პროექტ “ჰიტ ბათუმი 2015”-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე რუსეთში მოღვაწე მომღერალი დათო ხუჭაძე წარდგება. მომღერლის კონცერტი დღეს, 20:00-ზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. კონცერტში ჯგუფი “გუფი-ლენდიც” მონაწილეობს.
პროექტი “ჰით ბათუმი” 11 კვირისგან შედგება და თითოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტ-ღონისძიებას მოიცავს. “ჰით ბათუმის” ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძიებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
პროექტს ბათუმის მერია და საკრებულო ახორციელებენ.