მაისის ბოლოს, სომხეთის ერთ-ერთ ლამაზ ადგილზე – ვოროტანის ხევში, სიმაღლიდან ხტომის პირველი ფესტივალი BASE Fest-ი ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია Go2Armenia იყო. სპონსორები: კომპანია Pepsi, საქველმოქმედო ფონდი IdeA Foundation, რადიოსადგური Аврора და ფიტნეს-კლუბების ქსელი Gold’s Gym.
სიმაღლიდან ხტომა ანუ, როგორც მას უწოდებენ “ბეისჯამპინგი”, ექსტრემალური სპორტია, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სპეციალური პარაშუტების გამოყენებით ბეისჯამპერები ფიქსირებული ობიექტებიდან ხტებიან.
ფესტივალში, რამდენიმე ათეული გამოცდილი სპორტსმენი მონაწილეობდა რუსეთიდან, შვეიცარიიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის მოედნად გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი საბაგირო გზა “ტატევას ფრთები” შეარჩიეს. BASE Fest-ის ფარგლებში, პირველად ბეისჯამპინგის ისტორიაში სპორტსმენები საბაგირო გზის კაბინიდან, 320 მეტრის სიმაღლიდან ხტებოდნენ.
BASE Fest-ის ჩატარების დროს, საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა აქტიურ სახეობებში მასტერ-კლასები ჩატარდა. სტუმრებისა და ფესტივალის მონაწილეების კარგ განწყობაზე სპეციალურად მიწვეული DJ ზრუნავდა.
მათთვის, ვისაც ბეისჯამპერების მომაჯადოვებელი “ფრენისთვის” ყურება სურდათ, კომპანია Go2Armenia-მ ერევნიდან ტატევში და პირიქით, ტრანსფერების ორგანიზება უზრუნველყო.
BASE Fest-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გლებ ვოევოდინმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ საბაგირო გზა “ტატევის ფრთები” ბეისფესტივალისთვის იდეალური ადგილია.
“იმ ზონაში, სადაც სპორტსმენები ხტებიან, ხელის შემშლელი ობიექტი არ არსებობს, დაბლობის ტერიტორია კი დაშვებისთვის ხელსაყრელია. იდეალური ადგილია აკრობატიკისთვის, დამწყები სპორტსმენების სავარჯიშოდ. ხტომების სასწავლად ეს იმდენად უსაფრთხოა, რამდენადაც შესაძლებელი”, – განაცხადა მან.
ვოევოდინის აზრით, ფესტივალის ჩატარება ხელს უწყობს სომხეთში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფესტივალში ძალიან ბევრი უცხოელი მონაწილეობს.
Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში BASE Fest-ის მონაწილე სპორტსმენებმა ერთმანეთის მსგავსი აზრი გამოთქვეს.
“აქ ძალიან ლამაზია, მრავალფეროვნებაა. ხშირად გვიწევს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ საბაგირო გზიდან ხევში გადახტომა უნიკალური შანსია”, – თქვა ერთ-ერთმა სპორტსმენმა რუსეთიდან რომან ლაგუნოვმა.
თავის მხრივ, ოლესია კალმიკოვამ სანკტ-პეტერბურგიდან განაცხადა, რომ სომხეთში პირველად იმყოფებოდა. “დიდი ხნის განმავლობაში, იანვრიდან მოყოლებული ველოდებოდი ამ მოგზაურობას”, – დასძინა მან.
BASE Fest-ის ჩატარების მიზანია – აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის სომხეთი საინტერესო ტურისტული მიმართულებად წარადგინოს. ფესტივალის უცხოელი მონაწილეებისა და სტუმრების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ფესტივალის ასეთ ულამაზეს ადგილზე, სომხური შუა საუკუუნეების არქიტექტურის საგანძურ – ტატევის მონასტერთან ახლოს ჩატარებამ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სომხეთს შესანიშნავი ბუნებისა და უძველესი ისტორიული ძეგლების გარდა ტურისტების ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია…
მოამზადა აიკ ხალათიანმა
ფოტოები მოგვაწოდა დიანა ოსიპიანმა