საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟოებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულება დაიდო. ამის შესახებ “Trend“-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ერთმანეთს 24 აგვისტოს, თბილისში შეხვდნენ. დოკუმენტს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის შეფასების სამსახურის თავმჯდომარე იგბალ ბაბაევმა, ხოლო საქართველოს მხრიდან, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების თავმჯდომარის მოადგილე გივი მურვანიძემ.
დოკუმენტის მიზანი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული დახმარების შესაბამისად, მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გამარტივებას, ასევე საქონელთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაციის გაცვლა უზრუნველყოს.