უკანასკნელი ორი წელია, სოხმეთის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ბიზნესფორუმი “ArmTech კონგრესი” ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმართება, კერძოდ, აშშ-ში. მაგრამ წლეულს ორგანიზატორებმა ფორმატის შეცვლა გადაწყვეტილეს და მე -8 ფორუმს 12 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქში, ერევანში ჩაატარებენ.

ფორუმში, რომლის დევიზია “ვისწავლოთ წარსულისგან, აღმოვაჩინოთ მომავალი”, ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობენ სახელმწიფო სტრუქტურების, მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელ ქვეყნებშიც ვითარდება მაღალი ტექნოლოგიები. ფორუმის მიზანია – ხელი შეუწყონ ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, საერთაშორისო ბიზნეს-კავშირების გამყარებას და მიიზიდონ ახალი ინვესტიციები.

დღეისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიები სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი აქტიურად განვითარებადი სფეროა. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მთავრობამ ეს სფერო პრიორიტეტულად გამოაცხადა. სომხეთში დღეისთვის დაახლოებით 400 აიტი- კომპანია მოქმედებს. 2014 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 25 %-ით გაიზარდა. ყველა ერთად წელიწადში 475 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ია და უზრუნველყოფს 20-25 %-იან ზრდას. 2018 წლისთვის აპირებენ, აიტი- სფეროს ბრუნვა ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე გაზადრონ.

 

მობილური პროგრამების შემუშავება – ახალი მიმართულება მობილურის სომხეთი სპეციალისტებისთვის

ბოლო ქლებში სომხეთში აქიუტრად ვითარდება მობილური პროგრამების შემუშავების სფერო. ეს არის თამშებიც, სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა ჩამოქაჩვის რაოდენობა ასობით ათასს აღწევს. მათ შორის არის პროგრამები, რომლებიც გათვლილია არა მხოლოდ სომხურ ბაზარზე, არამედ უცხოელ მომხმარებელზეც. სფეროს მხარდაჭერისთვის ერევანში ყოველწლიურად მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, კერძოდ, იმართება საერთაშორისო კონფერენცია AppCON-ი და მობილური პროგრამების გამოფენა Mobile App Expo.

მობილური პროგრამების ყველაზე პოპულარული სომხური პროექტი არის PicsArt-ი, ფოტოების დამუშავებისა და რედაქტირების პროგრამა. ის უკვე მილიონობით მომხმარებელმა ჩამოქაჩა. წლის დასაწყისში პროექტმა PicsArt-მა მეხუთე ადგილი დაიკავა Apple App Store-ზე 100 უფასო პროგრამას შორის. Dalma News-მა რამდენიმე ყველაზე პოპულარული და საინტერესო მობილური პროგრამა მოიძია, რომელიც სომხემა პროგრამისტებმა შეიმუშავეს.‏

 
სომხურ ენას ვასწავლით მობილური პროგრამით

Microsoft-ის სომხეთის წარმომადგენლობამ შეიმუშავა ვიდეო-გაკვეთილების უფასო მობილური პროგრამა, რომელიც იმ მობილური ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც აქვს WindowsPhone-ს პროგრამული სისტემა. პროგრამაში შედის 7-8 კლასელთათვის სომხური ენის გრამატიკის 10-15 წუთის ხანგრძლიობის ვიდეოკურსები და Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალისტებმაც, თავად ვიდეოკურსები კი შეესაბამება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამას. პროგრამა შესაძლებელია უფასოდ ჩამოტვირთოთ, თუ აკრიფავთ Mlg-ს.

 

ვამოწმებთ მხედველობას

სომხეთი პროგრამისტების პროექტი Eye Care Plu-ი განკუთვნილია მხედველობის შემოწმებისა და ვარჯიშისთვის. ყოველდღიურად ყოველი ჩვენგანი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, რაც, რა თქმა უნდა მოქმედებს მხედველობაზე. სულ რაღაც 10 წუთის დახარჯვა მოგიწევთ და პროგრამა შეაფასებს თქვენი მხედველობის დონეს: ტესტები მხედველობის ძირითად პრობლემას გამოგივლენთ, ვარჯიშები კი მათი განკურნებისთვის არის განკუთვნილი.

დავალების შესრულების შემდეგ, ორივე თვალისთვის მიიღებთ სავარაუდო შედეგს. ყველა განვლილი ტესტი და სავარჯიშოები ჩაწერილია სპეციალურ განყოფილებაში – სტატისტიკა. პროგრამა Android-ისთვის ავტომატურად შეგახსენებთ ამა თუ იმ, აუცილებლად ჩასატარებელ ვარჯიშს. ამისთვის გამოიყენება საგანგებო სამედიცინო ტესტები. რა თქმა უნდა Eye Care Plus-ი ვერ შეგიცვლით ოფთოლმოლოგს, მაგრამ გაგაფრთხილებთ მხედველობის გაუარესების შესახებს, შემაცირებს დაავადებების რისკს და დაგეხმარებათ თვალების მოდუნებაში. სომხური პროგრამა ხელმისაწვდომია Google Play-ზეც, ის უკვე 200 ათასმა მომხმარებელმა ჩამოქაჩა. სტატისტიკის თანახმად, განსაკუთარებული პოპულარობით პროგრამა სარგებლობს რუსეთსა და ჩინეთში.‏

 

სომეხი Zangi ავიწროებს Skype-სა და Viber-ს

პროგრამა Zangi (დამირეკე), რომელიც სომეხმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს, უზრუნველყოფს აუდიო და ვიდეო ზარებსა და ფაილების გაგზავნას ყველაზე სუსტი ინტერნეტკავშირის შემთხვევაშიც კი. პროგრამა ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ის პლატფორმის მოწყობილობებისთვის. არსებობს პროგრამული ვერსიები WindowsPhone-ისთვისაც და პერსონალური კომპიუტერისთვისაც

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here