიეს კიდეც. პირველი დღე ძალიან რთული იყო. ყველა სპეციალური მოდიფიცირებული იარაღით სარგებლობდა, მე კი 45 კალიბრიანი რევოლვერის რუგერ კოლტის ნამდვილი მოდიფიკაცია მქონდა. თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ რაიმეს შევძლებდი, რადგანაც ასეთი იარაღით წარმატების მიღწევა რთულია. მაგრამ პირველი დღის შედეგების მიხედვით პირველ ხუთეულში აღმოვჩნდი. მეორე დღეს შეჯიბრის პირობები გართულდა, დაამატეს ახალი წესები და მხოლოდ ერთ წამში შეცდომის გამო მე-9-ე ადგილზე გავედი. საბოლოოდ კი მსოფლიოს ათ საუკეთესო სწრაფლმსროლელს შორის აღმოვჩნდი. მაგრამ არ დავღონდი და ვარჯიშების, მამის მხარდაჭერისა და პროფესიონალი მსროლელების წყალობით ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონი გავხდი. 2014 წელს კანადის მსროლელთა სპორტული ასოციაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მსროლელთა წარმომადგენლად ამირჩიეს. ამგვარად გავხდი ყველაზე სწრაფი მსროლელი და პირველი სომეხი მსროლელი ველური დასავლეთის ისტორიაში.
– ახსენე კოვბოური თეატრალური შოუ, რომეშიც მონაწილეობდი. რამდენად არის ეს შოუ მიახლოვებული რეალობასთან?
– ეს შოუ 200 წელია ტარდება და ისინი ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში. რადგანაც დიდი პასუხისმგებლობაა სროლის დროს, შოუში პროფესიონალი მსროლელები, ან სპეციალურად ნავარჯიშები ადამიანები მონაწილეობენ. მაგრამ, როგორც კინოშია, სხვადასხვა ხრიკებს მივმართავთ, რადგანაც ეს შოუ ბავშვებისთვისაა და ჩვენ სროლის იმიტაციას ვქმნით.
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, სახლში რომ ჰქონდეს იარაღი?
– ცივსისხლიანი უნდა იყოს და სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იარაღისადმი. როგორც ამბობენ, ცხელი გული და ცივი გონებაა საჭირო.
– როდის დაგერქვა მეტსახელად “Yukon” და რას ნიშნავს ეს?
– თითოეულ განფაიტერს და საერთოდაც ყველას, ვინც ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს, მეტსახელი აქვს. მათი დამსახურება შესაძლებელია საქმიანობის მიხედვით, ან ინდიელებისგან. სახელი ინდიელებმა შემარქვეს და მათ ძველ ენაზე ნიშნავს “ყველაფები ბევრი”.
– გვიამბე ინდიელებთან ნაცნობობის შესახებ.
– ჩემი საქმიანობა არის სამაშველო, ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ემსახურება სახლებს, კორპორაციებს, ფირმებსა და ასე შემდეგ. მე, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს ხშირად მგაზვნიდნენ ჩრდილოეთით, ინდიელების დასახმარებლად. მუშაობის პერიოდში გავიცანი ინდიელების ბლეკფუტის ტომი. ძალიან დამაინტერესა იმან, რომ ისინი დღემდე შუბებით, ისრებითა და დანებით ნადირობენ. ტომის ბელადს ვთხოვე, ჩემთვის ეჩვენებინა და ესწავლებინა თავიანთი ნადირობა ადგილობრივ ტყეებში. საქმე იმაშია, რომ ნადირობა მამამ მასწავლა, მაშინ ჯერ კიდევ ხარკოვში ვცხოვრობდით. პირველად 12 წლის წამიყვანა ტახებზე სანადიროდ. მას შემდეგ მე “ჩემი ცხოველები”ვიპოვე, მაგრამ ნამდვილ ნადირობას ინდიელებმა მაზიარეს.
– როგორია “შენი ცხოველები”?
– ძალიან მომწონს დათვზე მშვილდისრით ნადირობა.
– რით განსხვავდებოდა მამასთან ერთად ნადირობა ინდიელებთან ერთად ნადირობისაგან?
– ინდიელებმა მასწავლეს, როგორ მოვუსმინო ტყეს, ვესაუბრო სულებს, ხეებს, ვუთვალთვალო ნადირს, ვიყო შეუმჩნეველი მონადირე და ცხოველი შვილდის ერთი ტყორცნით მოვინადირო. ასევე მასწავლეს ტყის სულებისათვის პატივის მიგება თითოეული ნანადირევი ცხოველის სანაცვლოდ. ნამდვილი ინდიელების, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობენ, რწმენა სულების თაყვანისმცემლობაზე, სიყვარულზე და ცხოველების დაცვაზეა აგებული. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს გამოკვება სჭირდება, ინდიელებს მიაჩნიათ, რომ ტყისგან მხოლოდ ის და იმდენი უნდა აიღონ, რამდენიც საჭიროა ოჯახის გამოსაკვებად. საპასუხოდ კი სიყვარული და თამბაქო უნდა დააბრუნო.
– თამბაქო?
– (იცინის…) დიახ, ინდიელებში მიღებულია, როდესაც ნადირობისას ტყიდან ცხოველს წამოიყვან, ტყის სულებს ნამდვილი თამბაქო, რომელსაც თავად ინდიელები ეწევიან, უნდა უბოძო. ის შენს მიერ მოკლული ცხოველის ადგილზე უნდა დადო.
– და ეს ჰარმონიას არ ეწინააღმდეგება?
– ჩვენ მაინც მონადირეებად ვართ დაბადებულები. ადამიანი- ყველაზე საშიში ნადირია პლანეტაზე… ამიტომ ჩემს მამაკაცურ საწყისს ამგვარად გამოვხატავ. მაგრამ პატიოსანი ვარ ბუნების წინაშე და არასოდეს ვიღებ ზედმეტს და იმაზე მეტს, რისი შეჭმაც შემიძლია. ძალიან ნაზად ვეპყრობი ბუნებას.
– ფილმში როდესმე მიუწვევიხართ?
– ზოგჯერ მიწვევენ ტელევიზიისათვის რეკლამაში, ან თეატრალურ შოუში მონაწილების მისაღებად, მაგრამ სპეციალურად ჰოლივუდში გამგზავრება… ვფიქრობ, რომ უჩემოდაც საკმარისად ყავთ მსახიობები.
– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– მინდა კენდო შევისწავლო. ეს არის ფარიკაობის თანამედროვე ხელოვნება. ასევე მსურს ტრადიციული სამურაის ხმლის ფლობის ტექნიკა ვისწავლო. ეს სპორტის ძალიან საინტერესო მიმდინარეობაა იაპონიაში. ის ხელს უწყობს ადამიანში სრულფასოვანი პიროვნებისა და მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებას. ასევე აწრთობს როგორც სხეულს, ისე პიროვნების ნებას, ისწავლოს იყოს გულმოდგინე და მშვიდი საკუთარი თავის ძიებაში.
არმინე აგარონიანი