ცოტა ხნის წინ, სომხეთის რუსული სახლის მიწვევით, ერევანს სომხური წარმოშობის რუსი კოსმონავტი არუთიუნ კივირიანი ესტუმრა. მას 2023 წლის 16 ივნისს უწყებათაშორისი საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით, „საცდელი კოსმონავტის“ კვალიფიკაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში იგი, შესაძლოა, მეორე სომეხი კოსმონავტი გახდეს ამერიკელი ასტრონავტის ჯეიმს ბაგიანის შემდეგ. Dalma News-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში არუთიუნ კივირიანმა საკუთარი თავის გარდა, კოსმოსის კვლევაზე ისაუბრა.
– როსკოსმოსმა 2019 წელს კოსმონავტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რამდენიმე რთული ეტაპის შედეგად, 2200 აპლიკანტიდან მხოლოდ 4 ადამიანი შეირჩა, მათ შორის, თქვენც. გთხოვთ, გვიამბოთ ამის შესახებ. რა იგრძენით, როდესაც თქვენი ოცნების ასრულებას მიუახლოვდით? ეს ბავშვობის ოცნება იყო?
– არა, ბავშვობაში სხვა ინტერესები მქონდა. კოსმოსზე ფიქრი მოგვიანებით, უნივერსიტეტში დავიწყე, რომელიც, სხვათა შორის, ბევრმა ასტრონავტმა დაამთავრა. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სტუდენტურ შეხვედრებზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე გამიმართლა და საბჭოთა კავშირის გმირ გეორგი გრეჩკოს შევხვდი. მასთან საუბარმა იმდენად შთამაგონა, რომ სერიოზულად დავფიქრდი კოსმოსურ გზებზე. მაგრამ ოცნების ახდენისგან ჯერ კიდევ შორს ვიყავი.
“Energia” – Rocket and Space Corporation-ში მუშაობისას კოსმონავტთა კორპუსში შერჩევას ველოდი. როდესაც, სასწავლო ცენტრში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, დოკუმენტების შეგროვება დავიწყე, რაც საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან საჭირო იყო სხვადასხვა სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა ფიზიკური მომზადების, მედიცინისა და განათლებაზე. შემდეგ თეორიული და ფიზიკური მომზადების ეტაპები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტები გავიარე.
“როსკოსმოსის” გენერალური კოსმოსური მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კოსმონავტის სერტიფიკატი მივიღე, რაც სანუკვარი ოცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ასე მოვედი ინჟინერიიდან ასტრონავტიკაში. რაც მთავარია, უბრალოდ კი არ ვოცნებობდი, არამედ. ის მიზნად ვაქციე და მივხვდი, რომ საჭირო იყო მასზე ხანგრძლივი და რთული მუშაობა. ასტრონავტებში მოხვედრის ერთადერთი გზა მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა.
– როდის გეგმავთ თქვენს კოსმოსურ ოდისეას?
– კოსმოსში ჩემი პირველი გაფრენის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციაა. თუმცა, ფრენის განრიგებიდან და პროგრამებიდან გამომდინარე, როგორც ISS პროექტის ნაწილი ეს შესაძლოა, დაახლოებით 2026-2028 წლებში მოხდე. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ტრადიციისამებრ, როგორც ახალბედა, კოსმოსში ფრენის ინჟინრად გავფრინდები და, რა თქმა უნდა, მისიაზე პასუხისმგებელნი უფრო გამოცდილი ასტრონავტები იქნებიან. გარდა ამისა, ძალიან მინდა ღია კოსმოსში გასვლა და სადგურის გარეთ სამეცნიერო აღჭურვილობაზე მუშაობა. მანამდე კი დედამიწაზე ვარჯიშს განვაგრძობთ: ნულოვანი გრავიტაციით 20 წამის განმავლობაში, თვითმფრინავით 10 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან მკვეთად ვეშვებით და ჩავყვინთავთ. ამ დროის განმავლობაში, აღჭურვილობასთან მუშაობისთვის სხვადასხვა ოპერაციები ავტომატიზმზე უნდა შევასრულოთ. საერთო ჯამში ყველა შესაძლო ოპერაციას ვსწავლობთ და მათზე ვმუშაობთ.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ გსურთ გახდეთ ერთ-ერთი პირველი რუსი ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე დაადგამს ფეხს…
– ეს, ალბათ, შორეული ოცნებაა. ამჟამად რუსეთში მუშაობენ პროგრამა „ღრმა კოსმოსის“ განვითარებაზე, რომელიც მთვარის პროექტს ითვალისწინებს. შესაძლოა, ჩვენი ნაკრების ასტრონავტებს მთვარეზე ფრენის პატივი ერგოთ, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი საჭირო არ არის.
– დღესდღეობით, თქვენ მრავალ ენციკლოპედიურ და საცნობარო პუბლიკაციაში, მათ შორის ვირტუალურში ხართ ჩართული. თუმცა, თქვენს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა. რამეს ხომ არ დაამატებთ?
ვფიქრობ, სავსებით საკმარისია ის, რაც წერია: დაიბადა, ისწავლა, იმუშავა. თუ ფრენა განხორციელდება, მაშინ, სავარაუდოდ, ამ მოვლენის შესახებ ერთი წინადადება მაინც დაემატება.
– ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება თქვენი ოჯახისა და ოჯახის ღირებულებების შესახებ მეტის გაგება?
– დავიბადე მაიკოვში. ჩემი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. გასაგები მიზეზების გამო, სახლში იშვიათად ვარ, მაგრამ ყოველთვის, როცა მივდივარ, მამისეული სახლის, სადაც შემორჩენილია ეროვნული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, კარგ ატმოსფეროში ვიძირები. ვცდილობ მშობლებთან სომხურად, უფრო სწორად, “ამშენის” დიალექტზე ვისაუბრო. ახლა სომხურ ლიტერატურულ ენას ვსწავლობ, რათა სომხური ლიტერატურა ორიგინალურ ენაზე წავიკითხო. ასეთი მწვერვალების დაპყრობა ჩემთვის მხოლოდ საინტერესო კი არ არის, არამედ საინტერესოც. მიმაჩნია, რომ ამგვარად დავუბრუნდები ჩემი წინაპრების ფესვების, რომლებიც დასავლეთ სომხეთამდეა გადაჭიმული.
ცოტა ხნის წინ, ციცარნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ვესტუმრე, რათა სომხების გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიმეგო. ამ ისტორიული მომენტის შესახებ მშობლებმა, უფრო სწორად, ბებია-ბაბუამ მიამბეს. ისინი ხშირად იხსენებდნენ თავიანთი მშობლების ამბებს. მაგალითად, ბაბუა ბევრს ლაპარაკობდა ნათესავებზე, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილით დასჯას და დასავლეთ სომხეთის ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ. მათი მონათხრობები სავსე იყო ტკივილი. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მემორიალის სახით იმ ტრაგიკული მოვლენების ხსოვნა უკვდავყოთ.
– 22 ივნისის ღამით, ერევნის გამარჯვების პარკს ეწვიეთ, სადაც “დედა-სომხეთის” მემორიალის მარადიულ ცეცხლთან ყვავილები მიიტანეთ…
ეს ღონისძიება დიდი სამამულო ომის დაწყების წლისთავს მიეძღვნა. პროცესიას ვეტერანები, საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ჩემთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის ხსოვნისა და მწუხარების დღე. ეს ის დღეა, როდესაც აუცილებელია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ წინაპრების ხსოვნას, რომლებიც დიდ სამამულო ომში იბრძოდნენ და მომავალი თაობისთვის თავი გასწირეს. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ “დედა-სომხეთის” მემორიალის მარადიულ ცეცხლთან და დიდ სამამულო ომში დაღუპულებს პატივი მივაგეთ.
– ერევანში პირველად ხართ? როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
– დიახ, სომხეთში პირველად ვარ და პირველი შთაბეჭდილებები ერევანზე ძალიან დადებითია. ქალაქი და მისი არქიტექტურა შთამბეჭდავია. ერევანი სტუმართმოყვარე და მყუდროა. აქაური ხალხი კი – თბილი, გულწრფელი და სტუმართმოყვარე.
– პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი სომეხი ხარ, რომელიც შესაძლოა მალე კოსმოსში გაფრინდეს. სომხეთს სიამაყის მიზეზი აქვს. თქვენ რას გრძნობთ?
ეს დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მათ წინაშე, ვინც მასწავლა, ვინც დააფასა ჩემი შესაძლებლობები, ვინც ასტრონავტის კვალიფიკაცია მიანიჭა. სიამაყეს ვგრძნობ!
– ღეის გადმოსახედიდან მომავალში რას ისურვებთ?
– დღეს, როდესაც კოსმოსის სურათები ხელმისაწვდომია, ვხვდებით, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა. ალბათ, მთელი კაცობრიობისთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ნათელა ოგანიანი