სამხრეთ კავკასიაში სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება ყველასათვის კატასტროფა იქნება, ამიტომ იგი თავიდან უნდა აცვილოთ. ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატი საუკეთესო მოედანია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირირებული საკითხების განსახილველად. მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს იმას, რომ ყარაბაღში მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს.
ასეთია აშშ-ს ყოფილი ელჩის სომხეთში ჯონ ევანსის საერთო თეზისები, რის შესახებაც მან სომხური და რეგიონალური მედიისათვის მიცემულ ონლაინ-კონფერენციაზე ისაუბრა. ევანსი 2000 წელს ამერიკულ დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა, 2006 წელს დაატოვებინეს ელჩის თანამდებობა, შემდეგ კი საერთოდ გაანთავისუფლეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ამის მიზეზი იყო მისი გამოსვლა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც დიპლომატმა 1915 წელს ოსმალოს იმპერიის მიერ სომხების მასობრივ ხოცვას „გენოციდი“ უწოდა.
ევანსის გამოსვლას სერიოზული ხმაური მოჰყვა, თუმცა პრესკონფერენცია მოკრძალებული იყო. ევანს ბევრს ეკითხებოდნენ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ და ყოფილი ელჩი ერთობ თავშეკავებულად პასუხობდა, თავს არიდებდა მკვეთრ ფრაზებსა და ფორმულირებებს. ყარაბაღის გარდა, ევანს სომხეთში ინვესტიციების განხორციელების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და სხვა საკითხების შესახებაც ჰკითხეს. Dalma News-ი მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს დიპლომატი სომხეთისთვის აქტუალურ თემებზე.
- მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი
წლების განმავლობაში მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიან და მტკიცე გადაწყვეტაზე. როგორც ელჩმა უორლიკმა განაცხადა, ეს დღემდე ასეა. მისი აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად, მინსკის ჯგუფის მოლაპარაკლებების ფორმატისთვის ფორუმებზე უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. მაგრამ წარმატების მიღწევა შუამავლებზე მეტად თავად მხარეებზეა დამოკიდებული. ადვილია შუამავლების დადანაშაულება.
მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების მცირე პროგრესი იმედგაცრუების საფუძველი გახდა ბევრი დამკვირვებლისთვის, მაგრამ დიპლომატია (განმარტების მიხედვით) შრომატევადი საქმეა და დიდი დრო სჭირდება. მას შემდეგ, რაც გარიგების ძირითადი ელემენტები შეთანხმდება, საქმე საკმაოდ სწრაფად მიდის. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და არცერთი მათგანი არ მიიღებს იმ ყველაფერს, რაც სურს. რაღაც ეტაპზე მთიანი-ყარაბახის ხელისუფლება უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი.
ვიმედოვნებ, რომ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე, კერძოდ კი ბაქო, თავშეკავებას გამოავლენს. ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტსა და სრულმასშტაბიან ომში, რაც შეიძლება ბევრად უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს, ვიდრე 1990-იან წლებში. ეს არავის, მათ შორის ყარაბაღელ ხალხს არაფერში სჭირდება. სულ უფრო მეტი მიზეზი არსებობს იმისა, რომ მხარეებმა გააცნოებიერონ მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების მნიშვნელობა და სრული სერიოზულობით აღიქვან ის.
სამხრეთ კავკასიაში სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება ყველასთვის კატასტროფა იქნება და ამიტომ იგი თავიდან უნდა ავიცილოთ.
საგანგაშოა არა მხოლოდ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, არამედ ისიც, რომ ზოგიერთი ასეთი დარღვევა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ( ტავუშსა და ნახიჭევანში) დაფიქსირდა.
მხარეებს შეუძლიათ განიხილონ სტრასბურგში, ვენაში, ან სხვა ადგილებში ნაკლები ლობირების საკითხი და ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერს უფრო ახლოდან შეხედონ.
- კორუფცია
კორუფცია ყველგან არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხეთში გამჭირვალობის დეფიციტია და ის, რომ სასამართლო არ უზრუნველყოფს დროულ და სამართლიან მართლმსაჯულებას, კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას. ყველას გვსურს სომხეთში უფრო მეტი ამერიკელი და უცხოელი ინვესტორი ვიხილოთ, მაგრამ სამწუხაროდ ამას ბევრი რამ უშლის ხელს, მათ შორის კორუფციაც.
- სომხურ-თურქული ურთიერთობა
ამ მომენტისთვის ძალიან ცოტა პერსპექტივას ვხედავ სომხურ-თურქული ურთიერთობების მოსაგვარებლად. პროტოკოლები, ამ თვალსაზრისით, აშკარად წარუმატებელია. ჩემის აზრით, ეს შეცდომა იყო, რადგანაც მათ არქტიტექტორებს ერთბაშად ბევრის მიღწევა სურდათ. ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარების ნაცვლად, ერთ უბრალო ნაბიჯს შემოგთავაზებთ: სრული დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება. ეს უზრუნველყოფს საიმედო კავშირებს და არც ერთი მხარისთვის არ იქნება კომპრომისი. ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს პირადად შევთავაზე.
- საპროტესტო აქციები ერევანში
რუსული და უკრაინული მასმედია ცდილობდა ერევანში ელექტრო ენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციებისათვის “მაიდანის” იარლიყი მიეკრა და ამას თითოეული საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა. მიმაჩნია, რომ სომხეთის მოსახლეობამ შეძლო ამ ბრალდებების გაქარწყლება.