შემოდგომიდან მმართველი პარტია არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შიდაპარტიული აქტივობები და ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭო გაიმართა, რის დროსაც სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარება გადაწყდა.
“პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება. გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება და კონფერენცია ყველა რაიონში გაიმართება”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.