კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფონდის ინიციატივით, რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქალაქ სევანში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 5 ივნისიდან, რუსული ენის უფასო კურსები ტარდება.
22 ივნისს ცენტრის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „გახსოვდეს“ მოამზადეს, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას მიეძღვნა. ასე დაიწყო ყველაზე რთული ომი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. 22 ივნისი – ომში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის ხსოვნის დღეა.
ქალაქ სევანის ცენტრში გამართული საღამო პოეტ ედუარდ ასადოვის ლექსიმა – „რუსეთი ხმლიდან არ იწყება“ გახსნა. შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოკლე სპექტაკლი, რომელშიც გააცოცხლეს ისტორიული მომენტი: ბავშვები უდარდელად ეწყობიან, თამაშობენ და ამ დროს დიდი სამამულო ომის დაწყების შესახებ ლევიტანის საგანგაშო განცხადება გაისმა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს არაერთი ლექსი, წარმოადგინეს ისტორიები მეორე მსოფლიო ომის შესახებ და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ცენტრის აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერა «Кукушка» და სომხურ-რუსული ცეკვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ. ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომელთა წყალობითაც დღეს გვაქვს სამშობლო, ვარსებობთ და ვცხოვრობთ“, – განაცხადა მასწავლებელმა ნექტარ ამბარცუმიანმა და გამოსვლა რობერტ როჟდესტვენსკის ნაწარმოებით -„გახსოვდეთ”, დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ბავშვების რუსულ ენაზე უფასო განათლებას, არამედ სომხურ-რუსული საერთო ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და მემკვიდრეობის გაცნობას. გარდა ამისა, თითოეულ ცენტრს აქვს საკუთარი სახელი – “კოსმოსი”, “ლიტერატურა” და “ხელოვნება”. სასწავლო პროგრამა მდიდარია – მოიცავს ენის შესწავლას, კითხვას, ექსპერტებთან შეხვედრებს, ექსკურსიებს, ასევე ფილმებისა და მულტფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, სხვადასხვა ღონისძიებებს. ინიციატივა მნიშვნელოვანია პატარა სოფლებისთვის. სამომავლოდ ცენტრების საქმიანობის გაფართოებაც იგეგმება.