პენტაგონის ინფორმაციით, აშშ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, დამატებით თანხას 20 მლნ დოლარის ოდენობით გამოჰყოფს.
შესაბამისი საკითხი აშშ-ში ვიზიტით მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განიხილეს.
პენტაგონის პრესმდივნის, პიტერ კუკის განცხადებით, აშშ საქართვველოსთან სამხედრო თანამშრომლობას განაგრძობს და ყოველწლიურად, ორმხრივ და მრავალმხრივ წვრთნებსა და ტრეინინგებს ჩაატარებს.
მისივე განცხადებით, 20 მლნ დოლარი საქართველოს, პროგრამა “მოკავშირეებისთვის გარანტიების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში გადაეცემა.