უახლოეს მომავალში ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ირლანდიაში, ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლონ.
რეგიონული განვითარების სააგენტომ და ირლანდიის ბიზნესის საერთაშორისო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირლანდიელმა დელეგატებმა, ქართულ მხარესთან ერთად, ორ ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი, არსებული მდგომარეობა და სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილეს.