საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ახალ ომს არ დაუშვებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს, გაფართოებაზე უარი თქვა.
ხიდაშელის შეფასებით, “რუსეთისგან პარტნიორობა მოსალოდნელი არ არის”.