სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები “კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის” (CIP) დირექტორს, ჟულიენ პარსა და “მშრალ ზონებში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” (ICARDA) რეგიონალურ წარმომადგენელს, ჯოზეფ ტუროკს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და “კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს” შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.
მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის შემოტანის და სასწავლო-საკონსულტაციო პროგრამების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია CIP-ის საქმიანობის მთავარ სფეროს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის მიზნით, სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტაციების გაწევა და მეკარტოფილეობის დარგის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს.