თურქულ მედიაში ერთ-ერთ განხილვად თემად იქცა ის, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარმა” ნავთობის მოსაპოვებლად ამ ქვეყანას მიაშურა.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კომპანია “SOCAR Turkey Enerji A.Ş.”-ს მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების უფლება მისცა. ნებართვა ხუთწლიანია.
როგორც “Xezerxeber.com“-ი იტყობინება, ამ დოკუმენტის თანახმად “SOCAR Turkey Enerji A.Ş” და “OPC Petrol Arama ve Üretim Ltd”-ი შეძლებენ ერთობლივად მოიძიონ “შავი ოქრო” ისეთ ტერიტორიებზე, როგორიც არის ადიამანი, ბათმანი, მარდინი და სხვა.
2012 წლის 30 მაისიდან “სოკარი” თურქეთში განაგრძობს მოღვაწეობას “SOCAR Turkey Enerji A.Ş.”-ის სახელით.