პაციენტთან გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა თბილისში, უნივეტრსიტეტის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტოავარიისას დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც Dalma News -ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ექიმების ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, რა დროსაც უნივერსიტეტის ქუჩაზე “პასატის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად, დაშავდა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლიც. ასევე, დაშავებულია გამვლელიც, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები ავარიის შემდგომ მანქანიდან გადმოჰყავდა. დაშავებული, მძღოლთან ერთად, ელისაბედ ბლექველის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება.